რიკარდო ლა ვოლპე
![]() რიკარდო ლა ვოლპე 1978 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რიკარდო ანტონიო ლა ვოლპე გუარჩონი | ||
დაბადების თარიღი | 6 თებერვალი, 1952 | ||
დაბადების ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 188 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1975 | ბანფილდი | 108 | (0) |
1975–1979 | სან-ლორენსო | 112 | (0) |
1979–1982 | ატლანტე | ? | (?) |
1982–1983 | ოასტეპეკი | ? | (?) |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1978 | არგენტინა | 8 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1983–1984 | ოასტეპეკი | ||
1988–1989 | ატლანტე | ||
1989 | გვადალახარა | ||
1990–1991 | კერეტარო | ||
1991–1996 | ატლანტე | ||
1996 | ამერიკა | ||
1997–2001 | ატლასი | ||
2001–2002 | ტოლუკა | ||
2002–2006 | მექსიკა | ||
2006–2007 | ბოკა ხუნიორსი | ||
2007–2008 | ველეს სარსფილდი | ||
2008 | მონტერეი | ||
2009–2010 | ატლასი | ||
2010–2011 | კოსტა-რიკა | ||
2011 | ბანფილდი | ||
2012–2013 | ატლანტე | ||
2014 | გვადალახარა | ||
2015–2016 | ჩიაპასი | ||
2016–2017 | ამერიკა | ||
2018 | პირამიდზი | ||
2019 | ტოლუკა | ||
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რიკარდო ანტონიო ლა ვოლპე გუარჩონი (ესპ. Ricardo Antonio La Volpe Guarchoni; დ. 6 თებერვალი, 1952, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თამაშობდა სხვადასხვა არგენტინულ და მექსიკურ საფეხბურთო კლუბებში. პროფესიონალურ კარიერას სამოცდაათიანი წლების დასაწყისში — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ბანფილდის“ შემადგენლობაში იწყებს, სადაც 1971–1975 წლების სეზონს ატარებს.
სათამაშო კარიერას ჯერ ბუენოს-აირესის „სან-ლორენსოში“ (1975–1979), ხოლო შემდეგ — კანკუნის „ატლანტეში“ (1979–1982) აგრძელებს.
ფეხბურთის თამაშს 1983 წელს, მეორე მექსიკურ კლუბ — „ოასტეპეკში“ ამთავრებს.
სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | ბანფილდი (ესპ. Club Atlético Banfield) | ![]() |
1971–1975 | |
2 | სან-ლორენსო (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro) | ![]() |
1975–1979 | |
3 | ატლანტე (ესპ. Atlante Fútbol Club S.A. de C.V.) | ![]() |
1979–1982 | |
4 | ოასტეპეკი (ესპ. Club de Fútbol Oaxtepec) | ![]() |
1982–1983 |
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1975–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 8 შეხვედრა ჩაატარა,[3] რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 18 ივლისს, ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ნიუტონის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: რიკარდო ლა ვოლპე, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ნორბერტო ალონსო, რიკარდო ბოჩინი, რუბენ გალვანი, ოსკარ ორტისი, რენე ჰაუსმანი, ხულიო დანიელ ასადი, ხუან დომინგო როჩია და ხორხე ტრონკოსო. მატჩი მონტევიდეოში, „ესტადიო სენტენარიოზე“ გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1976 წლის 19 მაისს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ატლანტიკის თასზე-ს გამართულ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი „მარაკანაზე“ და ბრაზილიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა.
სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 18.07.1975 | ურუგვაი ![]() |
2–3 | ![]() |
[4] | |||
2 | 21.08.1975 | არგენტინა ![]() |
6–0 | ![]() |
[5] | |||
3 | 28.08.1975 | არგენტინა ![]() |
2–0 | ![]() |
[6] | |||
4 | 31.08.1975 | მექსიკა ![]() |
1–1 | ![]() |
[7] | |||
5 | 26.02.1976 | პარაგვაი ![]() |
2–3 | ![]() |
[8] | |||
6 | 27.02.1976 | არგენტინა ![]() |
1–2 | ![]() |
[9] | |||
7 | 28.04.1976 | არგენტინა ![]() |
2–2 | ![]() |
[10] | |||
8 | 19.05.1976 | ბრაზილია ![]() |
2–0 | ![]() |
[11] |
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მექსიკის პრიმერა დივიზიონი: 1992–93
- კონკაკაფის ოქროს თასი: 2003
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 346. 496 გვ.
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978). RSSSF. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
- ↑ Aira, Carlos. (24 იანვარი, 2017) 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. La Señal Medios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
- ↑ Vandenberghe, Luc. (30 აპრილი, 2020) Argentina National Team Players 1964-1998: Ortiz Oscar Alberto. RSSSF. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021
- ↑ Uruguay 2–3 Argentina, 18 July 1975. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ Argentina 6–0 USA, 21 August 1975. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ Argentina 2–0 Costa Rica, 28 August 1975. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ Mexico v Argentina, 31 August 1975. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ Paraguay 2–3 Argentina, 26 February 1976. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ Argentina 1–2 Brazil, 27 February 1976. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ Argentina 2–2 Paraguay, 28 April 1976. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ Brazil 2–0 Argentina, 19 May 1976. AFS. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
- ↑ 1978 World Cup Final: Argentina 3-1 Netherlands. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-03. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021.
|
- დაბადებული 6 თებერვალი
- დაბადებული 1952
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- სან-ლორენსოს ფეხბურთელები
- მექსიკის ჩემპიონატის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში
- არგენტინელი ფეხბურთის მწვრთნელები