სანტიაგო სანტამარია
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სანტიაგო სანტამარია [1] | ||
დაბადების თარიღი | 22 აგვისტო, 1952 | ||
დაბადების ადგილი |
სან-ნიკოლასი, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 მარტი, 2013 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | კორდოვა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1974 | ნიუელსი | ||
1974–1979 | რეიმსი | 148 | (41) |
1980–1985 | ნიუელსი | 293 | (90) |
ეროვნული ნაკრები | |||
1980–1982 | არგენტინა | 11 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სანტიაგო სანტამარია (ესპ. Santiago Santamaría; დ. 22 აგვისტო, 1952, სან-ნიკოლას-დე-ლოს-აროიოსი, არგენტინა — გ. 27 ივლისი, 2013, კორდოვა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა „ნიუელს ოლდ ბოისის“, „სტად დე რეიმსისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანტიაგო სანტამარია „ნიუელს ოლდ ბოისის“ შემადგენლობაში გატანილი 90 გოლით ვიქტორ რამოსის (ესპ. Víctor Rogelio Ramos) შემდეგ (104 გოლი) კლუბის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირის ადგილს იკავებს, ხოლო ჩატარებული მატჩების რაოდენობით (293 მატჩი) — მერვე ადგილს. მის შემადგენლობაში 1974 წელს მეტროპოლიტანოს ტურნირს იგებს. ამას გარდა, ორჯერ ხდება არგენტინის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1980, 1981)
1974–1979 წლებში ფრანგული „სტად დე რეიმსის“ ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 148 მატჩს ატარებს და 41 გოლი გააქვს. კლუბთან ერთად საფრანგეთის საფეხბურთო თასის 1976–77 წლების გათამაშების ფინალშიც გადის, სადაც 1977 წლის 18 ივნისს „პარკ დე პრენსზე“ აღმავლობის გზაზე მყოფ „სენტ-ეტიენთან“ გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ანგარიშით 1–2 მარცხდება. 1978–79 წლების საფრანგეთის ჩემპიონატის გათამაშებაში მისი კლუბი ბოლო ადგილს იკავებს და საფრანგეთის მეორე დივიზიონში ქვეითდება. შედეგად სანტამარია ფრანგულ კლუბს ტოვებს და „ნიუელს ოლდ ბოისში“ ბრუნდება. საფეხბურთო კარიერას, ამავე კლუბში 1985 წელს ასრულებს.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980–1982 წლებში იყო არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და 2 ბურთი გაიტანა.[4][5][6]
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
არგენტინა![]() |
1980 | 8 | 2 |
1982 | 3 | 0 | |
ჯამში | 11 | 2 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტროპოლიტანო: 1974
- საფრანგეთის თასის ფინალისტი: 1976–77
- ალპების თასი: 1977
სანაკრებო მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 30.04.1980 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
1–0 | ![]() |
ამხანაგური | [კომ. 1] | [7] |
2 | 13.05.1980 | ლონდონი | ინგლისი ![]() |
3–1 | ![]() |
ამხანაგური | [8] | |
3 | 16.05.1980 | დუბლინი | ირლანდია ![]() |
0–1 | ![]() |
ამხანაგური | [9][10] | |
4 | 21.05.1980 | ვენა | ავსტრია ![]() |
1–5 | ![]() |
ამხანაგური | [11] | |
5 | 18.09.1980 | მენდოსა | არგენტინა ![]() |
2–2 | ![]() |
ამხანაგური | [12] | |
6 | 09.10.1980 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
2–0 | ![]() |
ამხანაგური | [13] | |
7 | 12.10.1980 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
2–1 | ![]() |
ამხანაგური | [14] | |
8 | 15.10.1980 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
1–0 | ![]() |
ამხანაგური | [15] | |
9 | 05.05.1982 | ბუენოს-აირესი | არგენტინა ![]() |
2–1 | ![]() |
ამხანაგური | [16] | |
10 | 23.06.1982 | ალიკანტე | არგენტინა ![]() |
2–0 | ![]() |
ესპანეთი 82 | [17] | |
11 | 02.07.1982 | ბარსელონა | ბრაზილია ![]() |
3–1 | ![]() |
ესპანეთი 82 | [18] |
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Argentina National Team · Unofficial Matches · Match Details
- Argentina National Team Players 1964–1998 · Association of Football Statisticians (AFS)
- Base de Datos del Futbol Argentino (BDFA) · Calcio.com
- National Football Teams · Transfermarkt · YouTube · Santiago Santamaria
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland). მატჩი გაიმართა „რივერ-პლეიტის“ „ელ მონუმენტალზე“ (ესპ. Monumental de Nuñez, ან უბრალოდ El Monumental) ამ სახელწოდებას სტადიონი ატარებდა 1938–86 წლებში. 1986 წლის 29 ნოემბერს სტადიონს მიენიჭა ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტის სახელი და მას შემდეგ სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Santiago Santamaria (1952–2013)
- ↑ Una gloria de Newell's Murió Cucurucho Santamaría
- ↑ Murió „Cucurucho“ Santamaría, símbolo de Newell’s en los ‘70. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-03. ციტირების თარიღი: 2018-12-13.
- ↑ Santiago Santamaría – International matches. albicelestes.com.
- ↑ Santiago Santamaría – International Appearances
- ↑ Santiago Santamaría International matches
- ↑ Argentina 1–0 League of Ireland, 30 April 1980.
- ↑ England 3–1 Argentina, 13 May 1980.
- ↑ Rep. of Ireland 0–1 Argentina, 16 May 1980.
- ↑ Rep. of Ireland 0–1 Argentina. eu-football.info.
- ↑ Austria 1–5 Argentina, 21 May 1980.
- ↑ Argentina 2–2 Chile, 18 September 1980.
- ↑ Argentina 2–0 Bulgaria, 09 October 1980.
- ↑ Argentina 2–1 Poland, 12 October 1980.
- ↑ Argentina 1–0 Czechoslovakia, 15 Oct. 1980.
- ↑ Argentina 2–1 Bulgaria, 05 May 1982.
- ↑ Argentina 2–0 El Salvador, 23 June 1982.
- ↑ Brazil 3–1 Argentina, 02 July 1982.
- დაბადებული 22 აგვისტო
- დაბადებული 1952
- გარდაცვლილი 27 ივლისი
- გარდაცვლილი 2013
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ნიუელს ოლდ ბოისის ფეხბურთელები
- ველეს სარსფილდის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები