მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton) — მას არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.
ალექსანდრ უოტსონ ჰატონის მიერ შექმნილი საფეხბურთო კლუბი ალუმნი (ესპ. Alumni Athletic Club).[1] ამ გუნდმა 1900–1911 წლებში ათჯერ მოიპოვა პრიმერა დივიზიონის ჩემპიონის ტიტული. 1910
მეტროპოლიტანოს პირველი ჩემპიონი — ლა-პლატას „ესტუდიანტესი“ (ესპ. Estudiantes de La Plata). 1967
მეტროპოლიტანოს მეორე ჩემპიონი — ბუენოს-აირესის „სან ლორენსო“ (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro). 1968

მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი (ესპ. Campeonato Metropolitano) — საფეხბურთო შეჯიბრება (ტურნირი) არგენტინაში, რომელიც იმართებოდა 1967 წლიდან 1984 წლის ჩათვლით. სულ გაიმართა მეტროპოლიტანოს 18 გათამაშება. ტურნირის მონაწილეთაგან სულ ათმა კლუბმა მოიპოვა მეტროპოლიტანოს ჩემპიონის ტიტული. აქედან ოთხჯერ გათამაშების ჩემპიონი გახდა „რივერ პლეიტი“. სამჯერ — „ინდეპენდიენტე“. ორ-ორჯერ — „ესტუდიანტესი“ „სან-ლორენსო“ და „ბოკა ხუნიორსი“. თითოჯერ — „ჩაკარიტა ჯუნიორსი“ „ურაკანი“, „ნიუელს ოლდ ბოისი“, „კილმესი“ და „არხენტინოს ჯუნიორსი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინა იყო პირველი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, სადაც 1891 წელს საფეხბურთო ლიგა დაარსდა.

იმავე წელს არგენტინის საფეხბურთო ლიგის ასოციაციის (AAF) ორგანიზებით (პრეზიდენტი ინგლ. F.L. Wooley) გაიმართა პირველი ეროვნული ჩემპიონატი.[2]

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის (რომელიც არგენტინის პრიმერა დივიზიონის სახელითაა ცნობილი) პირველი გამარჯვებული გახდა ოლივოსის წმ. ანდრია მოციქულის სახელობის შოტლანდიური სკოლის საფეხბურთო გუნდი — „სენტ ენდრიუსი“ (ინგლ. St. Andrew's) [3][4]

მომდევნო 1892 წელს ჩემპიონატი არ გამართულა.

1893 წელს დაარსდა ახალი ორგანიზაცია მსგავსი სახელწოდებით (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია). მისი შექმნის ინიციატორი იყო შოტლანდიელი პედაგოგი და სპორტსმენი — ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton),[5] რომელსაც არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.[6][7]

არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება დაიწყეს 1931 წლიდან. ამდენად, არგენტინული საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო ტიტულების აღრიცხვისას მანამდე გამართული ტურნირების შედეგები მხედველობაში არ მიიღება.

1931–1966 წლებში გამარჯვებულის გამოვლენა ჩემპიონატის გათამაშების სტანდარტული ორწრიანი სისტემით ხდებოდა.

1967–1985 წლებში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართებოდა ორი საფეხბურთო ტურნირი — მეტროპოლიტანო და ნასიონალი. ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობდა.[8]

ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენდა არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდებოდა მეტროპოლიტანოს გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — ნასიონალის (წლის მეორე ნახევარში).

მეტროპოლიტანოს გათამაშებისას იცვლებოდა როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენებოდა როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით.

მეტროპოლიტანოს პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული გახდა ლა-პლატას „ესტუდიანტესი“.[9]

მეტროპოლიტანოს გათამაშების სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჩემპიონი მეორე ადგილი მესამე ადგილი
1967 ესტუდიანტესი [10][11] რასინგი [12] ინდეპენდიენტე [13]
1968 სან-ლორენსო [14] ესტუდიანტესი რივერ პლეიტი
1969 ჩაკარიტა ჯუნიორსი [15] რივერ პლეიტი ბოკა ხუნიორსი
1970 ინდეპენდიენტე რივერ პლეიტი სან-ლორენსო
1971 ინდეპენდიენტე ველეს სარსფილდი ჩაკარიტა ჯუნიორსი
1972 სან-ლორენსო რასინგი ურაკანი
1973 ურაკანი ბოკა ხუნიორსი სან-ლორენსო
1974 ნიუელს ოლდ ბოისი როსარიო სენტრალი ბოკა ხუნიორსი
1975 რივერ პლეიტი [16] ურაკანი ბოკა ხუნიორსი
1976 ბოკა ხუნიორსი ურაკანი [17] ესტუდიანტესი
1977 რივერ პლეიტი ინდეპენდიენტე ველეს სარსფილდი
1978 კილმესი ბოკა ხუნიორსი ატლეტიკო უნიონი
1979 რივერ პლეიტი ველეს სარსფილდი ინდეპენდიენტე
1980 რივერ პლეიტი არხენტინოს ჯუნიორსი ტალერესი
1981 ბოკა ხუნიორსი ფერო კარილ ოესტე ურაკანი
1982 ესტუდიანტესი ინდეპენდიენტე ბოკა ხუნიორსი
1983 ინდეპენდიენტე სან-ლორენსო ფერო კარილ ოესტე
1984 არხენტინოს ჯუნიორსი ფერო კარილ ოესტე ესტუდიანტესი

რეკორდები და სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მეტჯერ მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი მოგებული აქვს ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტს“ — იგი ოთხჯერ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული (1975, 1977, 1979, 1980).

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელებიდან ყველაზე შედეგიანი იყო დიეგო მარადონა — მან სამჯერ დაისაკუთრა მეტროპოლიტანოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1978, 1979, 1980)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lucas M.V. (29 აგვისტო, 2009) El Alumni Athletic Club (Los Precursores del Fútbol en Argentina) historiaconfutbol.blogspot.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  2. La AFA. (afa.org.ar) Campeones de Primera División Sitio web oficial de la Asociación del Fútbol Argentino. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  3. Un Poco de Historia. (5 მაისი, 2006) St. Andrew's Former Pupil's Club St. Andrews Scots School. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  4. Osvaldo José Gorgazzi. (9 იანვარი, 2014) Argentina 1891. Saint Andrew's 3–1 Old Caledonians RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  5. The Scotsman. (14 ნოემბერი, 2008) Argentine football returns to roots of its Scottish founder scotsman.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  6. La AFA. (Historia) El fútbol, una pasión argentina (Orígenes) El 21 de Febrero de 1893 Watson Hutton fundó la "Argentine Association Football League. afa.org.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  7. Daniel Meissner. (21 თებერვალი, 2003) AFA: 110 años (La entidad que rige al fútbol argentino celebra hoy un nuevo aniversario en medio de numerosos logros deportivos) La Nacion. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  8. Osvaldo José Gorgazzi and Héctor Villa Martínez. (12 აგვისტო, 2016) Argentina - List of Champions and Runners-Up RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  9. Osvaldo José Gorgazzi. (20 ოქტომბერი, 2006) Argentina (First Division A 1967) Metropolitano Championship. Final: Estudiantes LPG 3–0 Racing Club RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  10. Estudiantes (LP). (25 ოქტომბერი, 2016) Sitio web oficial del Club Estudiantes de La Plata estudiantesdelaplata.com. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  11. Goalstream — Season 1967 Metropolitano (3 March – 6 August) (Season winner: Estudiantes) goalstream.org წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  12. Racing Club de Avellaneda Racing Club, also known simply as Racing, is an Argentine professional sports club based in Avellaneda, a city of Greater Buenos Aires. 5 თებერვალი, 2017. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  13. Club Atlético Independiente Club Atlético Independiente is an Argentine sports club, which has its headquarters and stadium in the city of Avellaneda, Greater Buenos Aires. 20 დეკემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  14. Osvaldo José Gorgazzi. (18 აპრილი, 2007) San Lorenzo de Almagro (Metropolitano Championship 1968) RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  15. Osvaldo José Gorgazzi. (7 თებერვალი, 2007) Chacarita Juniors (Metropolitano Championship 1969) RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  16. Carluccio, José — 1975 Campeonato Metropolitano (2 მაისი, 2010) josecarluccio.blogspot.com წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  17. Carluccio, José — 1976 Campeonato Metropolitano (Sección A) (23 მაისი, 2010) josecarluccio.blogspot.com წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.