პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
![]() | |||
მეტსახელ(ებ)ი |
Los Guaraníes (გუარანი) La Albirroja (თეთრ-წითლები) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია[1] | ||
კონფედერაცია | კონმებოლი | ||
მთავარი მწვრთვნელი |
![]() | ||
ყველაზე მეტი კეპი | პაულო და სილვა (148) | ||
ბომბარდირი | როკე სანტა კრუსი (32) | ||
სტადიონი | დეფენსორეს დელ ჩაკო | ||
ფიფა-ს კოდი | PAR | ||
ფიფა-ს რეიტინგი | 52 (21 სექტემბერი 2023)[2] | ||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 8 (მარტი 2001) | ||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 103 (მაისი 1995) | ||
ელო-ს რეიტინგი | 44 (18 ოქტომბერი 2023)[3] | ||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 4 (21 თებერვალი 1954) | ||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 43 (12 აგვისტო 1962, 5 მარტი 2014, 31 მარტი 2015) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
![]() ![]() (ასუნსიონი, პარაგვაი; 11 მაისი, 1919) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
![]() ![]() (რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია; 30 აპრილი, 1949) ![]() ![]() (ჰონგ-კონგი; 17 ნოემბერი, 2010) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
![]() ![]() (სანტიაგო, ჩილე; 20 ოქტომბერი, 1926) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 8 (პირველად 1930) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 2010 | ||
კოპა ამერიკა | |||
გამოსვლა | 33 (პირველად 1921) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული (2) 1953, 1979 |
პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს პარაგვაის საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია. ნაკრებმა 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საუკეთესო შედეგი 2010 წელს აჩვენა, როდესაც ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. კოპა ამერიკის რეგულარული მონაწილე, პარაგვაი, ორჯერ (1953 და 1979 წლებში) გახდა ტურნირის ჩემპიონი. პარაგვაის ყველაზე მაღალი ფიფას მსოფლიო რეიტინგი იყო მე-8 ადგილი (2001 წლის მარტი), ხოლო ყველაზე დაბალი — 103-ე ადგილი (1995 წლის მაისი).
ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული არგენტინელი ხერარდო მარტინოს მწვრთნელობის პერიოდი იყო, რომელიც 2007 წელს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებით დაჯილდოვდა და რომელმაც ისტორიაში პირველად პარაგვაის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა (2010), ხოლო მომდევნო წელს კოპა ამერიკის ფინალში (2011), სადაც პარაგვაიმ მეორე ადგილი დაიკავა.
ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს პაულო და სილვას (148), ხოლო როკე სანტა კრუსი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 32 გოლით. დენის კანისა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1996 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა, ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პარაგვაის ნაკრების შემადგენლობაში ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (1998, 2002, 2006, 2010).
ფეხბურთის განვითარების დონე ქვეყანაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციულად, სუსტი ეკონომიკური განვითარების მიუხედავად, სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით — როგორიცაა ჩილე, პერუ ან კოლუმბია, პარაგვაის ფეხბურთი სამხრეთ ამერიკაში მეოთხე ადგილზეა ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის შემდეგ. ამას მოწმობს ეროვნული ნაკრების შედეგები — პარაგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა, ორჯერ — სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა, ათენში კი 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალამდე მიაღწია.
პარაგვაიმ მსოფლიო ფეხბურთს ისეთი ცნობილი მოთამაშეები შემატა, როგორებიც იყვნენ — არსენიო ერიკო, ხულიო სეზარ რომერო, ხოსე ლუის ჩილავერტი, კარლოს გამარა, ხოსე სატურნინო კარდოსო, ფრანსისკო არსე, ხულიო სესარ კასერესი, სალვადორ კაბანასი და სხვები.
რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების საკლუბო დონეს, ამ მხრივ გამორჩეულ შედეგებს ასუნსიონის „ოლიმპიამ“ მიაღწია, რომელმაც სამჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი და წლების განმავლობაში ამარაგებდა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს მაღალი კლასის მოთამაშეებით. „ოლიმპიას“ გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი პარაგვაის ეროვნული ნაკრების, ისევე როგორც მთელი პარაგვაის ფეხბურთის ისტორიაში შეიტანეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიც არიან — „სერო პორტენო“, „ლიბერტადი“, „გუარანი“, „ნასიონალი“ და „სპორტივო ლუკენიო“. ქვეყნის წამყვანი კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონს ან მის გარეუბნებს.
რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩატარებული მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 2021 წლის 14 ოქტომბრის მონაცემებით
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/R._Santa_Cruz_Blackburn.jpg/220px-R._Santa_Cruz_Blackburn.jpg)
№ | ფეხბურთელი | პერიოდი | მატჩი | გოლი | წყარო |
---|---|---|---|---|---|
1 | პაულო და სილვა | 148 | 3 | 2000–2017 | [4] |
2 | ხუსტო ვილიარი | 120 | 0 | 1999–2018 | [5] |
3 | როკე სანტა კრუსი | 112 | 32 | 1999–2016 | [6] |
4 | კარლოს გამარა | 110 | 12 | 1993–2006 | [7] |
5 | კრისტიან რივეროსი | 101 | 16 | 2005–2018 | [8] |
6 | რობერტო აკუნია | 100 | 5 | 1993–2011 | [9] |
დენის კანისა | 100 | 1 | 1996–2010 | [10] | |
8 | სელსო აიალა | 85 | 6 | 1993–2003 | [11] |
9 | ხოსე კარდოსო | 82 | 25 | 1991–2006 | [12] |
10 | კარლოს ბონეტი | 80 | 1 | 2002–2013 | [13] |
ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | ფეხბურთელი | გოლი | მატჩი | საშ. | პერიოდი |
---|---|---|---|---|---|
1 | როკე სანტა კრუსი | 32 | 112 | 0.29 | 1999–2016 |
2 | ხოსე კარდოსო | 25 | 82 | 0.3 | 1991–2006 |
3 | კრისტიან რივეროსი | 16 | 101 | 0.16 | 2005–2018 |
4 | სატურნინო არუა | 13 | 26 | 0.5 | 1969–1980 |
ხულიო სესარ რომერო | 13 | 32 | 0.41 | 1979–1986 | |
ნელსონ ვალდესი | 13 | 77 | 0.17 | 2004–2017 | |
7 | ოსკარ კარდოსო | 12 | 56 | 0.21 | 2006–2021 |
კარლოს გამარა | 12 | 110 | 0.11 | 1993–2006 | |
9 | რობერტო კაბანიასი | 11 | 28 | 0.39 | 1981–1993 |
მიგელ ანხელ ბენიტესი | 11 | 29 | 0.38 | 1996–1999 |
მატჩების სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ წარმოდგენილია პარაგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით. სტატისტიკა შედგენილია მსოფლიო ჩემპიონატების, საკვალიფიკაციო თამაშების, კოპა ამერიკისა თუ სხვა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირისა და მატჩებისგან.
- განახლდა: 18 ივნისი, 2023
დადებითი სტატისტიკა ნეიტრალური სტატისტიკა უარყოფითი სტატისტიკა
მოწინააღმდეგე |
თ |
მ |
ფ |
წ |
გბ |
მბ |
ბს |
მ % |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() |
106 | 16 | 35 | 55 | 111 | 217 | -106 | 15% |
![]() |
2 | 1 | 0 | 1 | 3 | 2 | +1 | 50% |
![]() |
5 | 0 | 3 | 2 | 2 | 4 | -2 | 0% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | +1 | 100% |
![]() |
3 | 1 | 1 | 1 | 3 | 3 | 0 | 33.3% |
![]() |
69 | 35 | 18 | 16 | 134 | 74 | +60 | 50.7% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 | 100% |
![]() |
82 | 11 | 22 | 49 | 66 | 179 | −113 | 13.4% |
![]() |
2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | +1 | 50% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | +1 | 100% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
![]() |
66 | 29 | 7 | 30 | 93 | 93 | 0 | 43.9% |
![]() |
3 | 1 | 1 | 1 | 4 | 3 | +1 | 33.3% |
![]() |
49 | 18 | 9 | 22 | 52 | 59 | -7 | 36.7% |
![]() |
9 | 3 | 3 | 3 | 6 | 5 | +1 | 33.3% |
![]() |
1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | -1 | 0% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
![]() |
40 | 22 | 6 | 12 | 72 | 52 | +20 | 55% |
![]() |
6 | 6 | 0 | 0 | 11 | 1 | +10 | 100% |
![]() |
3 | 0 | 0 | 3 | 0 | 8 | -8 | 0% |
![]() |
5 | 0 | 2 | 3 | 4 | 14 | -10 | 0% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
![]() |
2 | 0 | 1 | 1 | 3 | 4 | -1 | 0% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
![]() |
11 | 9 | 2 | 0 | 25 | 10 | +15 | 81.8% |
![]() |
7 | 2 | 4 | 1 | 9 | 6 | +3 | 37.5% |
![]() |
2 | 1 | 1 | 0 | 8 | 1 | +7 | 50% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 3 | 2 | +1 | 100% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
![]() |
3 | 0 | 1 | 2 | 2 | 6 | -4 | 0% |
![]() |
2 | 0 | 2 | 0 | 3 | 3 | 0 | 0% |
![]() |
6 | 4 | 0 | 2 | 11 | 7 | +4 | 66.6% |
![]() |
11 | 2 | 4 | 5 | 10 | 15 | -5 | 18.1% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | 100% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
![]() |
21 | 5 | 5 | 11 | 17 | 37 | -20 | 23.8% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
![]() |
2 | 0 | 1 | 1 | 1 | 3 | -2 | 0% |
![]() |
3 | 2 | 1 | 0 | 5 | 2 | +3 | 66.6% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
![]() |
2 | 1 | 1 | 0 | 4 | 2 | +2 | 50% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 2 | 2 | 0 | 0% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
![]() |
5 | 4 | 1 | 0 | 9 | 1 | +8 | 80% |
![]() |
57 | 24 | 14 | 19 | 78 | 67 | +11 | 42.1% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 4 | 0 | +4 | 100% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
![]() |
4 | 1 | 2 | 1 | 6 | 5 | +1 | 25% |
![]() |
2 | 0 | 0 | 2 | 1 | 4 | −3 | 0% |
![]() |
2 | 1 | 0 | 1 | 4 | 3 | +1 | 50% |
![]() |
3 | 0 | 3 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 3 | 2 | +1 | 100% |
![]() |
4 | 1 | 1 | 2 | 6 | 6 | 0 | 25% |
![]() |
2 | 1 | 1 | 0 | 3 | 1 | +2 | 50% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | +2 | 100% |
![]() |
5 | 1 | 3 | 1 | 6 | 7 | −1 | 20% |
![]() |
7 | 2 | 3 | 2 | 8 | 7 | +1 | 28.5% |
![]() |
4 | 0 | 2 | 2 | 1 | 4 | −3 | 0% |
![]() |
3 | 1 | 1 | 1 | 4 | 4 | 0 | 33.3% |
![]() |
1 | 1 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | 100% |
![]() |
3 | 1 | 2 | 0 | 5 | 3 | +2 | 33.3% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
![]() |
2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | +1 | 50% |
![]() |
8 | 2 | 2 | 4 | 6 | 10 | −4 | 25% |
![]() |
77 | 25 | 19 | 33 | 94 | 116 | -22 | 32.4% |
![]() |
27 | 18 | 5 | 4 | 49 | 23 | +26 | 66.6% |
![]() |
1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
სულ (73) | 766 | 271 | 201 | 294 | 994 | 1089 | −95 | 35.3% |
- ↑ მათ შორის
იუგოსლავიასთან გამართული მატჩებიც.
ნაკრების ფორმები წლების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშინაო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საგარეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარეზერვო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
- პარაგვაის საფეხბურთო ასოციაცია
- Paraguay - International Results
- Appearances for Paraguay National Team
- Paraguay - worldfootball.net
- World Football Elo Ratings: Paraguay
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Asociación Paraguaya de Fútbol // apf.org.py
- ↑ The FIFA/Coca-Cola World Ranking // FIFA
- ↑ World Football Elo Ratings // eloratings.net
- ↑ Paulo César Da Silva - Century of International Appearances
- ↑ Justo Wilmar Villar - Century of International Appearances
- ↑ Roque Luis Santa Cruz - Century of International Appearances
- ↑ Carlos Alberto Gamarra - Century of International Appearances
- ↑ Cristian Miguel Riveros - Century of International Appearances
- ↑ Roberto Miguel Acuña - Century of International Appearances
- ↑ Denis Ramón Caniza - Century of International Appearances
- ↑ Celso Rafael Ayala - International Matches
- ↑ José Saturnino Cardozo - Goals in International Matches
- ↑ Carlos Bonet - International Appearances
|