იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალია
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი Azzurri
ასოციაცია იტალიის ფეხბ. ფედერაცია
(Federazione Italiana
Giuoco Calcio
)
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ჯამპიერო ვენტურა
კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი
ყველაზე მეტი კეპი ჯანლუიჯი ბუფონი (154)
ბომბარდირი ჯიჯი რივა (35)
ფიფა-ს კოდი ITA
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
იტალიის დროშა იტალია 6 - 2 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
(მილანი, იტალია; 15 მაისი, 1910)
უდიდესი გამარჯვება
იტალიის დროშა იტალია 9 - 0 აშშ-ის დროშა აშშ
(ბრენტფორდი, ინგლისი; 2 აგვისტო, 1948)
უდიდესი დამარცხება
უნგრეთის დროშა უნგრეთი 7 - 1 იტალიის დროშა იტალია
(ბუდაპეშტი, უნგრეთი; 6 აპრილი, 1924)
გამოსვლა (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1934, 1938, 1982, 2006
გამოსვლა (პირველად 1968)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1968

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული ნაკრები, გაიმარჯვა ფიფას ოთხ მსოფლიო ჩემპპიონატში (1934, 1938, 1982 და 2006), ერთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში (1968) და ერთ ოლიმპიურ თამაშებში (ოქროს მედალი 1936 წლის ზაფხულის ილიმპიადაში).

ეროვნული ნაკრების ტრადიციული მაისურის ფერი (ისევე როგორც ყველა იტალიური ნაკრები გუნდისა და ათლეტის, გარდა მოტო-სპორტისა) არის ლაჟვარდისფერი[1] (იტალ. azzurro), შესაბამისად ეროვნული ნაკრების წევრებს მეტსახელად Azzurri უწოდებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა და პირველი ორი მსოფლიო თასი (1910-1938)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გუნდის პირველი მატჩი ჩატარდა მილანში 1910 წლის 15 მაისს,სადაც იტალიამ დაამარცხა საფრანგეთი ანგარიშით 6:2.მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა 4 000 მაყურებლისაგან პრიზად სიგარეტის კოლოფები მიიღო. იტალიელთა გუნდი ასეთი იყო (2-3-5):დე სიმონი (ვარისკო), კალი (ტრერე), ფოსატი, კაპელო (დებერანდი), რიცი, ჩევენინი, ლანა, ბიონიკი. პირველი კაპიტანი იყო ფრანჩესკო კალი.

იტალიამ პირველ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებში,სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ნახევარფინალში ურუგვაისთან მარცხის შემდეგ, გუნდმა ეგვიპტეს 11:3 მოუგო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე(1930) ვერ გასვლის შემდეგ იტალიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატები, ჯერ 1934 წელს, ხოლო შემდეგ 1938 წელს. წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს მთავრმა მწვრთნელმა ვიტორიო პოცომ და იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ჯუზეპე მეაცამ. იმ დროის სხვა ვარსკვლავები იყვნენ: ლუის მონტი, ჯოვანი ფერარი, სილვიო პოლა და ვირჯინიო როსეტა. მასპინძელმა იტალიამ რომში გამართულ ფინალში ჩეხოსლოვაკია 2:1 დაამარცხა რაიმუნდო ორსის და ანჯელო სკიავიოს გოლებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1946-1966)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს, სერია A-ს წინა ოთხი სეზონის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბ ტორინოს ფეხბურთელების ავიაკატასტროფაში დაღუპვის შედეგად იტალიის ნაკრების საწყის თერთმეტეულს 10 კაცი გამოაკლდა. შემდეგ წელს იტალია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ რაუნდს ვერ გასცდა, რაც უპირველეს ყოვლისა გამოწვეული იყო გრძელი და ფიზიკურად ძალიან დამღლელი ბრაზილიაში გემით მგზავრობით (საჰაერო მგზავრობა კიდევ ერთი ინციდენტის შიშით არ განხორციელდა).

1954 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე იტალიამ კვლავ ვერ დასძლია პირველი რაუნდი,1958 წელს კი საერთოდ ვერ გავიდა.1960-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო ასპარეზზე ორი იტალიური გუნდი — [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი და ინტერი დომინირებდა. ამ შედეგებს კი იტალიის ნაკრები ფეხს ვერ უწყობდა. იტალია მონაწილეობა არ მიუღია ევროპის პირველ ჩემპიონატში 1960 წელს, 1964 წელს კი საბჭოთა კავშირმა მეორე რაუნდში გამოთიშა ასპარეზობას.

1966 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ასპარეზობა დასამახსოვრებელია ჩრდილოეთ კორესთან 1:0 წაგებით.მიუხედავად იმისა რომ სკუადრა აძურა ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა და გუნდში ჰყავდა ჯანი რივერა და ბულგარელი, პირველივე რაუნდზე გამოთიშეს ნახევრად პროფესიონალმა ჩრდილოკორეელებმა და სახლში გაამგზავრეს. ჩრდილოეთკორეელი მეგოლე პაკ დუ იკი შეადარეს დავითს, რომელმაც დაამარცხა გოლიათი.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი (1968-1976)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს „სკუადარა აძურამ” ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის დამარცხებით მოიგო პირველი უმთავრსი საერთაშორისო ტურნირი 1938 წლის შემდეგ. ეს მ მატჩი განსაკუთრებულია იმით, რომ ეს იყო ერთადერთი საერთაშორისო ტურნირის ფინალი, რომლის ფინალიც გადათამაშებულ იქნა. მატჩი დამათავრდა ფერ 1:1. წესების თანახმად რამდენიმე დღეში გადათამაშდა და იტალიამ ლუიჯი რივას და ანასტასის გოლებით დაამარცხა მეტოქე.

