ზბიგნევ ბონეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზბიგნევ ბონეკი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზბიგნევ კაზიმეჟ ბონეკი
დაბადების
თარიღი
3 მარტი, 1956 (1956-03-03) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ბიდგოშჩი, პოლონეთი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1966–1973 ზავიშა ბიდგოშჩი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1975 ზავიშა ბიდგოშჩი 60 (15)
1975–1982 ვიძევი 158 (48)
1982–1985 იუვენტუსი 79 (24)
1985–1988 რომა 244 (36)
სულ 367 (95)
ეროვნული ნაკრები
1976–1988 პოლონეთი 80 (24)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზბიგნევ კაზიმეჟ ბონეკი (პოლ. Zbigniew Kazimierz Boniek [ˈzbʲiɡɲɛv ˈbɔɲɛk]; დ. 3 ოქტომბერი, მარტი, 1956) — პოლონელი საფეხბურთო ფუნქციონარი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე პოლონეთის ნაკრებში. 1982 წელს France Football-ის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში გახდა ბრინჯაოს პრიზიორი. 2012 წლიდან უჭირავს პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი.

კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა სამშობლოში, კარიერა მშობლიურ ქალაქში მოკრძალებულ ზავიშაში დაიწყო, საიდანაც პოლონური ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში, ვიძევში გადაბარგდა, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა. 1982 წელს გადავიდა იტალიურ იუვენტუსში, რომელიც ჯოვანი ტრაპატონის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა ევროპაში. სწორედ იუვეში შეძლო ბონეკმა კარიერის უდიდესი ტიტულის, ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება. კარიერის ბოლო წლები ბონეკმა ასევე იტალიურ რომაში გაატარა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა.

ეროვნულ ნაკრებში ბონეკმა 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლი გაიტანა, იგი პოლონეთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა, მან ნაკრების მაისურით სამ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა — 1978, 1982, 1986 წლებში. მის სახელს და ბრწყინვალე ასპარეზობას უკავშირდება პოლონური ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება — მესამე ადგილი ესპანეთში გამართულ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ფინალისკენ მიმავალ გზაზე პოლონელებს მომავალი ჩემპიონი, პაოლო როსის იტალია გადაეღობა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში მაშინდელ მსოფლიო ნაკრებად მიჩნეული საფრანგეთის დამარცხება შეძლეს, რომელმაც თავის მხრივ დრამატული მატჩი პენალტების სერიაში დათმო დასავლეთ გერმანიასთან და მიშელ პლატინის თაოსნობით საბოლოოდ მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 99-ე ადგილზე დასახელდა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.