ომარ ლაროსა
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ომარ რუბენ ლაროსა | ||
დაბადების თარიღი | 18 ნოემბერი, 1947 | ||
დაბადების ადგილი |
ლანუსი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1967–1968 | ბოკა ხუნიორსი | 9 | (1) |
1969 | არხ. ჯუნიორსი | 31 | (7) |
1970 | ბოკა ხუნიორსი | 22 | (0) |
1971 | კომუნიკასიონესი | ? | (?) |
1972–1976 | ურაკანი | 228 | (42) |
1977–1980 | ინდეპენდიენტე | 156 | (23) |
1980 | ველესი | 13 | (4) |
1981 | სან-ლორენსო | 27 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1977–1978 | არგენტინა | 11 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2010– | ბოკა ხუნიორსი (თ.) | ||
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ომარ რუბენ ლაროსა (ესპ. Omar Ruben Larrosa; დ. 18 ნოემბერი, 1947, ლანუსი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3][4][5][6] 2010 წლიდან მუშაობდა „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დროს იცავდა „ბოკა ხუნიორსის“, „არხენტინოს ჯუნიორსის“, „კომუნიკასიონესის“, „ურაკანის“, „ინდეპენდიენტეს“, „ველეს სარსფილდის“, „სან-ლორენსოსა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი „ბოკა ხუნიორსის“ 1970, „ურაკანის“ 1973 და „ინდეპენდიენტეს“ 1977, 1978 შემადგენლობაში.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1977–1978 წლებში წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა,[7] რომლის მაისურით პირველად 1977 წლის 29 მაისს, პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ოსვალდო არდილესი, დანიელ ბერტონი, ამერიკო გალიეგო, ოსკარ ორტისი, რიკარდო ვილა, ვისენტე პერნია და ლეოპოლდო ლუკე. ლაროსა შეხვედრის 62-ე წუთზე ოსკარ ორტისის ნაცვლად შევიდა მოედანზე. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1978 წლის 25 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ლაროსამ შეხვედრის 65-ე წუთზე ოსვალდო არდილესი შეცვალა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 3–1 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 11 მატჩიდან არგენტინელებმა 6 შეხვედრა მოიგეს, ორი დათმეს და სამიც ფრედ დაამთავრეს.
სანაკრებო მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 29.05.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
3–1 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[8] |
2 | 05.06.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
1–3 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[9] |
3 | 12.06.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
1–1 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[10] |
4 | 18.06.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
1–1 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[11] |
5 | 26.06.1977 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
0–0 | ![]() |
ამხანაგური | [12] | |
6 | 19.03.1978 | მარ-დელ-პლატა | არგენტინა ![]() |
2–1 | ![]() |
კასტილიას თასი | (1)![]() |
[13] |
7 | 23.03.1978 | ლიმა | პერუ ![]() |
1–3 | ![]() |
კასტილიას თასი | ![]() |
[14] |
8 | 29.03.1978 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
3–1 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[15] |
9 | 25.04.1978 | მონტევიდეო | ურუგვაი ![]() |
2–0 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[16] |
10 | 21.06.1978 | როსარიო | არგენტინა ![]() |
6–0 | ![]() |
არგენტინა 78 | [17] | |
11 | 25.06.1978 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
3–1 | ![]() |
არგენტინა 78 | ![]() ![]() |
[18] |
მსოფლიო ჩემპიონატზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომარ ლაროსამ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა — პერუსა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[20][21][22]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | ![]() |
![]() |
ნახევარმცველი | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | ჩემპიონი |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010), თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 346. 496 გვ.
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Omar Larrosa, 100x100: „La final del 78 contra Holanda fue sangrienta“
- ↑ Recuerdos del '78: Omar Larrosa
- ↑ Omar Larrosa: „René Houseman hacía cosas que nosotros no podíamos hacer“
- ↑ Omar Ruben Larrosa — Historia de Boca Juniors
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
- ↑ 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino
- ↑ Argentina National Team Players 1964–1998
- ↑ Argentina 3–1 Poland, 29 May 1977.
- ↑ Argentina 1–3 West Germany, 05 June 1977.
- ↑ Argentina 1–1 England, 12 June 1977.
- ↑ Argentina 1–1 Scotland, 18 June 1977.
- ↑ Argentina 0–0 France, 26 June 1977.
- ↑ Argentina 2–1 Peru, 19 March 1978.
- ↑ Peru 1–3 Argentina, 23 March 1978.
- ↑ Argentina 3–1 Bulgaria, 29 March 1978.
- ↑ Uruguay 2–0 Argentina, 25 April 1978.
- ↑ Argentina 6–0 Peru, 21 June 1978.
- ↑ Argentina 3–1 Netherlands, 25 June 1978.
- ↑ Copa Ramón Castilla 1978 (19 Mar. Argentina 2-1 Peru).
- ↑ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე. 1930–2006
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1978
- ↑ Omar Larrosa in the World Cups
- ↑ Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship)
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™
- დაბადებული 18 ნოემბერი
- დაბადებული 1947
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელები
- არხენტინოს ჯუნიორსის ფეხბურთელები
- ურაკანის ფეხბურთელები
- ინდეპენდიენტეს ფეხბურთელები
- ველეს სარსფილდის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში