არიელ ორტეგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიელ ორტეგა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არიელ არნალდო ორტეგა [1][2][3]
დაბადების
თარიღი
4 მარტი, 1974 (1974-03-04) (50 წლის)
დაბადების
ადგილი
ლედესმა,
ხუხუის პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1996 რივერ პლეიტი 134 (30)
1997–1998 ვალენსია 29 (9)
1998–1999 სამპდორია 27 (8)
1999–2000 პარმა 18 (3)
2000–2002 რივერ პლეიტი 56 (23)
2002–2003 ფენერბაჰჩე 14 (5)
2004–2006 ნიუელსი 53 (11)
2006–2012 რივერ პლეიტი 82 (12)
2008–2009   ინდეპენდიენტე 25 (4)
2011   ოლ ბოისი 12 (0)
2011–2012   დეფ. ბელგრანო 27 (4)
სულ 447 (109)
ეროვნული ნაკრები
1993–2010 არგენტინა 87 (17)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
„რივერის“ მაისურით, 1991

არიელ არნალდო ორტეგა (ესპ. Ariel Arnaldo Ortega; დ. 4 მარტი, 1974, ლიბერტადორ-ხენერალ-სან-მარტინი, ხუხუის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი.[4] ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ელ ბურიტო ორტეგა.[5]

საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი „რივერ პლეიტში“ გაატარა. ბეტო ალონსოს, დანიელ პასარელას და ენცო ფრანჩესკოლის მსგავსად, „რივერის“ ქომაგებისთვის დღემდე რჩება კლუბის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ მოთამაშედ. ფეხბურთის სპეციალისტთა და ექსპერტთა უმრავლესობის მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში.[6][7]

1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.[8][9][10]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რივერ პლეიტი (1991–1996)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არიელ ორტეგა საკლუბო კარიერას 1991 წელს არგენტინული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, პრიმერა დივიზიონის მონაწილე ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ იწყებს. კლუბის შემადგენლობაში პირველად 1991 წლის 14 დეკემბერს გამოდის მოედანზე და მის ღირსებას 1996 წლამდე იცავს. ამ დროის განმავლობაში იგი არგენტინის პრიმერის 134 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 30-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს. მის შემადგენლობაში 1991, 1993, 1994 და 1996 წლებში არგენტინის ჩემპიონი ხდება.

ვალენსია (1997–1998)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997–1998 წლებში ესპანეთის „ვალენსიაში“ თამაშობს, სადაც 29 მატჩს ატარებს და 9 გოლი გააქვს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993–2010 წლებში იყო არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 87 მატჩი ითამაშა და 17 გოლი გაიტანა.[11]

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1993 1 0
1994 10 1
1995 16 2
1996 7 3
1997 9 1
1998 13 5
1999 7 2
2000 11 3
2001 7 0
2002 4 0
2003 1 0
2010 1 0
ჯამში 87 17

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
არგენტინის პრიმერა დივიზიონი
იტალიის დროშა პარმა
არგენტინის დროშა ნიუელს ოლდ ბოისი
არგენტინის პრიმერა დივიზიონი
  • აპერტურა: 2004

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა
პანამერიკული თამაშები
  • ჩემპიონი: 1995[12]
ოლიმპიური თამაშები
  • ვიცე-ჩემპიონი: 1996[13]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]