შინაარსზე გადასვლა

კარლ-ჰაინც რუმენიგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ-ჰაინც რუმენიგე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კარლ-ჰაინც რუმენიგე
დაბადების
თარიღი
25 სექტემბერი, 1955 (1955-09-25) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიპშტადტი,
ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1963–1974 ბორუსია ლიპშტადტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1984 ბაიერნი 310 (162)
1984–1987 ინტერი 64 (24)
1987–1989 სერვეტი 50 (34)
სულ 424 (220)
ეროვნული ნაკრები
1976–1986 გფრ 95 (45)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარლ-ჰაინც „კალე“ რუმენიგე (გერმ. Karl-Heinz "Kalle" Rummenigge; დ. 25 სექტემბერი, 1955, ლიპშტადტი, ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ) — გერმანელი ფეხბურთელი და საფეხბურთო ფუნქციონერი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და გერმანიის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. 1980 და 1981 წლებში ჟურნალმა France Football-მა დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 42-ე ადგილზე დასახელდა.[1][2]

სხვადასხვა დროს იცავდა მიუნხენის „ბაიერნის“, მილანის „ინტერისა“ და ჟენევის „სერვეტის“ ღირსებას.

სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, აქედან ორგზის (1982 და 1986) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (ორივეჯერ იყო ნაკრების კაპიტანი). 1979 წელს ნათამაშები აქვს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დასავლეთ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, სადაც 2 გოლი გაიტანა.

ნაკრებიწელიმატჩიგოლი
გფრ 197620
197761
1978124
197985
1980104
1981119
1982139
1983108
198481
198563
198691
სულ[3]9545

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ-ჰაინც რუმენიგემ მსოფლიო ჩემპიონატების 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (აქედან 10 შეხვედრაში კაპიტნის რანგში) და 9 ბურთი გაიტანა.[4]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1978დროშა: არგენტინა არგენტინაგერმანიის დროშა 11თავდამსხმელი53131
მეექვსე ადგილი
1982დროშა: ესპანეთი ესპანეთიგერმანიის დროშა 11თავდამსხმელი75322
ვიცე-ჩემპიონი
1986მექსიკის დროშა მექსიკაგერმანიის დროშა 11თავდამსხმელი71322
ვიცე-ჩემპიონი
რუმენიგე 1982 წელს
გერმანიის დროშა ბაიერნი
გერმანიის დროშა გერმანია
  • ფანჯიკიძე, გურამ., ფორცა, იტალია!, თბ.: საბჭ. საქართველო, 1982.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Placar's 100 Craques do Século. RSSSF. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  2. Karl-Heinz Rummenigge: A Bayern Munich and Germany legend on and off the pitch. Bundesliga.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  3. Mamrud, Roberto. (6 სექტემბერი, 2018) Karl-Heinz Rummenigge – Goals in International Matches. RSSSF. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  4. Karl-Heinz Rummenigge in the World Cups. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  5. Bundesliga 1979/80. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  6. Bundesliga 1980/81. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  7. Bundesliga Statistiken 1979/80. kicker.de.
  8. Bundesliga Statistiken 1980/81. kicker.de.
  9. Bundesliga Statistiken 1983/84. kicker.de.
  10. EURO 1980 Team of the Tournament
  11. 1 2 1982 Soccer World Cup Awards. The Soccer World Cups.com.