შინაარსზე გადასვლა

ლუის ენრიკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის ენრიკე
ლუის ენრიკე 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუის ენრიკე მარტინეს გარსია
დაბადების
თარიღი
8 მაისი, 1970 (1970-05-08) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
ხიხონი, ესპანეთი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1981–1988 ხიხონის სპორტინგი
1984–1988   დეპორტივო ლა ბრანია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1990 სპორტინგი B 27 (5)
1990–1991 სპორტინგი 36 (14)
1991–1996 რეალ მადრიდი 157 (15)
1996–2004 ბარსელონა 207 (73)
სულ 427 (107)
ეროვნული ნაკრები
1990–1991 ესპანეთი 21-წლ. 5 (0)
1991–1992 ესპანეთი 23-წლ. 14 (3)
1991–2002 ესპანეთი 62 (12)
2000 ასტურია 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2008–2011 ბარსელონა B
2011–2012 რომა
2013–2014 სელტა
2014–2017 ბარსელონა
2018–2019 ესპანეთი
2019–2022 ესპანეთი
2023– პარი სენ-ჟერმენი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლუის ენრიკე მარტინეს გარსია (ესპ. Luis Enrique Martínez García; დ. 8 მაისი, 1970, ხიხონი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი 2023 წლის ივლისიდან.

საკლუბო კარიერის განმავლობაში იცავდა ხიხონის „სპორტინგის“, მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ ღირსებას.

1991 წლის ზაფხულში ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი მადრიდის „რეალთან“, რომლის შემადგენლობაში გატარებული წლების განმავლობაშიც ენრიკემ პირველი საკლუბო ტიტულები მოპოვა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილიც საიმედოდ დაიმკვიდრა. მადრიდელთა რიგებში თამაშისას, ლუის ენრიკემ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ მას, როგორც უნივერსალურ მოთამაშეს, შეეძლო თამაში არა მხოლოდ ფლანგისა და შემტევი ნახევარმცველის ჩვეულ პოზიციებზე, არამედ ნებისმიერ სხვა პოზიციაზეც, დაცვის ცენტრის გარდა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლუის ენრიკემ მონაწილეობა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1994, 1998 და 2002) და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღო. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ასევე იყო ოლიმპიური გუნდის წევრი, რომელმაც ბარსელონაში (1992) ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მოიგო.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
ესპანეთის დროშა
1991 1 0
1992 0 0
1993 2 0
1994 9 3
1995 8 0
1996 9 2
1997 4 2
1998 8 1
1999 8 4
2000 3 0
2001 5 0
2002 5 0
ჯამში 62 12

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

36 წლის ასაკში დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა. პირველი სერიოზული გუნდი იყო „ბარსა ბ“, სადაც 2008 წელს პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლა. პირველივე სეზონში ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი რანგით მესამე ჩემპიონატიდან მეორეში გადაიყვანა. 2011 წელს კი დააფიქსირა გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. 71 ქულით (20 მოგება, 11 ფრე, 11 წაგება) გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა, რაც დღესაც საუკეთესო შედეგია „ბარსა ბ“-სთვის.

ამ წარმატების შემდეგ ლუის ენრიკემ ბედი ესპანეთის ფარგლებს გარეთ სცადა და იტალიურ „რომაში“ დაიწყო მუშაობა. იტალიის ჩემპიონატში „რომამ“ მე-7 ადგილი დაიკავა, იტალიის თასის ნახევარფინალში გააღწია და ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

2012 წელს ლუის ენრიკემ დატოვა „რომა“ და 2013 წელს კვლავ ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ვიგოს „სელტა“ ჩაიბარა. იმ სეზონში „სელტამ“ წარმატებით იასპარეზა და სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო ვიგოური კლუბისთვის.

2014 წლის ივლისში დაიკავა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. არასახარბიელოდ დაწყებული სეზონი ენრიკემ ტრიუმფით დაასრულა და მოიგო სამივე ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სამეფო თასი. მომდევნო სეზონის დასაწყისში მონაგარს კიდევ ორი ტიტული შემატა: უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

2015–2016 წლების სეზონი ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგებით დაასრულა. მესამე სეზონი ნაკლებად წარმატებული ჰქონდა, 2017 წლის ივლისში პოსტი დატოვა.

2019–2022 წლებში იყო ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
ესპანეთის დროშა ბარსელონა
ესპანეთის დროშა ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები
ესპანეთის დროშა ბარსელონა
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
ესპანეთის დროშა ესპანეთი
  • უეფა-ს ერთა ლიგის ფინალისტი: 2020–21
  • ესპანეთის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი Don Balon-ის ვერსიით: 1990–91
  • ესპანეთის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი El Pais-ის ვერსიით: 1990–91
  • წლის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი El Pais-ის ვერსიით: 1997–98
  • ESM-ის სეზონის სიმბოლური გუნდის წევრი: 1996–97
  • ლა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2015
  • ფიფა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2015
  • IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი: 2015
  • World Soccer-ის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2015
  • ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი: მაისი 2016
  • UNFP-ის ლიგა 1-ის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2024–25
  • ფიფა-ს ასეული (FIFA 100): 2004[1][2][3][4][5]

2024–25 წლების სეზონში „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მიღწეული წარმატების შემდეგ, ლუის ენრიკე ისტორიაში მეორე მწვრთნელი გახდა, ვინც ევროპულ კლუბთან ერთად ორჯერ მოახერხა „თრებლის“ (ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი) მოგება. პირველად მან ეს 2014–15 წლების სეზონში „ბარსელონასთან“ ერთად შეძლო. მანამდე, ასეთ შედეგს მხოლოდ პეპ გვარდიოლამ მიაღწია („ბარსელონა“ 2008–09 და „მანჩესტერ სიტი“ 2022–23 წლების სეზონებში).[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: