ხავიერ სავიოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხავიერ სავიოლა
Javier Saviola - S.L. Benfica player.jpg
სავიოლა 2009 წელს, ბენფიკას ფეხბურთელად პრეზენტაციის დროს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხავიერ პედრო სავიოლა ფერნანდესი
დაბადების
თარიღი
11 დეკემბერი, 1981 (1981-12-11) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 1,68
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2001 რივერ პლეიტი 86 (45)
2001–2007 ბარსელონა 123 (49)
2004–2005   მონაკო 29 (7)
2005–2006   სევილია 29 (9)
2007–2009 რეალ მადრიდი 17 (4)
2009–2012 ბენფიკა 69 (24)
2012–2013 მალაგა 27 (8)
2013–2014 ოლიმპიაკოსი 26 (12)
2014–2015 ვერონა 15 (1)
2015–2016 რივერ პლეიტი 14 (0)
სულ 434 (159)
ეროვნული ნაკრები
2001 არგენტინა 20 წლ. 7 (11)
2000–2007 არგენტინა 39 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ხავიერ პედრო სავიოლა ფერნანდესი (ესპ. Javier Pedro Saviola Fernández [xaˈβjeɾ ˈpeðɾo saˈβjola feɾˈnandes]; დ. 11 დეკემბერი, 1981) — არგენტინელი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. წარმოადგენდა როგორც „ბარსელონას“, ისე მადრიდის „რეალს“. იყო ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანი, ვისაც სხვადასხვა დროს ამ ორივე კლუბში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. 2004 წელს ხავიერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა FIFA 100-ის 125 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. თავისი წინაპრების გამო, მას ასევე აქვს ესპანეთის მოქალაქეობა (2004 წლიდან). რვა სეზონის განმავლობაში ლა ლიგის 196 თამაში და 70 გოლი დააგროვა. კარიერა დაიწყო და დაასრულა „რივერ პლეიტში“.

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავიოლა გამოირჩეოდა სისწრაფით, დრიბლინგით და გოლის გატანის შესაძლებლობით თითქმის ნებისმიერი შეტევითი პოზიციიდან.[1][2][3] იყო ნიჭიერი და ნაყოფიერი თავდამსხმელი. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, სავიოლას მეტსახელად ეწოდებოდა El Conejo (ესპანურად — „კურდღელი“) მისი გარეგნობის გამო, და ასევე El Pibito (ესპანურად — „პატარა ბავშვი“).[3][4][5]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი სათამაშო კარიერის განმავლობაში, სავიოლამ მოიგო ლიგის ტიტულები არგენტინაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში, ასევე მოიგო უეფას თასი. თავისი ქვეყანა წარადგინა 2006 წლის მსოფლიო თასზე და 2004 წლის კოპა ამერიკაზე, სადაც არგენტინა ფინალში გავიდა. სავიოლამ ასევე მოიგო ოქროს მედალი 2004 წელს, ათენში გამართულ ოლიმპიადაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Monti, Fabio (7 July 2001). „Saviola come Diego, al Barcellona da re“ [Saviola like Diego, at Barcelona as a king] (იტალიური). Corriere della Sera. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. Cocu wary of old team-mate. UEFA.com (22 February 2005). ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2020
  3. 3.0 3.1 Javier Saviola; 'El pibito' the goalscorer. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2020
  4. Kennedy, Paul. (12 June 2001) 2001 World Youth Championship Preview: Eight to Watch. Soccer America. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2020
  5. Di Gioia, Alessandro. Che fine ha fatto? Il 'conejo' Saviola: da nuovo Maradona alla tristezza Verona it. Calciomercato (9 December 2017). ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2020