* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ლილიან ტურამი (ფრანგ.Lilian Thuram; დ. 1 იანვარი, 1972, გვადელუპა, საფრანგეთი) — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. 1997 წელს გახდა წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი. ნაკრებში ჩატარებული აქვს რეკორდული 142 მატჩი, ასევე ითამაშა რეკორდული 16 მატჩი ევროპის ჩემპიონატებზე (16 მატჩი, რეკორდს იყოფს ედვინ ვან დერ სართან ერთად) და იასპარეზა ევროპის ოთხ (1996, 2000, 2004, 2008) ჩემპიონატზე. ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონი.