ბერგკამპი საქვეყნოდ იყო ცნობილი თავისი შიშით ფრენის მიმართ, იგი არასდროს არ მიჰყვებოდა გუნდს გასვლით თამაშებში თუ ავტობუსით ჩასვლა შეუძლებელი იყო. ჰოლანდიელ ფეხბურთელს ფრენის შიში 1994 წელს გაუჩნდა, როდესაც ნიდერლანდების ნაკრების თვითმფრინავს დაჯდომისას პრობლემები შეექმნა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა ამერიკაში.
დაიბადა 1969 წელს, ამსტერდამში. 1995 წელს, არსენალის შოტლანდიელმა მწვრთნელმა, ბრუს რიოკმა 7.5 მილიონ ფუნტად გადმოიყვნა მილანის ინტერნაციონალედან. ბერგკამპმა პრემიერლიგაში 11 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, გაიტანა 87 გოლი. ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მის კარიერაში არის, 2002 წელს ნიუკასლ იუნაიტედის წინააღმდეგ გატანილი გოლი, როდესაც ერთი საოცარი მოძრაობით ჩამოიშორა ბერძენი ნიკოს დაბიძასი და შემდეგ უკვე ერთ-ერთზე შეი გივენის კარში გოლის ფორმალობაღა იყო. დენი ბერგკამპმა კარიერა არსენალში, 2006 წელს დაასრულა. გაიმართა გამოსათხოვარი მატჩიც, სადაც ერთმანეთს არსენალი და აიაქსი ეთამაშნენ.
ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 79 მატჩი, გატანილი აქვს 37 გოლი.