შინაარსზე გადასვლა

ალბერტო ტარანტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტო ტარანტინი
ტარანტინი 1982 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალბერტო სესარ ტარანტინი
დაბადების
თარიღი
3 დეკემბერი, 1955 (1955-12-03) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
ესეისა, არგენტინა
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1977 ბოკა ხუნიორსი 179 (0)
1978–1979 ბირმინგემ სიტი 23 (1)
1979 ტალერესი 13 (1)
1980–1983 რივერ პლეიტი
1983–1984 ბასტია 29 (1)
1984–1988 ტულუზა 130 (8)
1988–1989 სანქტ-გალენი
ეროვნული ნაკრები
1974–1982 არგენტინა 61 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ტარანტინი და ფილოლი ფინალის შემდეგ. რიკარდო ალფიერის ფოტო, 1978

ალბერტო სესარ ტარანტინი (ესპ. Alberto César Tarantini; დ. 3 დეკემბერი, 1955, ესეისა,[1] არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4] 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.

ტარანტინი თავის პირველ — 1973 წლის საფეხბურთო სეზონს არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ბოკა ხუნიორსში“[5] ატარებს, რომლის შემადგენლობაში პირველად 1973 წლის 8 ივლისს მეტროპოლიტანოს ტურნირის საშინაო მატჩში „როსარიო სენტრალის“ წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით მთავრდება (2–0).[6] საერთო ჯამში 1973 წელს არგენტინის ჩემპიონატის 25 კალენდარული მატჩის გარდა (აქედან 13 შეხვედრა მეტროპოლიტანოს და 12 — ნასიონალის ტურნირის ფარგლებში), კიდევ 10 ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია ესპანეთის საერთაშორისო საფეხბურთო ამხანაგური ტურნირი — ე. წ. „მზიური სანაპიროს თასი“ (ესპ. Trofeo Costa del Sol),[7] რომელიც ანდალუსიაში, ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთ საკურორტო რეგიონის საპორტო ქალაქ მალაგაში 1961 წლიდან ეწყობა.

პირველი ნახევარფინალური მატჩი 10 აგვისტოს ადგილობრივ „მალაგასთან“ იმართება და მასპინძელთა გამარჯვებით სრულდება (4–2).[8] 12 აგვისტოს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ბოკა“ „ესპანიოლს“ უპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ „ცრვენა ზვეზდასთან“ თმობს ნახევარფინალს. შეხვედრა, რომელიც პირველზე უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა — „ბოკას“ გამარჯვებით სრულდება (4–3).[9]

1973 წლის სეზონში „ბოკა“ არგენტინის პრიმერის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის 13 მატჩიდან სამ შეხვედრას თმობს, ხოლო ნასიონალის ჩემპიონატის 12 შეხვედრიდან — ხუთს. ამრიგად, საერთო ჯამში ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს.

1974 წლის მეტროპოლიტანოს დასაწყისის პირველ ორ შეხვედრაში „ბოკა“ არგენტინული ფეხბურთის ორი გრანდის — „რივერ პლეიტის“ და „ესტუდიანტესის“ ზედიზედ დამარცხებას ახერხებს. 3 თებერვალს სეზონის პირველი ტურის მატჩში იგი „რივერს“ უპირისპირდება და შეხვედრას შთამბეჭდავი ანგარიშით იგებს (5–2). მომდევნო ტურში კი „ესტუდიანტესთან“ იმარჯვებს, ამჯერად შედარებით მოკრძალებული ანგარიშით (2–0). როსარიოს „ნიუელს ოლდ ბოისთან“ მესამე ტურის გასვლით მატჩში მიღწეული ფრის (2–2) და მეოთხე ტურში ვილა-კრესპოს „ჩაკარიტასთან“ მოგებული საშინაო შეხვედრის შემდეგ ტარანტინის გუნდი არგენტინის პრიმერის მესამე გრანდს — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ უგებს გასვლით თამაშს — (1–0).

ამრიგად, 1974 წელს ქვეყნის პირველობის 40 კალენდარული მატჩის გარდა (აქედან 16 შეხვედრა მეტროპოლიტანოს და 24 — ნასიონალის ფარგლებში), კიდევ 20 ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. მესამე ადგილი, რომელსაც გუნდი ამჯერად ჩემპიონატში იკავებს, მომავალი წარმატებების ერთგვარი „პრელუდიაა“ — ნასიონალის და მეტროპოლიტანოს ჩემპიონობას გუნდს მხოლოდ ერთი სეზონი აშორებს.

ტარანტინი „ბოკაში“ 1977 წლის ჩათვლით თამაშობს. მის რიგებში 1976 წელს ნასიონალის და მეტროპოლიტანოს გამარჯვებული, ხოლო 1977 წელს — ლიბერტადორესის თასის მფლობელი ხდება.

1978–1979 წლის სეზონს ინგლისის „ბირმინჰემ სიტიში“ აგრძელებს.[10] შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება და „ტალერესს“ უერთდება.[11] მათთან ერთად ჩემპიონატის 13 მატჩში იღებს მონაწილეობას. 1980–1983 წლებში არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“[12] ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 1980 წელს მეტროპოლიტანოს, ხოლო 1981 წელს ნასიონალის გამარჯვებული ხდება. 1983–1984 წლებში საფრანგეთის „ბასტიაში“ აგრძელებს კარიერას.[13] ამ გუნდის მაისურით, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 29 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას (ერთი გოლი). 1984–1988 წლებში მეორე ფრანგული კლუბის — „ტულუზას“ ღირსებას იცავს[14] (130 მატჩი და 8 გოლი). საფეხბურთო კარიერას 1989 წელს — შვეიცარიის „სანქტ-გალენში“ ასრულებს.[15]

საკლუბო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი გუნდი მატ. ადგ.
1973 „ბოკა ხუნიორსი“ 25 2
1974 „ბოკა ხუნიორსი“ 42 3
1975 „ბოკა ხუნიორსი“ 48 3
1976 „ბოკა ხუნიორსი“ 33 1
1977 „ბოკა ხუნიორსი“ 19 4
1978 „ბოკა ხუნიორსი“ 28 2
1978/79 „ბირმინჰემ სიტი“ 23 21
1979 „ტალერესი“ 13 6
1980 „რივერ პლეიტი“ 1
1981 „რივერ პლეიტი“ 1
1982 „რივერ პლეიტი“ 10
1983 „რივერ პლეიტი“ 18
1983/84 „ბასტია“ 29 10
1984/85 „ტულუზა“ 30 11
1985/86 „ტულუზა“ 33 4
1986/87 „ტულუზა“ 36 3
1987/88 „ტულუზა“ 31 13
1988/89 „სანქტ-გალენი“ 11

1974–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[16][17] რომლის შემადგენლობაში 61 შეხვედრას ატარებს და 1 ბურთი გააქვს.[18]

1975 წელს არგენტინის ახალგაზრდული (23 წლამდე) ნაკრების რიგებში, ხორხე ვალდანოს, ამერიკო გალიეგოსა და სხვებთან ერთად ტარანტინი ტულონის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ხდება,[19][20] სადაც არგენტინა ჯერ უნგრეთის, შემდეგ მექსიკის და ბოლოს, ფინალში — საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ამარცხებს (1–0). გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მომავალ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონს — ხორხე ვალდანოს გააქვს. საყურადღებოა რომ ამ გუნდსაც, ისევე როგორც 1978 წლის მუნდიალის ტრიუმფატორ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს — სესარ ლუის მენოტი[21][22] უდგას სათავეში.

ეროვნული ნაკრების რიგებში მინდორზე პირველად რუმინეთის ნაკრებთან 1974 წლის 22 აპრილს, ბუენოს-აირესში გამართულ საერთაშორისო ამხანაგური მატჩის დროს გამოდის. ნაკრებში მისი სადებიუტო შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით (2–1) სრულდება. მომდევნო 1975 წელს მას ნაკრების შემადგენლობაში აღარ იძახებენ. ამ წელს იგი „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში არგენტინის ჩემპიონატის 48 შეხვედრას თამაშობს და გუნდთან ერთად მესამე ადგილს იკავებს.

1976 წლიდან კვლავ იწვევენ ეროვნულ გუნდში. მისი მონაწილეობით გამართული 12 საერთაშორისო შეხვედრიდან 1976 წელს არგენტინის ნაკრები ორ შეხვედრას მართავს პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან ატლანტიკის თასის[23][24] გათამაშების ფარგლებში — 25 თებერვალს ასუნსიონში და 28 აპრილს ბუენოს-აირესში. პირველი მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით (3–2),[25] ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ (2–2) მთავრდება.[26] ორჯერ ხვდება (ასევე ატლანტიკის თასზე) ბრაზილიის ეროვნულ გუნდსაცბუენოს-აირესში 27 თებერვალს და რიო-დე-ჟანეიროში 19 მაისს. ორივე მატჩს ბრაზილიელები იგებენ — 2–1[27][28] და 2–0.[29][30]

ასევე, ორ ამხანაგურ საერთაშორისო შეხვედრას მართავს საბჭოთა ნაკრებთან — 20 მარტს კიევში (1–0 სტუმართა სასარგებლოდ)[31] და 28 ნოემბერს ბუენოს-აირესში (0–0).[32] ორჯერ ხვდება პერუს ეროვნულ ნაკრებს რამონ კასტილიას თასზე — 28 ოქტომბერს ლიმაში და 10 ნოემბერს ბუენოს-აირესში. ორივე მატჩს არგენტინელები იგებენ — 3–1 და 1–0.[33] ამას გარდა, თითოჯერ ხვდება პოლონეთის,[34] უნგრეთის, ურუგვაის და ჩილეს (კარლოს დიტბორნის თასზე)[35] ეროვნულ გუნდებს. საყურადღებოა, რომ იგი ყველა ამ შეხვედრას შეუცვლელად თამაშობს. ტარანტინი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და ყოფილი კაპიტნის — ხორხე ომარ კარასკოსას[36] წასვლის შემდეგ იმკვიდრებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა, მენოტი მას ყველა შეხვედრის ძირითადში აყენებს, სადაც ასევე შეუცვლელად თამაშობს ჩემპიონატის შვიდივე მატჩს. სწორედ ამ მუნდიალზე, პერუს წინააღმდეგ გამართულ ფინალის წინა, გადამწყვეტ მატჩში გააქვს მას თავისი ერთადერთი სანაკრებო გოლი.

თავის ბოლო შეხვედრას „ალბისელესტეს“ რიგებში ესპანეთის 1982 წლის მუნდიალზე მეორე რაუნდის C ჯგუფში — ბრაზილიელთა წინააღმდეგ მართავს. ეს დრამატული შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთის ბევრი სპეციალისტი მსოფლიო თასზე გამართულ მატჩებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს — ბრაზილიელთა გამარჯვებით (3–1) სრულდება.

კარლოს დიტბორნის თასი
რამონ კასტილიას თასი
ფელიქს ბოგადოს თასი
თარიღიშეხვედრის ადგილიმოწინააღმდეგეანგ.შეჯიბრებაწყარო
122 აპრილი 1974„ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესირუმინეთის დროშა რუმინეთი2–1ამხანაგური[37][38]
225 თებერვალი 1976„ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონიპარაგვაის დროშა პარაგვაი3–2ატლანტ. 1976[39][40]
327 თებერვალი 1976„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიბრაზილიის დროშა ბრაზილია1–2ატლანტ. 1976[41][42]
420 მარტი 1976„ცენტრალური სტადიონი“, კიევისაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი1–0ამხანაგური
524 მარტი 1976„სტადიონ შლონსკი“, ხოჟუვი, პოლონეთიპოლონეთის დროშა პოლონეთი2–1ამხანაგური
627 მარტი 1976„ნეპშტადიონი“, ბუდაპეშტიუნგრეთის დროშა უნგრეთი0–2ამხანაგური
728 აპრილი 1976„ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესიპარაგვაის დროშა პარაგვაი2–2ატლანტ. 1976
819 მაისი 1976„მარაკანა“, რიო-დე-ჟანეირობრაზილიის დროშა ბრაზილია0–2ატლანტ. 1976
99 ივნისი 1976„ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეოურუგვაის დროშა ურუგვაი3–0ატლანტ. 1976
1013 ოქტომბერი 1976„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიჩილეს დროშა ჩილე2–0დიტბორნის თასი[43]
1128 ოქტომბერი 1976„ესტადიო ნასიონალი“, ლიმადროშა: პერუ პერუ3–1კასტილიას თასი
1210 ნოემბერი 1976„ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესიდროშა: პერუ პერუ1–0კასტილიას თასი
1328 ნოემბერი 1976„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესისაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი0–0ამხანაგური[44]
1427 თებერვალი 1977„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიუნგრეთის დროშა უნგრეთი5–1ამხანაგური[45]
1522 მარტი 1977„სანტიაგო ბერნაბეუ“, მადრიდიირანის დროშა ირანი1–1ამხანაგური[46]
165 ივნისი 1977„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიდროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია1–3ამხანაგური
1712 ივნისი 1977„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიინგლისის დროშა ინგლისი1–1ამხანაგური
1818 ივნისი 1977„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიშოტლანდიის დროშა შოტლანდია1–1ამხანაგური
1926 ივნისი 1977„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესისაფრანგეთის დროშა საფრანგეთი0–0ამხანაგური
203 ივლისი 1977„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიიუგოსლავიის დროშა იუგოსლავია1–0ამხანაგური
2112 ივლისი 1977„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიდროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ2–0ამხანაგური
2231 აგვისტო 1977„ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონიპარაგვაის დროშა პარაგვაი0–2ბოგადოს თასი[47]
2329 მარტი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიბულგარეთის დროშა ბულგარეთი3–1ამხანაგური
245 აპრილი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესირუმინეთის დროშა რუმინეთი2–0ამხანაგური
2519 აპრილი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიირლანდიის დროშა ირლანდია3–1ამხანაგური
263 მაისი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიურუგვაის დროშა ურუგვაი3–0ამხანაგური
272 ივნისი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიუნგრეთის დროშა უნგრეთი2–1მსოფ. 1978
286 ივნისი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესისაფრანგეთის დროშა საფრანგეთი2–1მსოფ. 1978
2910 ივნისი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიიტალიის დროშა იტალია0–1მსოფ. 1978
3014 ივნისი 1978„ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიოპოლონეთის დროშა პოლონეთი2–0მსოფ. 1978
3118 ივნისი 1978„ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიობრაზილიის დროშა ბრაზილია0–0მსოფ. 1978
3221 ივნისი 1978„ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიოდროშა: პერუ პერუ6–0მსოფ. 1978
3325 ივნისი 1978„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესინიდერლანდების დროშა ნიდერლანდები3–1მსოფ. 1978
3422 მაისი 1979„სტად დე სუისი“, ბერნინიდერლანდების დროშა ნიდერლანდები0–0ამხანაგური[48]
3526 მაისი 1979„სტადიო ოლიმპიკო“, რომიიტალიის დროშა იტალია2–2ამხანაგური[49]
3629 მაისი 1979„ლენსდაუნ როუდი“, დუბლინიირლანდიის დროშა ირლანდია0–0ამხანაგური[50][51]
372 ივნისი 1979„ჰემპდენ პარკი“, გლაზგოშოტლანდიის დროშა შოტლანდია3–1ამხანაგური[52][53]
3825 ივნისი 1979„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიდედამიწის დროშა მსოფლიო ნაკრები1–2ამხანაგური[54][55]
3913 მაისი 1980„უემბლი“, ლონდონიინგლისის დროშა ინგლისი1–3ამხანაგური[56]
4016 მაისი 1980„ლენსდაუნ როუდი“, დუბლინიირლანდიის დროშა ირლანდია1–0ამხანაგური[57]
4121 მაისი 1980„პრატერსტადიონი“, ვენაავსტრიის დროშა ავსტრია5–1ამხანაგური
4218 სექტემბერი 1980„ესტადიო დე მენდოსა“, მენდოსაჩილეს დროშა ჩილე2–2ამხანაგური
439 ოქტომბერი 1980„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიბულგარეთის დროშა ბულგარეთი2–0ამხანაგური
4412 ოქტომბერი 1980„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიპოლონეთის დროშა პოლონეთი2–1ამხანაგური
4515 ოქტომბერი 1980„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია1–0ამხანაგური
464 დეკემბერი 1980„ესტადიო ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატასაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი1–1ამხანაგური
4716 დეკემბერი 1980„ესტადიო კორდოვა“, კორდოვაშვეიცარიის დროშა შვეიცარია5–0ამხანაგური
481 იანვარი 1981„ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეოდროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია2–1ამხანაგური[58][59]
494 იანვარი 1981„ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეობრაზილიის დროშა ბრაზილია1–1ამხანაგური[60]
5028 ოქტომბერი 1981„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიპოლონეთის დროშა პოლონეთი1–2ამხანაგური
5111 ნოემბერი 1981„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია1–1ამხანაგური
529 მარტი 1982„ესტადიო ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატაჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია0–0ამხანაგური
5324 მარტი 1982„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიდროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია1–1ამხანაგური
5414 აპრილი 1982„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესისაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი1–1ამხანაგური
555 მაისი 1982„ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესიბულგარეთის დროშა ბულგარეთი2–1ამხანაგური
5612 მაისი 1982„ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიორუმინეთის დროშა რუმინეთი1–0ამხანაგური
5713 ივნისი 1982„კამპ ნოუ“, ბარსელონაბელგიის დროშა ბელგია0–1მსოფ. 1982
5818 ივნისი 1982„ესტადიო ხოსე რიკო პერესი“, ალიკანტეუნგრეთის დროშა უნგრეთი4–1მსოფ. 1982
5923 ივნისი 1982„ესტადიო ხოსე რიკო პერესი“, ალიკანტესალვადორის დროშა სალვადორი2–0მსოფ. 1982
6029 ივნისი 1982„ესტადიო დე სარია“, ბარსელონაიტალიის დროშა იტალია1–2მსოფ. 1982
612 ივლისი 1982„ესტადიო დე სარია“, ბარსელონაბრაზილიის დროშა ბრაზილია1–3მსოფ. 1982

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარანტინიმ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია როგორც არგენტინის, ასევე, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით.[61][62][63]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1978დროშა: არგენტინა არგენტინაარგენტინის დროშა 20მცველი71511
ჩემპიონი
1982დროშა: ესპანეთი ესპანეთიარგენტინის დროშა 18მცველი50203
მეორე რაუნდი
არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით
თარიღი შეხვედრის ადგილი გუნდი პირველი ანგ. გუნდი მეორე შეჯიბრება წყარო
1 02.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი მსოფლიო 1978
2 06.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი მსოფლიო 1978
3 10.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 იტალიის დროშა იტალია მსოფლიო 1978
4 14.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 პოლონეთის დროშა პოლონეთი მსოფლიო 1978
5 18.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია მსოფლიო 1978
6 21.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 6–0 პერუს დროშა პერუ მსოფლიო 1978
7 25.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები მსოფლიო 1978
ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით
თარიღი შეხვედრის ადგილი გუნდი პირველი ანგ. გუნდი მეორე შეჯიბრება წყარო
1 13.06.1982 კამპ ნოუ, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 ბელგიის დროშა ბელგია მსოფლიო 1982
2 18.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 4–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი მსოფლიო 1982
3 23.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 სალვადორის დროშა სალვადორი მსოფლიო 1982
4 29.06.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 იტალიის დროშა იტალია მსოფლიო 1982
5 02.07.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია მსოფლიო 1982

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
არგენტინა
197410
197500
1976120
197790
1978111
197940
198090
198140
1982100
ჯამში601
არგენტინის დროშა ბოკა ხუნიორსი
არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
არგენტინის დროშა არგენტინა
  • არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015 [69]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · 1982 · Futbolfactory.Futbolweb.Net · National Football Teams · Scribd
არგენტინის ნაკრების შემადგენლობა წლების მიხედვით
1974 · 1976 · 1977 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე
Argentina's World Cup squad 1978 · 1978 World Cup · 1982 World Cup · Argentina 78 · España 82 · 1978 Planet World Cup · 1982 Planet World Cup
  1. Ezeiza es una ciudad del Gran Buenos Aires
  2. Alberto Tarantini: „Tener el trofeo es como tener el mundo en las manos“.
  3. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
  4. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino
  5. Sitio Web Oficial del Club Atlético Boca Juniors
  6. Boca Juniors 2–0 Rosario Central (Torneo Metropolitano 1973)
  7. Trofeo Costa del Sol – Ciudad de Málaga 1961–2017
  8. Malaga Espana 4–2 Boca Juniors (Trofeo Costa del Sol 1973)
  9. Espanyol Espana 3–4 Boca Juniors (Trofeo Costa del Sol 1973)
  10. Birmingham City FC. Official Website of the Birmingham City FC. bcfc.com.
  11. Sitio Web Oficial del Club Atlético Talleres (Córdoba)
  12. Sitio Web Oficial del Club Atlético River Plate
  13. Sporting Club de Bastia. Site officiel du SC Bastia. sc-bastia.corsica
  14. Site officiel du Toulouse Football Club. tfc.info.
  15. Official Website of the Fussballclub St. Gallen 1879. fcsg.ch.
  16. Argentina National Team Players 1964–1998
  17. Argentina — Alberto César Tarantini
  18. Alberto César Tarantini at National Football Teams
  19. Tournoi Espoirs de Toulon 1975. RSSSF
  20. L’Argentine de Luis César Menotti, pour sa première participation, s’impose face à la France.
  21. César Luis Menotti Profile (Coaching history at FIFA Tournaments)
  22. César Luis Menotti. footballdatabase.eu.
  23. Copa del Atlántico 1976. RSSSF
  24. Argentina – Record against Paraguay. worldfootball.net.
  25. Copa del Atlantico. Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976)
  26. Copa del Atlantico. Argentina 2–2 Paraguay (28 April 1976)
  27. Copa del Atlantico. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976)
  28. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976, Buenos Aires)
  29. Copa del Atlantico. Brazil 2–0 Argentina (19 May 1976)
  30. Brazil 2–0 Argentina (19 May 1976, Rio de Janeiro)
  31. USSR 0–1 Argentina (20 March 1976)
  32. Argentina 0–0 USSR (28 November 1976)
  33. Copa Ramón Castilla
  34. Poland 1–2 Argentina (24 March 1976)
  35. Copa Carlos Dittborn
  36. Jorge Carrascosa nadur.net.
  37. „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“ (ესპ. Estadio José Amalfitani). Estadio José Amalfitani velezsarsfield.com.ar
  38. Argentina 2–1 Romania (22 April 1974)
  39. „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“ (ესპ. Estadio Defensores del Chaco). Estadio Defensores del Chaco
  40. Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976)
  41. „ესტადიო მონუმენტალი“, იგივე „მონუმენტალ დე ნუნიესი“ (ესპ. Monumental de Núñez); ამჟამად — „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti). Estadio Monumental
  42. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976)
  43. Copa Carlos Dittborn 1976
  44. La Selección Argentina (Partidos de la Selección desde el 401 hasta el 500)
  45. Argentina national Team archive (1971–1980)
  46. The 75th anniversary of Real Madrid. Argentina 1–1 Iran (22 March 1977)
  47. Copa Félix Bogado. RSSSF
  48. Argentina 0–0 Netherlands (22 May 1979)
  49. Italy v Argentina (26 May 1979)
  50. „ლენსდაუნ როუდი“. Lansdowne Road Stadium (Ballsbridge, Dublin 4, Ireland)
  51. Republic of Ireland 0–0 Argentina (29 May 1979)
  52. „ჰემპდენ პარკი“. Hampden Park, Glasgow
  53. Scotland 1–3 Argentina (02 June 1979)
  54. Argentina 1–2 Rest of the World (25 June 1979)
  55. FIFA XI 2–1 Argentina (25 June 1979)
  56. England 3–1 Argentina (13 May 1980)
  57. Republic of Ireland 0–1 Argentina (16 May 1980)
  58. „ესტადიო სენტენარიო“. Estadio Centenario
  59. Argentina 2–1 West Germany (01 January 1981)
  60. Argentina 1–1 Brazil (04 January 1981)
  61. მსოფლიო ჩემპიონატი 1978
  62. მსოფლიო ჩემპიონატი 1982
  63. Alberto Tarantini in the World Cups
  64. Historia de Boca Juniors
  65. Copa Libertadores de América 1977
  66. Campeonato Nacional 1981. Ferro Carril Oeste (BA) 0–1 River Plate
  67. 1978 FIFA World Cup Argentina ™
  68. 1978 World Cup All-Star Team
  69. La Selección de todos los tiempos. afa.com.ar