ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
მეტსახელ(ებ)ი |
„წითელი ემშაკები“ (ფრანგ. Les diables rouges, ნიდერლ. De rode duivels, გერმ. Die Roten Teufel) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია | ||
კონფედერაცია | უეფა (ევროპა) | ||
მთავარი მწვრთვნელი | დომენიკო ტედესკო | ||
კაპიტანი | კევინ დე ბრეინე | ||
ყველაზე მეტი კეპი | იან ვერტონგენი (157) | ||
ბომბარდირი | რომელუ ლუკაკუ (85) | ||
სტადიონი | მეფე ბოდუენის სტადიონი | ||
ფიფა-ს კოდი | BEL | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
ბელგია 3–3 საფრანგეთი (უკელი, ბელგია; 1 მაისი, 1904) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ბელგია 9–0 ზამბია (ბრიუსელი, ბელგია; 4 ივნისი, 1994) ბელგია 10–1 სან-მარინო (ბრიუსელი, ბელგია; 28 თებერვალი, 2001) ბელგია 9–0 გიბრალტარი (ლიეჟი, ბელგია; 31 აგვისტო, 2017) ბელგია 9–0 სან-მარინო (ბრიუსელი, ბელგია; 10 ოქტომბერი, 2019) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
ბელგია 1–9 ინგლისი (ბრიუსელი, ბელგია; 11 მაისი, 1927) ნიდერლანდები 8–0 ბელგია (ამსტერდამი; 29 მარტი, 1936) ნიდერლანდები 9–1 ბელგია (როტერდამი; 4 ოქტომბერი, 1959) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 14 (პირველად 1930) | ||
საუკეთესო შედეგი | ბრინჯაოს პრიზიორი, 2018 | ||
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 7 (პირველად 1972) | ||
საუკეთესო შედეგი | ვერცხლის პრიზიორი, 1980 |
ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ნიდერლ. Het Belgische voetbalelftal, ფრანგ. L'équipe de Belgique de football, გერმ. Belgische Fußballnationalmannschaft) — ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც წარმოადგენს ბელგიას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში 1904 წლიდან. ცნობილია მეტსახელით „წითელი ემშაკები“ 1906 წლიდან. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია. ევროპის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო ნაკრები, რომელიც მონაწილეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისის ყველა მცირე თუ დიდ საფეხბურთო ტურნირში. ნაკრების უმაღლესი მიღწევა იყო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. მანამდე, მისი საუკეთესო მიღწევა იყო 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მე-4 ადგილი. გარდა ამისა, 2015 წლიდან ბელგიის ნაკრები არაერთხელ ყოფილა ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზე.
ბელგიის ნაკრები თოთხმეტი მსოფლიო ჩემპიონატისა და შვიდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილეა, ასევე ხუთჯერ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე. 1920 წელს ბელგიამ ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ოლიმპიურ თამაშებზე მის უმაღლეს მიღწევად ითვლება. 1954 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში ბელგიას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს მოიპოვებული იმ დროის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებზე: გერმანიაზე, ბრაზილიაზე, არგენტინასა და საფრანგეთზე. ბელგიის ნაკრები ცნობილია თავისი ისტორიული მეტოქეობით საფრანგეთისა[1] და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებებთან, მათ შორის გამართული პრინციპული დაპირისპირებებიდან გამომდინარე.[2]
2003 წელს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად პოლ ვან ჰიმსტი (ნიდერლ. Paul Guillaume van Himst) აღიარეს, რომელთან ერთადაც ბელგიელებმა 1972 წლის ევროზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.[3] ევროპის ჩემპიონატებზე ბელგიელთა საუკეთესო შედეგად 1980 წლის ევროზე გამოსვლა ითვლება, როდესაც მათ ფინალამდე მიაღწიეს, სადაც დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დათმეს შეხვედრა.[4]
ბელგიის ეროვნული გუნდი საშინაო მატჩებს ძირითადად ბრიუსელის მეფე ბოდუენის სტადიონზე (ნიდერლ. Koning Boudewijnstadion, ფრანგ. Stade Roi Baudouin, გერმ. König-Baudouin-Stadion) ატარებს. უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის წევრი 2018 წლიდან. 2024 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, ბელგიის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-6 ადგილზეა.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელგიის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ომამდელ პირველ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა, ტურნირს ყოველ ჯერზე პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა. 1950-იანი და 1960-იანი წლები ასევე არ იყო წარმატებული ბელგიის ეროვნული ნაკრებისთვის: ორ ათწლეულში გუნდმა მონაწილეობა მხოლოდ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო (1954 წელს და კვლავ წარუმატებლად) და ვერც ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. 1970-იანი წლები შედარებით წარმატებული იყო ბელგიელებისთვის: მათ მოახერხეს პირველი გამარჯვების მოპოვება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში (1970 წელს სალვადორის ნაკრების წინააღმდეგ), ხოლო 1972 წლის ევროზე ბრინჯაოს მედლებიც კი მოიპოვეს, როდესაც მე-3 ადგილისთვის მატჩში უნგრეთის ნაკრებს სძლიეს. თუმცა ამის შემდეგ ბელგიის ნაკრების წარმატებული სვლა კვლავ შეფერხდა.
