იოზეფ მასოპუსტი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Josef Masopust | ||
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
![]() | ||
გარდაცვალების თარიღი | 29 ივნისი, 2015 (84 წლის) | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1950–1952 | ვოდოტეხნა ტეპლიცე | 54 | (10) |
1952–1968 | დუკლა პრაღა | 386 | (79) |
1968–1970 | Crossing Molenbeek | 68 | (29) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1954–1966 |
![]() | 63 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: - 3 თებერვალი, 2013 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: - 2 თებერვალი, 2013 |
იოზეფ მასოპუსტი (ჩეხ. Josef Masopust; დ. 9 თებერვალი, 1931 — გ. 29 ივნისი, 2015) — ჩეხი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი.
იოზეფ მასოპუსტმა კარიერის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბ დუკლა პრაღაში გაატარა, სადაც უნივერსალური ტიპის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და თანაბარი წარმატებით ართმევდა თავს, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფუნქციებს. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ნაკრებში 1954–1966 წლებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 10 გოლი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატზე, სადაც ჩეხოსლოვაკია ვიცე-ჩემპიონი გახდა, მასოპუსტი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამავე წელს France Football-მა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 61-ე ადგილზე დასახელდა.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- იოზეფ მასოპუსტის სტატისტიკა დაარქივებული 2014-12-15 საიტზე Wayback Machine.
- UEFA.com's article on Czech Republic's Golden Player
- 1962 - JOSEF MASOPUST - LA PRIME AU COLLECTIF, France Football
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
|