სალერნოს პროვინცია
სალერნოს პროვინცია (იტალ. Provincia di Salerno) — პროვინცია იტალიაში, კამპანიის რეგიონში. დედაქალაქია სალერნო. შედგება 158 კომუნისგან.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის უდიდესი ქალაქებია: სალერნო, პროვინციის დედაქალაქი 139 579 მოსახლით, კავა-დე-ტირენი 53,488 მოსახლით, ბატიპალია 51,11 მოსახლით და ნოჩერა-ნიფერორე 45,868 მოსახლით. პროვინციის ფართობი 4 923 კმ²-ია, მთლიანი მოსახლეობა კი 1 107 504 ადამიანი (2010).
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავალ ისტორიულ შენობას შორის ერთ-ერთია კაპიტულის შენობა, რომელიც ქალაქ პადულაში მდებარე კარტეციანულ მონასტერ ჩერტოზა-დი-პადულას ეკუთვნოდა. ნაგებობა იცვლებოდა საუკუნეთა განმავლობაში. უძველესი ნაწილები აშენებულია ადრეულ XIV საუკუნეში. ზოგიერთი ნაწილი აშენებულია მანერიტულ და ბაროკოს სტილში.
კაპიტულის შენობა დღეს არქეოლოგიურ მუზეუმადაა გადაკეთებული, სადაც გამოფენილია რომაული პერიოდის მრავალი არტეფაქტი.