მდგომარეობა უკეთესობისკენ 1970-იანი წლების ბოლოს შეიცვალა, როდესაც ბელგიურმა საკლუბო ფეხბურთმა პროფესიული სტატუსი მოიპოვა და „ანდერლეხტმა“, „ბრიუგემ“ და „მეხელენმა“ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ეროვნული ნაკრების წარმატება ამ პერიოდში ცნობილი ბელგიელი მწვრთნელის გი ტისის სახელს უკავშირდება, რომელიც გუნდს 1976 წლიდან ჩაუდგა სათავეში. იმ დროს გუნდის თამაში უმთავრესად საიმედო დაცვასა და სწრაფ კონტრშეტევებზე იყო აგებული. ამ პერიოდში ნაკრებში გამოდიოდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც იყვნენ იან კულემანსი, ფრანსუა ვან დერ ელსტი, რენე ვანდერეიკენი, მეკარე ჟან-მარი პფაფი და სხვები.
ბელგიის ოქროს თაობა იყო 1980-იან წლებში, როდესაც გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც წარმატებული გამოდგა ბელგიელებისთვის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც,[6] სადაც მათ პირველ მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები, არგენტინელები დაამარცხეს და მეორე ეტაპზე პირველი ადგილიდან გავიდნენ, სადაც პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებთან განცდილი მარცხის შემდეგ ტურნირს გამოეთიშნენ.
ამ თაობის აღმავლობის ხანა გაგრძელდა 1990-იანი წლების პირველ ნახევრამდე. ბელგიამ ამ წლებში თითქმის ყველა დიდ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელ გი ტისის ხელმძღვანელობით გუნდმა ასზე მეტი თამაში ჩაატარა და ჩამოყალიბდა ფიზიკურად ძლიერ, კარგად ორგანიზებულ გუნდად, რომელთანაც თამაში ყველას უჭირდა. 1986 წლის მუნდიალზე მათ მიაღწიეს ნახევარფინალამდე, რაც ბელგიის ნაკრებისთვის 2018 წლამდე საუკეთესო შედეგად რჩებოდა მსოფლიო ჩემპიონატებზე. ნახევარფინალში ბელგია დაამარცხა დიეგო მარადონას არგენტინამ, რომელიც შემდეგ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგია საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. ძირითადი დრო 2–2 დასრულდა, მაგრამ დამატებით დროში ბელგიამ 0–2 დათმო.
2003–2012 წლებში ბელგიას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობა აღარ მიუღია. 2012 წელს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ყოფილი ფეხბურთელი მარკ ვილმოტსი, რომელმაც ახალ თაობასთან ერთად 2014 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება შეძლო, იქ კი ჯგუფური ეტაპის გადალახვა მოახერხა და მეოთხედფინალამდე მიაღწია.
ეკიპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწარმოებელი | პერიოდი |
---|---|
Umbro | 1970–1974 |
Adidas | 1974–1981 |
Admiral | 1981–1982 |
Adidas | 1982–1991 |
Diadora | 1992–1999 |
Nike | 1999–2010 |
Burrda | 2010–2014 |
Adidas | 2014– |
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩატარებული მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 2024 წლის 9 სექტემბრის მონაცემებით
№ | მოთამაშე | მატჩი | გოლი | პერიოდი |
---|---|---|---|---|
1 | იან ვერტონგენი | 157 | 10 | 2007–2024 |
2 | აქსელ ვიტსელი | 132 | 12 | 2008– |
3 | ტობი ალდერვეირელდი | 127 | 5 | 2009–2022 |
4 | ედენ აზარი | 126 | 33 | 2008–2022 |
5 | რომელუ ლუკაკუ | 119 | 85 | 2010– |
6 | დრის მერტენსი | 109 | 21 | 2011–2022 |
7 | კევინ დე ბრეინე | 107 | 30 | 2010– |
8 | ტიბო კურტუა | 102 | 0 | 2011–2023 |
9 | იან კულემანსი | 96 | 23 | 1977–1991 |
10 | ტიმი სიმონსი | 94 | 6 | 2001–2016 |
ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 2024 წლის 9 სექტემბრის მონაცემებით
№ | მოთამაშე | გოლი | მატჩი | საშ | პერიოდი |
---|---|---|---|---|---|
1 | რომელუ ლუკაკუ | 85 | 119 | 0.71 | 2010– |
2 | ედენ აზარი | 33 | 126 | 0.26 | 2008–2022 |
3 | ბერნარ ვორჰოფი | 30 | 61 | 0.49 | 1928–1940 |
პოლ ვან ჰიმსტი | 30 | 81 | 0.37 | 1960–1974 | |
კევინ დე ბრეინე | 30 | 107 | 0.28 | 2010– | |
6 | მარკ ვილმოტსი | 28 | 70 | 0.4 | 1990–2002 |
7 | მიში ბატშუაი | 27 | 55 | 0.49 | 2015– |
ჯოზეფ მერმანსი | 27 | 56 | 0.48 | 1945–1956 | |
9 | რობერტ დე ვენი | 26 | 23 | 1.13 | 1906–1913 |
რაიმონ ბრენი | 26 | 55 | 0.47 | 1925–1939 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მეფე ბოდუენის სტადიონი.
-
ბელგიის ნაკრები 1920 წელს.
-
ბელგიის ნაკრები 1968 წელს.
-
ბელგიის ნაკრები კანადასთან მატჩის წინ, 2022 წლის 23 ნოემბერი.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონატი
- მესამე ადგილი (1): 2018
ამხანაგური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკრების ფორმები წლების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშინაო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგარეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარეზერვო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეკარეების
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] 1970
(პირველი) | |||||||||
1970
(მეორე) |
1980
(პირველი) |
1980
(მეორე) |
1982
(პირველი) |
1982
(მეორე) |
1982
(მესამე) |
1984
(მეორე) | |||
1986
(მეორე) |
1990
(პირველი) |
1990
(მეორე) |
1990
(მესამე) |
||||||
1998
(პირველი) |
1998
(მეორე) |
2000
(პირველი) |
2000
(მეორე) |
2002
(პირველი) |
2002
(მეორე) |
||||
2008
(პირველი) |
2008
(მეორე) |
||||||||
2014
(პირველი) |
2014
(მეორე) |
2014
(მესამე) |
|||||||
2016
(პირველი) |
2016
(მეორე) |
2016
(მესამე) |
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bernhart, Patrick; Houtman, Joost (2014) Zo werden wij wereldkampioen (nl). Antwerp: Manteau. ISBN 978-90-223-2972-6.
- Boin, Victor (1945). Het gulden jubileumboek van de K.B.V.B. 1895–1945. (nl). Brussels: Les Éditions Leclercq & De Haas. GOAAAL! Voetbalvaria by RBFA
- De Bock, Wim (2013). Houwaart de Mos Boskamp (nl). Amsterdam: Uitgeverij De Buitenspelers. ISBN 978-90-71359-69-9.
- de Vries, André (2007). Flanders: A Cultural History. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-531493-9.
- Edworthy, Niall (1997). England: The Official F.A. History. London: Virgin Books. ISBN 978-1-85227-699-7.
- Fraiponts, Jean; Willocx, Dirk (2003) Kroniek van het Belgische voetbal / Pioniers en Rode Duivels – 1863–1906 (nl). Antwerp: ASSOC.BE bvba. ISBN 978-90-77314-01-2.