შინაარსზე გადასვლა

ჟიუსტ ფონტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიუსტ ფონტენი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
18 აგვისტო, 1933
დაბადების
ადგილი
მარაქეში, მაროკო
გარდაცვალების
თარიღი
1 მარტი, 2023 (89 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ტულუზა, საფრანგეთი
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1950–1953 კასაბლანკა 48 (62)
1953–1956 ნიცა 69 (43)
1956–1962 რეიმსი 131 (122)
ეროვნული ნაკრები
1956–1962 საფრანგეთი 21 (30)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჟიუსტ ფონტენი (ფრანგ. Just Fontaine; დ. 18 აგვისტო, 1933, მარაქეში, მაროკო — გ. 1 მარტი, 2023, ტულუზა, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი.

კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა „სტად რეიმსში“, რომლის შემადგენლობაშიც 1958 და 1960 წლებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 1959 წელს კი ითამაშა უეფა-ს ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც გუნდი რეალ მადრიდთან დამარცხდა, თავად ფონტენი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 10 გატანილი ბურთით.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 21 თამაში და გაიტანა 30 გოლი. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფონტენმა 13 გოლი გაიტანა, რაც დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში. ამავე წელს ჟურნალმა France Football-მა ოქროს ბურთის გამოკითხვაში დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში.

ეროვნული ჩემპიონატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის დროშა ნიცა
საფრანგეთის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1955–56
საფრანგეთის თასი
  • თასის მფლობელი: 1953–54
საფრანგეთის დროშა რეიმსი
საფრანგეთის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (3): 1957–58, 1959–60, 1961–62
საფრანგეთის თასი
  • თასის მფლობელი: 1957–58

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
National Football Teams
Soccerbase