ტიერი ანრი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ტიერი დანიელ ანრი | ||
დაბადების თარიღი | 17 აგვისტო, 1977 | ||
დაბადების ადგილი | ლეს ულისი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 188 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1994–1998 | მონაკო | 110 | (20) |
1999 | იუვენტუსი | 16 | (3) |
1999–2007 | არსენალი | 254 | (174) |
2007–2010 | ბარსელონა | 80 | (35) |
2010–2014 | ნიუ-იორკ რედ ბულზი | 122 | (51) |
2012 | → არსენალი | 4 | (1) |
სულ | 581 | (284) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1997 | საფრანგეთი U-20 | 5 | (3) |
1997–2010 | საფრანგეთი | 123 | (51) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ტიერი დანიელ ანრი (ფრანგ. Thierry Henry წარმოთქმა ფრანგულად: [tjɛʁi danjɛl ɑ̃ʁi], დ. 17 აგვისტო, 1977) — ფრანგი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. განთქმული სისწრაფით, გოლების გატანის რეკორდით და საგოლე მომენტების შექმნის უნარით.
ანრი დაიბადა და გაიზარდა პარიზის გარეუბანში, ესონის დეპარტამენტის ქალაქ ლეს ულისში. ახალგაზრდობაში ის მრავალ ადგილობრივ გუნდში თამაშობდა და დიდ პოტენციალსაც აჩვენებდა. ის 1990 წელს მონაკოს ყურადღების ქვეშ მოექცა და კონტრაქტიც მოკლე ხანში გაფორმდა. მისი პროფესიული დებიუტი 1994 წელს შედგა. კარგ ფორმაში ყოფნამ ანრის საფრანგეთის ნაკრებში გამოძახება გამოიწვია, ხოლო 1999 წლის ზამთარში, მან კონტრაქტი იტალიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ იუვენტუსთან გააფორმა. ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის წარუმატებელი სეზონის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში ანრი ლონდონის არსენალში გადავიდა £10.5 მილიონად.
ანრიმ სწორედ არსენალში დაიმკვიდრა მსოფლიო კლასის ფეხბურთელის სახელი. მიუხედავად იმისა რომ პრემიერ ლიგაში ადაპტაცია გაუჭირდა, ფორმაში შევიდა და ნაყოფიერ თავდამსხმელად და მთავარ ბომბარდირად იქცა გუნდის თითქმის ყველა სეზონში. არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა ყველა ტურნირზე 226 გატანილი გოლით. ფეხბურთელს მოპოვებული აქვს პრემიერ-ლიგის ორი და ასოციაციის თასის სამი ტიტული; ასევე, ორჯერ იყო ნომინირებული ფიფა-ს წლის ფეხბურთელის წოდებაზე; ორჯერ დაიმსახურა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, ასევე სამჯერ მოიგო ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. არსენალში გატარებული ბოლო ორი წელი ანრი გუნდის კაპიტნად თამაშობდა; მისი ლიდერობით კლუბი გავიდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს. 2007 წლის ივნისში, „არსენალში“ გატარებული რვა წლის შემდეგ, მისი ტრანსფერი საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში £16.1 მილიონად შედგა.
კატალონიელების რიგებში პირველი ჯილდო ანრიმ 2009 წელს მოიგო, როდესაც გუნდმა მოიპოვა ლა ლიგის, ესპანეთის თასისა ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს სუპერთასისა და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტიტულები. უეფა-ს წლის საუკეთესო გუნდში ანრი 5-ჯერ იყო დასახელებული.
2010 წელს ანრი „ნიუ იორკ რედ ბულსში“ გადავიდა, რომელიც აშშ-ის ლიგა MLS-ში თამაშობს. ამერიკულ გუნთან ერთად მოიგო აღმოსავლეთ კონფერენციის ტიტული 2010 წელს. 2012 წლის იანვარ-თებერვალში იჯარის წესით დაბრუნებული იყო არსენალში. 2014 წელს მან აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ანრი წარმატებული იყო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომელთან ერთადაც გაიმარჯვა 1998 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო 2000-ზე. 2007 წლის ოქტომბერში, მან მიშელ პლატინის გაუსწრო და რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით. მისი მიღწევების გათვალისწინებით, ანრი ბევრის მიერ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული.
მისმა ფეხბურთის სტილმა და ინდივიდუალობამ განაპირობა ის, რომ ანრი ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია; მას მონაწილეობა აქვს მიღებული ნაიკის, რიბოკის, პეპსის, რენოს და ჯილეტის სარეკლამო კამპანიებში. აქტიურად გამოდის ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანრი ანტილიური წარმოშობისაა: მისი მამა, ანტუანი, გვადელუპადან (კუნძული ლა დესირადე), ხოლო დედამისი, მარისა, მარტინიკიდანაა.[1] თავად იგი დაიბადა და გაიზარდა პარიზის უბან ლეს ულისის მძიმე გარემოში, სადაც მიუხედავად სიძნელეებისა და გაჭირვებისა, კარგი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი.[2] 7 წლის ასაკში, ანრი დიდ პოტენციალს აჩვენებდა, რისვგამოც მწვრთნელმა კლოდ შეზელმა ადგილობრივ კლუბ CO Les Ulis-ში ჩარიცხა. მამამისი აძალებდა ვარჯიშებზე დასწრებას, თუმცა ახალგაზრდა დიდად არ იყო მოხიბლული ფეხბურთით.[3] 1989 წელს US Palaiseau-ს შეუერთდა; უკვე ერთი წლის შემდეგ მამამისს კლუბი აღარ აკმაყოფილებდა და ანრი Viry-Châtillon-ში გადავიდა ორი წლით.[1] US Palaiseau-ის მწვრთნელი ჟან-მარი პანზა, — ანრის მომავალი მენტორი, — გადასვლისას თან გაჰყვა ფეხბურთელს.[2]
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაკო (1992-1998) და იუვენტუსი (1999)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს, მონაკომ არნოლდ კატალანო გაგზავნა ანრის თამაშის საყურებლად. ანრი ექვსივე გოლის ავტორი გახდა, როცა მისმა მხარემ 6-0 მოიგო. კატალანომ ანრის გამოსაცდელი პერიოდის გარეშე შესთავაზა მონაკოში გადასვლა. კატალანომ ანრისთვის კურსის დამთავრება მოითხოვა ალიტარულ კლარიფონტაინის აკადემიაში, და მიუხედავად დირექტორის წინააღმდეგობისა ანრის მიერ კურსის დამთავრება ეღიარებინა, მის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, მას მაინც მისცეს კურსის დასრულების ნება და ანრი არსენ ვენგერის მონაკოში გადავიდა ახალგაზრდა მოთამაშედ.[3] ამის შემდეგ, ანრიმ ყველა ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერა ხელი მონაკოსთან და 1994 წელს მისი პროფესოული დებიუტი შედგა. ვენგერმა ანრი მარცხენა ფრთაზე დააყენა, რადგან თვლიდა, რომ მისი სიჩქარე, ბურთის ბუნებრივი კონტროლი და მოხერხებულობა უფრო ეფექტიანი მცველების წინააღმდეგ იქნებოდა. მონაკოში გატარებულ პირველ სეზონზე, ანრიმ 18 მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.[1]
ვენგერი აგრძელებდა ანრისთვის იდეალურ სათამაშო პოზიციის ძებნას, და ეჭვების მიუხედავად ვარაუდობდა რომ საუკეთესო მისი თავდამსხმელად განწესება იქნებოდა.[1] თავისი მენეჯერის მეურვეობით, 1996 წელს ანრი წლის ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელად დასახელდა, და 1996-1997-ის სეზონზე, მისმა მყარად კარგმა თამაშმა კლუბს პირველი ლიგის ტიტული მოუტანა.[3][4] 1997-1998-ის ზეზონზე, მან წამყვანი როლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში კლუბის გაყვანაში, და საფრანგეთის რეკორდი დაამყარა ტურნირის განმავლობაში 7 გოლის გატანით.[1][5] თავისი მესამე სეზონისთვის, მან პირველი თასი მოიპოვა ეროვნული ნაკრებისთვის, და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების წევრი იყო.[1] მონაკოში გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში, ანრიმ ლიგის 105 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა.[4]
ანრიმ მონაკო 1999 წლის იანვარში დატოვა, ერთი წლით ადრე ვიდრე მისმა თანაგუნდელმა დავიდ ტრეზეგემ, და იტალიის სერია ა-ში მოთამაშე იუვენტუსში £10.5 მილიონად გადავიდა.[3] ის ფრთაზე თამაშობდა,[6] მაგრამ სერია ა-ს თავდაცვითი დისციპლინის წინააღმდეგ თამაშში ანრი არაეფექტური გამოდგა, მისთვის არადამახასიათებელ სათამაშო პოზიციაზე დაყენების გამო. მან თექვსმეტ მატჩში მხოლოდ სამი გოლი დააგროვა.[7]
არსენალი (1999-2007)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიაში ვერ მოწყობის შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში ანრის ტრანსფერი იუვენტუსიდან არსენალში £ 10.5 მილიონად განხორციელდა, რითაც იგი ყოფილ მენეჯერ არსენ ვერნგერს დაუბრუნდა. სწორედ არსენალში დაუმკვიდრდა მას მსოფლიო კალსის ფეხბურთელის სახელი, და მიუხედავად იმისა რომ მისი ტრანსფერი წინააღმდეგობების გარეშე არ ყოფილა, არსენ ვენგერი დარწმუნებული იყო, რომ ტრანფერი გადახდილ თანხად ღირდა. ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდის ნიკოლას ანეკლას შემცვლელად ნაყიდი ანრი, არსენ ვენგერმა მაშინვე თავდასხმაში დააყენა, რამაც მომდევნო წლებში კლუბს ბევრი სასიკეთო დივიდენდი მოუტანა. თუმცა, პირველი რვა შეხვედრის უგოლოდ ჩატარების შემდეგ, ეჭვი გაჩნდა მისი ინგლისურ სწრაფ და ფიზიკურ ფეხბურში ადაპტირების შესაძლებლობაზე. ინგლისში გატარებული რამდენიმე მძიმე თვის შემდეგ, ანრი დარწმუნებული იყო კიდეც რომ, მას "თავიდან უნდა ესწავლა ყველაფერი რაც მანამდე იცოდა თავდასხმის ხელოვნების შესახებ". ეს ეჭვებ მას შემდეგ გაქარწყლდა, როდესაც ანრიმ თავისი პირველი სეზონი არსენალში შთამბეჭდავი 26 გოლით დაასრულა. არსენალი მეორე ადგილზე გავიდა ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, და უეფა-ს თასის ფინალში თურქულ გალათასარაისთან დამარცხდა.
ეროვნული გუნდისთვის წარმატების მომტანი ევრო 2000-დან დაბრუნებული, ანრი მზად იყო თავისი დარტყმა განეხორციელებინა 2000-01 კამპანიაში. პირველ სეზონთან შედარებით თავის ანგარიშზე უფრო ნაკლები გოლებისა და ასისტირებების ჩაწერის მიუხედავად, არსენალში მეორე სეზონი ანრისთვის გამრღვევი აღმოჩნდა, რადგან ის კლუბის ტოპ გოლების გამტანი გახდა. ლიგის საუკეთესო თავდამსხმელებით შეიარაღებული, არსენალი მალე დაეწია ტიტულისთვის ბრძოლაში მრავალწლიან მოცილეს მანჩესტერ იუნაიტედს.
წარმატება როგორც იქნა 2001-02 სეზონზე მოვიდა. ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში არსენალმა პირველ ადგილზე ლივერპულის წინ შვიდი ქულით გავიდა, და FA თასის ფინალში ჩელსი 2-0 დაამარცხა. ანრი ლიგაში 32 გოლით პირველ ადგილზე გავიდა, არსენალს დუბლი მოუტანა და პირველი ვერცხლი აიღო კლუბთან ერთად. მოლოდინი არსებობდა, რომ ანრი კლუბში თავის ფორმას საფრანგეთისთვის თამაშის დროსაც გამოავლენდა 2002 წლის მსოფლიო თასზე, მაგრამ წინა ჩემპიონატის გამარჯვებულები ჯგუფური ეტაპიდან გავარდნენ.
2002-2003 კიდევ ერთი წარმატებული სეზონი გამოდგა ანრისთვის; მან 42 გოლი გაიტანა და თავდამსხმელისთვის აღსანიშნავი 23 ასისტირება გასწია. ამრიგად, მან არსენალი კიდევ ერთ FA თასის ტრიუმფამდე მიიყვანა. სეზონის განმავლობაში, ის მანჩესტერ იუნაიტედის რუუდ ვან ნისტელროისთან პაექრობდა ლიგაში გოლებით პირველი ადგილისთვის, მაგრამ ნისტელროიმ მას ერთი გოლით გაუსწრო. ამისდა მიუხედავად, ანრი დასახელებულ იქნა PFA წლის მოთამაშეთა მოთამაშედ და Football Writers' Association-ის წლის ფეხბურთელიად. მისის მზარდი სტატუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა გამყარებულ იქნა, როცა ის მეორე ადგილზე გავიდა 2003 წლის ფიფა-ს წლის მსოფლიო მოთამაშის წოდებაზე.
ბარსელონა (2007—2010)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარსელონაში, ანრის ნომერი 14 მიანიჭერს, იგივე რაც მას არსენალში ჰქონდა. მისი დებიუტი ლიგის გამსხსნელ შეხვედრაში 2007 წლის 26 აგვისტოს მოხდა, რომელიც რეისინგ სტანდარდერთან ფრე 0-0 დასრულდა. ახალ კლუბში პირველი გოლი მან 2007 წლის 19 სექტემბერს ლიონის ოლიმპიკის წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გაიტანა, რომელშიც ბარსელონამ 3-0 მოიგო. 2007-ის 29 სექტემბერს ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში ლევანტესთან, ანრიმ პირველი ჰეტ-ტრიკი შეასრულა ბარსელონასთვის.
ნიუ-იორკ რედ ბულსი (2010-2014)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
2010 წლის ივლისში, ანრიმ ხელი მოაწერა MLS-ის კლუბ ნიუ-იორკ რედ ბულსთან. მისი პირველი სრული MLS სეზონის დებიუტი 31 ივლისს შედგა, როდესაც ჰიუსტონ დინამოს წინააღმდეგ 2-2 ითამაშეს, სადაც ტიერის ორი პასით ხუან პაბლო ანხელმა 2 გოლი გაიტანა. მისი პირველი მლს გოლი 28 აგვისტოს შედგა, როდესაც სან ხოსე ირთქუეკის წინააღმდეგ გუნდმა 2-0 გაიმარჯვა. გუნდი კი მალევე გახდა მლს აღმოსავლეთ კონფერენციის მწვერვალზე, სადაც ქულით უსწრებდა კოლუმბუს კრიუს მანამ, სანამ სან ხოსე ირთქუერკთან 3-2 დამარცხდებოდა მლს თასის ფლეი-ოფის მეოთხედ ფინალში. შემდეგ სეზონში ნიუ-იორკ რედ ბულსი მთლიან ლიგაში მე-10 ადგილზე დაამთავრა. ხოლო 2011 წლის მლს ფლეი ოფის კონფერენციის ნახევარ ფინალიდადნ გამოეთიშა ასპარეზობას.
განათხოვრება არსენალში (2012)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც მლს სეზონი ისვენებდა, ანრი სავარჯიშოდ არსენალში გაემგზავრა სადაც გუნდთან 2012 წლის 6 იანვარს 2 თვიან იჯარის წესით ყოფნის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს კი იმით იყიო გამოწვეული რომ ჯერვინიო და მარუან შამახი აფრიკის ტასზე იყვნენ წასულები და გუნდს თავდამსხმელი სჭირდებოდა. ანრის მეორედ დებიუტი არსენალში FA თასის მე-3 რაუნდში შედგა ლიდსის წინააღმდეგ, სადაც ის შეცვლაზე შემოვიდა და გამარჯვების და თამაშში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა. 2012 წლის 4 თებერვალს კი მან ინგლისის ლიგაში პირველი გოლის გატანა მოახერხა მისი დაბრუნების შემდეგ, როდესაც არსენალმა 7-1 გაანადგურა ბლექბერნ როვერსი. მისი ბოლო გოლი კი 1 კვირის შემდეგ მოხდა, როდესაც გამარჯვების გოლი გაიტანა სანდერლენდის წინააღმდეგ და გუნდმა 2-1 მოიგო. 2012 წლის 17 თებერვალს, იჯარით ყოფნას ვადა ამოეწურა და ანრის რედ ბულსში დაბრუნება მოუწია.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანრის წარმატებული კარიერა აქვს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მისი საერთაშორისო კარიერა 1997 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც მისმა კარგმა ფორმამ მონაკოში ყოფნისას ანრის საფრანგეთის 20 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მოუტანა, რომელთან ერთადაც მან ფიფას ახალგაზრდათა ნაკრებების 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა მომავალ თანანაკრებელებთან, უილიამ გალასთან და დავიდ ტრეზეგესთან ერთად. ოთხი თვის თავზე, საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ემე ჟაკემ ანრი ძირითად ნაკრებში გამოიძახა. ძირითად ნაკრებში საერთაშორისო ასპარეზზე 20 წლის ანრის დებიუტი 1997 წლის 11 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 2—1-ით მოგებულ მატჩში მოხდა. ჟაკე იმდენად მოიხიბლა ანრით, რომ იგი 1998 წლის მსოფლიო თასზე გაიყვანა. იმისდა მიუხედავად, რომ ანრი ძირითადად უცნობი იყო საერთაშორისო სარბიელზე, მან ტურნირი სამი გოლით საფრანგეთის ტოპ გოლების გამტანად დაასრულა. ფინალურ თამაშზე, სადაც საფრანგეთმა ბრაზილია 3—0 დაამარცხა, ის სათადარიგოთა რიგებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარსელ დესაის წითელმა ბარათმა კრიტიკული ნაბიჯი გამოიწვია. ბასტილიის დღეს 1998-ში, მას საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა.
ანრი ევრო 2000-ის საფრანგეთის გუნდის შემადგენლობაშიც იყო, ტურნირის განმავლობაში მის ანგარიშზე ისევ სამი გოლი ჩაიწერა, მათ შორის გამათანაბრებელი პორტუგალიის წინააღმდეგ ნახევარ ფინალურ მატჩში, და ისევ ლიდერი აღმოჩნდა ქვეყანაში გოლების მხრივ. მოგვიანებით, საფრანგეთმა თამაში ზინედინ ზიდანის განაღდებული პენალტის წყალობით დამატებით დროში მოიგო. საფრანგეთმა ეს ყველაფერი ისევ დამატებით დროში იტალიის დამარცხებით განაგრძო, რამაც ანრის მეორე ძირითადი საერთაშორისო მედალი მოუტანა.
2002 წლის მსოფლიო თასი ყველასთვის გასაოცრად ადრე დამთავრდა ანრისა და საფრანგეთის ნაკრებისათვის, როდესაც ტიტულის დამცველი ჩემპიონები სამ თამაშში არც ერთი გატანილი გოლის შემდეგ ჯგუფური ეტაპიდან გავარდნენ. საფრანგეთმა ჯგუფის პირველი თამაში წააგო და შემდეგ მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ ანრიმ წითელი ბარათი აიღო სახიფათო ჩაჭრის გამო. ეს თამაში საფრანგეთმა ფრე 0—0 ითამაშა, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო ანრის ფინალური მატჩის გამოტოვება მოუხდა; საფრანგეთი 2—0 დამარცხდა დანიასთან.
ეროვნული ნაკრებისთვის ფორმაში ანრი 2003 წლის კონფედერაციის თასისთვის დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს წამყვანი მოთამაშეები ზინედინ ზიდანი და პატრიკ ვიეირა აკლდა, საფრანგეთმა მოახერხა გამარჯვება, ძირითადად არის გამორჩEულად კარგი თამაშის წყალობით, რისთვისაც საფრანგეთის ხუი მატჩიდან სამში ის მატჩის მოთამაშედ დასახელდა ფიფას ტექნიკური ჯგუფის მიერ. ფინალში, მან დამატებით დროში ოქროს ბურთი გაიტანა, რითაც ქვეყანას ტიტული მოუპოვა კამერუნის 0—1-ით დამარცხებით. ანრის ორივე, ადიდასის ოქროს ბურთი და ოქროს ბუცი გადაეცა, როგორც შესაბამისად შეჯიბრების გამორჩეულ მოთამაშეს და ტურნირის მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი გატანილი გოლის ავტორს.
ევრო 2004-ში ანრი საფრანგეთის მიერ გამართულ ყველა თამაშში მონაწილეობდა და ორი გოლის ავტორი გახდა. საფრანგეთმა ინგლისი ჯგუფური ეტაპის მატჩებში დაამარცხა, მაგრამ საბოლოოდ შეჯიბრების გამარჯვებულებთან საბერძნეთთან დამარცხდნენ 1—0-ით ნახევარ-ფინალურ შეხვედრებში. 2006 წლის ფიფას მსოფლიო თასის განმავლობაში ანრი ერთ-ერთ ავტომატურ დამწყებად რჩებოდა გუნდში. ის თავდამსხმელად თამაშობდა, და მიუხედავად ტურნირის არასახარბიელოდ დაწყებისა, ის მსოფლიო თასის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. მან სამი გოლი დააგროვა, დაბრუნებული ჩემპიონისა და თასის ფავორიტის ბრაზილიის კარში გატანილი საფრანგეთის გოლის ჩათვლით. საბოლოოდ, საფრანგეთმა ფინალი პენალტების სერიით (5—3) იტალიასთან წააგო. ანრი ერთ-ერთი იყო ათ ნომინატს შორის ტურნირის ოქროს ბურთზე, რომელიც საბოლოოდ მის თანაგუნდელს, ზიდანს გადაეცა და ასევე, დამწყებ თავდამსხმელად დასახელდა 2006 წლის FIFPro-ს მსოფლიო გუნდში.
2007 წლის 13 ოქტომბერს, ანრიმ თავის ანგარიშზე 41-ე გოლი ჩაიწერა ფარერის კუნძულების წინააღმდეგ მატჩში, რითაც შეუერთდა მიშელ პლატინის, როგორც ქვეყნის ყველა დროის რეკორდსმენი გოლებში. ოთხი დღის შემდეგ, Stade de la Beaujoire-ზე, მან ლიტვის კარში დუბლი შეასრულა, რითაც საფრანგეთის ახალი რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით.
თამაშის სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდობაში ანრი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მონაკოში და იუვენტუსში გატარებული დროის განმავლობაში მას ფრთაზე თამაში მოუწია. როდესაც ანრი, 1999-ში, არსენალში გადავიდა, ვენგერმა ეს მაშინვე შეცვალა, ანრი ძველ პოზიციას დაუბრუნა და ხშირად აწყვილებდა ვეტერან ჰოლანდიელ დენის ბერკამპთან. 2004-05 სეზონის განმავლობაში, ვენგერმა არსენალი 4-5-1 ფორმაციაზე გადაიყვანა. ამ ცვლილების გამო ანრის ისევ ადაპტირება მოუწია, რათა შეწყობოდა არსენალის გუნდს, და ბევრი თამაშიც ითამაშა, როგორც განცალკევებულმა თავდამსხმელმა. და მაინც, ანრი არსენალის ძირითად შემტევ ძალად რჩებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში შესანიშნავი გოლებით გამოიხატებოდა. ვენგერმა ერთხელ თქვა თავის ახალგაზრდა ფრანგზე: "ტიერი ანრის შეეძლო ბურთის შუა მოედანზე მიღება და ისეთი გოლის გატანა, რომელსაც ვერავინ გაიტანდა მსოფლიოში".
ანრის შთამბეჭდავი თამაშის ერთ-ერთი აღსანიშნავი მიზეზი მისი შესაძლებლობაა წარმატებით დააგვირგვინოს "ერთი-ერთზე" სათამაშო ეპიზოდები. ამას დამატებული მისი სიჩქარე ნიშნავს, რომ მას შეუძლია მცველებს საკმაოდ რეგულარულად გასცდეს, რათა ეს ყველაფერი გოლით დამთავრდეს. ის ზოგჯერ გადადის ხოლმე მარცხენა ფრთაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დიდი წვლილი შეიტანოს ასისტირებაში: 2002-03 და 2004-05 შორის, თავდამსხმელმა 50 ასისტირება გააკეთა, რაც მისი არა ეგოისტური თამაშის და კრეატიულობის განმსაზღვრელია. სტანდარტულ სიტუაციებში, ანრი პენალტების და საჯარიმო დარტყმებისთვის პირველი არჩევანი იყო არსენალში, რაც რეგულარულად წარმატებულად მთავრდებოდა.
ფეხბურთს გარეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირადი ცხოვრება და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანრიმ 2003 წლის 5 ივლისს ინგლისელი მოდელი კლერ მერი მოიყვანა ცოლად. ცერემონია ჰაიკლერის ციხესიმაგრეში ჩატარდა, და 2005 წლის 27 მაისს წყვილს პირველი ბავშვი, ტეა გაუჩნდა. ანრიმ შვილის დაბადების შემდგომი პირველი გოლი მას მიუძღვნა; თითებით ასო "T" გამოსახვით და მათზე კოცნით. სანამ ანრი ჯერ კიდევ არსენალში თამაშობდა, მან ასევე სახლი შეიძინა ჰემფსტედში, ჩრდილოეთ ლონდონი.თუმცა, ბარსელონაში ტრანსფერიდან მოკლე ხანში, ცნობილი გახდა რომ ანრი და მისი ცოლი გაიყრებოდნენ.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფანი, ანრი ხშირად ჩნდება კალაბურთის თამაშებზე თავის მეგობარ ტონი პარკერთან ერთად. ანრიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის აღმერთებს კალათბურთს, რადგან ის მსგავსია ფეხბურთის სიჩქარესა და ემოციურობაში. წარსულში NBA-ს ფინალებზე რეგულარულად მოსარულე, 2007 წლის NBA-ს ფინალებს დაესწრო სან ანტონიო სპურსის და პარკერის საყურებლად. ხოლო, 2001 წლის NBA-ს ფინალებზე, ის ფილადელფიაში გაემართა ფრანგული ტელევიზიისთვის ფინალების შესახებ რეპორტაჟების მოსამზადებლად, ისევე როგორც ალენ ივერსონის საყურებლად, რომელიც ერთ-ერთი მისი საყვარელი მოთამაშეა.
სოციალური საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანრი UNICEF-ფიფას გუნდის წევრია, სადაც მან სხვა პროფესიონალ ფეხბურთელებთან ერთად 2002 და 2006 წლების მსოფლიო თასების დროს სატელევიზიო გადაცემათა სერიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს გარშემო ასეულობით მილიონმა ფანმა ნახა. ამ გადაცემებში მოთამაშეების მიერ ფეხბურთს პრომოუტირება ბავშთათვის სარგებლობის მოტანის კუთხით ხდებოდა.
წარსულში რასიზმის მსხვერპლი, ანრი აქტიურად გამოდის რასიზმის წინააღმდეგ ფეხბურთში. ყველაზე ცნობილი რასისტული ინციდენტი ანრის წინააღმდეგ 2004 წელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშის დროს მოხდა, როდესაც ესპანური ტელევიზიის ჯგუფმა ლუის არაგონესის მიერ ანრის მიმართ თქმული ფრაზა, "შავი განავალი" დააფიქსირა. ინციდენტმა დიდი მღელვარება გამოიწვია ბრიტანულ პრესაში, და მოწოდებებიც გაისმა არაგონესის დათხოვნის შესახებ. ინციდენტის შემდეგ ანრიმ და ნაიკმა Stand Up Speak Up კამპანის წამოიწყეს ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ. ამის შედეგად, 2007 წელს, ტაიმმა ის ერთ-ერთ "გმირად და პიონერად" დაასახელა "The Time 100" სიაში.
კომერციული მარკეტინგული საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს, ანრი შეფასებულ იქნა მსოფლიოში ნომერ მეცხრე ყველაზე მარკეტირებადი ფეხბურთელი; ასევე ის მერვე ყველაზე მდიდარო პრემიერლიგის მოთამაშეა, £21 მილიონით. ანრიმ მონაწილეობა მიიღო რენო კლიოს რეკლამებში, რომლებშიც პოპულარიზაცის გაუწია ტერმინს va-va-voom, რაც "სიცოცხლე"-ს ან "ვნება "-ს ნიშნავს. ამის შემდეგ სიტყვა Concise Oxford English Dictionary-ში შევიდა. 2006 წლის მსოფლიო თასის ტანდემად, ანრი ასევე გამოჩნდა ნაიკის Joga Bonito-ს კამპანიაში, პორტუგალიურად "ლამაზად თამაში". მისი შეთანხმებბა ნაიკთან მსოფლიო თასის შემდეგ დასრულად, რაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს რიბოკის კამპანია "I Am What I Am" მონაწილეობაზე. 2007-ის თებერვალში, ანრი ჯილეტის "ჩემპიონების პროგრამის" სამიდან სპორტსმენიდან ერთ-ერთად დასახელდა. პროგრამში, რომელიც სამი "დღეისთვის ყველაზე ცნობილი, საყოველთაოდ პატივსაცემი და წარმატებული ათლეტების" ჩართვას გულისხმობდა, რომელში მონაწილეობა ასევე როჯერ ფედერერმა და ტაიგერ ვუდსმაც მიიღეს. წარსულში სხვა კამპანიებს შორისაა პეპსის "Dare For More" კამპანია 2005 წელს, დეივიდ ბექჰემს, რონალდინიოსა და სხვებთან ერთად.
კარიერის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი[10] | საკონტინენტთაშორისო[11] | სულ | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | პასი | მატჩი | გოლი | პასი | მატჩი | გოლი | პასი | მატჩი | გოლი | პასი | ||
მონაკო | 1994–95 | 8 | 3 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 8 | 3 | 1 |
1995–96 | 18 | 3 | 5 | 3 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 22 | 3 | 6 | |
1996–97 | 36 | 9 | 8 | 3 | 0 | 1 | 9 | 1 | 4 | 48 | 10 | 13 | |
1997–98 | 30 | 4 | 9 | 5 | 0 | 2 | 9 | 7 | 1 | 44 | 11 | 12 | |
1998–99 | 13 | 1 | 3 | 1 | 0 | 0 | 5 | 0 | 2 | 19 | 1 | 5 | |
სულ | 105 | 20 | 26 | 12 | 0 | 4 | 24 | 8 | 7 | 141 | 28 | 37 | |
იუვენტუსი | 1998–99 | 18 | 3 | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 20 | 3 | 2 |
სულ | 18 | 3 | 2 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 20 | 3 | 2 | |
არსენალი | 1999–00 | 31 | 17 | 9 | 5 | 1 | 0 | 11 | 8 | 2 | 47 | 26 | 11 |
2000–01 | 35 | 17 | 3 | 4 | 1 | 0 | 14 | 4 | 0 | 53 | 22 | 3 | |
2001–02 | 33 | 24 | 5 | 5 | 1 | 2 | 11 | 7 | 0 | 49 | 32 | 7 | |
2002–03 | 37 | 24 | 23 | 6 | 1 | 0 | 12 | 7 | 1 | 55 | 32 | 24 | |
2003–04 | 37 | 30 | 9 | 4 | 4 | 2 | 10 | 5 | 3 | 51 | 39 | 14 | |
2004–05 | 32 | 25 | 15 | 2 | 0 | 1 | 8 | 5 | 1 | 42 | 30 | 17 | |
2005–06 | 32 | 27 | 7 | 2 | 1 | 0 | 11 | 5 | 2 | 45 | 33 | 9 | |
2006–07 | 17 | 10 | 6 | 3 | 1 | 1 | 7 | 1 | 0 | 27 | 12 | 7 | |
სულ | 254 | 174 | 77 | 31 | 10 | 6 | 84 | 42 | 9 | 369 | 226 | 92 | |
ბარსელონა | 2007–08 | 30 | 12 | 9 | 7 | 4 | 0 | 10 | 3 | 2 | 47 | 19 | 11 |
2008–09 | 29 | 19 | 8 | 1 | 1 | 0 | 12 | 6 | 4 | 42 | 26 | 12 | |
2009–10 | 21 | 4 | 2 | 3 | 0 | 0 | 8 | 0 | 1 | 32 | 4 | 3 | |
სულ | 80 | 35 | 19 | 11 | 5 | 0 | 30 | 9 | 7 | 121 | 49 | 26 | |
რედ ბულსი | 2010 | 11 | 2 | 3 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 12 | 2 | 3 |
სულ | 11 | 2 | 3 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 12 | 2 | 3 | |
სულ კარიერაში | 468 | 234 | 127 | 56 | 15 | 10 | 139 | 59 | 23 | 663 | 308 | 160 |
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | სეზონი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საფრანგეთი | 1997–98 | 10 | 3 |
1998–99 | 1 | 0 | |
1999–00 | 11 | 5 | |
2000–01 | 8 | 2 | |
2001–02 | 9 | 2 | |
2002–03 | 13 | 10 | |
2003–04 | 12 | 5 | |
2004–05 | 7 | 2 | |
2005–06 | 15 | 7 | |
2006–07 | 6 | 3 | |
2007–08 | 5 | 5 | |
ჯამი | 97 | 44 |
ტიტულების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ს.კ. მონაკო
ს.კ. არსენალი
ნიუ-იორკ რედ ბულსი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები
|
პირადი ჯილდოები
|
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, М.: Терра-спорт, 2001. — გვ. 29. 367 გვ, ISBN 5-93127-139-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიერი ანრი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ტიერი ანრი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ტიერი ანრი Twitter-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ტიერი ანრის ბიო დაარქივებული 2012-05-10 საიტზე Wayback Machine. , jockbio.com, წაკითხვის თარიღი 5 მაისი 2008.
- ↑ 2.0 2.1 Anthony, Andrew, "Thierry Henry, you're having a laugh", The Observer, 3 ოქტომბერი 2004, წაკითხვის თარიღი 18 მაისი 2008.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Goal.com პროფილი: ტიერი ანრი (ვებ არქივი), goal.com, წაკითხვის თარიღი 23 სექტემბერი 2007.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ანრი, footballdatabase.com, წაკითხვის თარიღი 20 ოქტომბერი 2007.
- ↑ Soccerbase-ის სტატისტიკა ს.კ. მონაკოს ნახევარ ფინალური თამაშისთვის დაარქივებული 2008-06-11 საიტზე Wayback Machine. , soccerbase.com, წაკითხვის თარიღი 30 სექტემბერი 2007.
- ↑ Clarke, Richard, "Henry - Why I must adapt to our new formation" დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. , arsenal.com, 14 ნოემბერი, 2006, წაკითხვის თარიღი 26 მარტი, 2007.
- ↑ ტიერი ანრი - საფრანგეთო, cbc.ca/sports, წაკითხვის თარიღი 30 სექტემბერი 2007.
- ↑ Thierry Henry History დაარქივებული 2010-05-16 საიტზე Wayback Machine. , ESPN Soccernet, accessed 5 June 2009
- ↑ Barcelona FC's player statistic for Thierry Henry დაარქივებული 2011-03-12 საიტზე Wayback Machine. , fcbarcelona.com, accessed 5 June 2009
- ↑ Includes French Cup, French League Cup, Coppa Italia, FA Cup, League Cup, FA Community Shield, Supercopa de España, U.S. Open Cup and MLS Cup Playoffs
- ↑ Includes UEFA Champions League, European Supercup and CONCACAF Champions League
- ↑ The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
|
|
|
- დაბადებული 17 აგვისტო
- დაბადებული 1977
- ფრანგი ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- მონაკოს ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- სერია A-ს ფეხბურთელები
- იუვენტუსის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ლონდონის არსენალის ფეხბურთელები
- მონაკოს მწვრთნელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- MLS-ის ფეხბურთელები
- ნიუ-იორკ რედ ბულზის ფეხბურთელები
- საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში
- იუნისეფის კეთილი ნების ელჩები
- 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2000 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ევროპის ჩემპიონები ფეხბურთში
- ფრანგი ფეხბურთის მწვრთნელები
- 2003 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრები
- ანტირასიზმის აქტივისტები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები
- ფიფა-ს კონფედერაციების თასის მფლობელი ფეხბურთელები