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ევროპის ჩემპიონების რიგებში გამორჩეოდნენ ჯაჩინტო ფაკეტი, ლუიჯი რივა, ჯანი რივერა და ახალი ცენტრფორვარდი რობერტო ბონინსენია. იტალიელები 32 წლის შემდეგ გავიდნენ მუნდიალის ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის შემდეგ, სადაც იტალიელებმა 4:3 დაამარცხეს გერმანელები. ეს მატჩი ისტორიაში შევიდა როგორც საუკუნის ბრძოლა. მიუხედავად იმისა რომ ფინალში იტალია დამარცხდა ბრწყინვალედ მოთამაშე ბრაზილიასთან, 1970-იანი წლების ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესო იტალიის ნაკრებად. მექსიკურმა თაობამ თავისი საერთაშორისო წარმატებების ციკლი დაამთავრა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ბრძოლას გამოთიშა გრეგორ ლიატოს პოლონეთის ნაკრებმა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს არგენტინაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელთა ახალი თაობა გამოვიდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო პაოლო როსი. იტალიამ პირველ რაუნდში ბრწყინვალედ ითამაშა. იგი იყო ერთადერთი გუნდი ჩემპიონატზე,რომელმაც დაამარცხა ტურნირის მასპინძელი და მომავალი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები. შემდეგ იტალიამ მოუგო დასავლეთ გერმანიას, ავსტრიას, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ჰოლანდიასთან და მესამე ადგილისთვის მატჩიც ასევე დათმო 2:1 ბრაზილიასთან. ჰოლანდიასთან წაგებაში მთავარ დამნაშავედ მიიჩნიეს მეკარე დინო ძოფი, რომელმაც შორეული დარტყმა გაუშვა. იტალიამ შემდეგ უმასპინძლა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატს. ეს იყო პირველი ჩემპიოანტი, რომელიც ჩატარდა ოთხის ნაცვლად რვა გუნდს შორის და სადაც მასპინძელი გუნდი ავტომატურად მოხვდა ფინალურ ეტაპზე. იტალია მესამე ადგილისთვის მატჩში პენალტებით დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან.

სერია A-ში მომხდარი სკანდალის შემდეგ, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მათ შორის პაოლო როსი დაპატიმრებულები იყვნენ მატჩების გარიგებისთვის, იტალიის ნაკრები 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო სკეპტიციზმით და დისკომფორტით ჩავიდა.ჯგუფში პოლონეთთან, კამერუნთან და პერუსთან ნათამაშები 3 უღიმღამო ფრის შემდეგ იტალიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა. პრესა ხმამაღლა აკრიტიკებდა მწვრთნელ ენცო ბეარძოტის და კაპიტან დინო ძოფის.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იტალიურ ფეხბურთში კიდევ ერთი სკანდალი მომწიფდა, საქმე ეხებოდა ჩაწყობილ თამაშებს, რის გამოც რამდენიმე კლუბი და საფეხბურთო მესვეურები დაისაჯნენ.

2010-2014 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მსოფლიო თასის ჩაგდების შემდეგ იტალიის ნაკრების თავკაცად დაინიშნა ჩეზარე პრანდელი. პრანდელიმ დაიწყო ახალი გუნდის მშენებლობა და ნაკრებში გამოიძახა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდათ. პრანდელის გუნდმა კარგად იასპარეზა ევრო 2012-ზე. იტალიამ ჩემპიონატიდან გამოთიშა ინგლისისა და გერმანიის ნაკრებები და გავიდა ფინალში, სადაც დამარცხდა ეპოქალურ ესპანეთის ნაკრებთან 0-4.

პრანდელი გაუძღვა გუნდს 2014 წლის მუნდიალზეც, სადაც იტალია მოხვდა „სიკვდილის ჯგუფში“ ინგლისის, ურუგვაისა და წინასწარ აუტსაიდერად შერაცხულ კოსტა-რიკის ნაკრებებთან ერთად. იტალიამ იმედისმომცემად დაიწყო ჩემპიონატი, დაამარცხა რა ინგლისი ანგარიშით 2-1. მიუხედავად ამისა, იტალიამ წააგო დარჩენილი ორი მატჩი და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. ნაკრების წარმუატებლობა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნია პრანდელიმ და გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან[2]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 GK ჯანლუიჯი ბუფონი Captain sports.svg 28 იანვარი, 1978 (1978-01-28) (39 წლის) 153 0 იტალიის დროშა იუვენტუსი
12 GK სალვატორე სირიგუ 12 იანვარი, 1987 (1987-01-12) (30 წლის) 9 0 საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
13 GK მატია პერინი 10 ოქტომბერი, 1992 (1992-10-10) (25 წლის) 0 0 იტალიის დროშა ჯენოა
3 DF ჯორჯო კიელინი 14 აგვისტო, 1984 (1984-08-14) (33 წლის) 81 6 იტალიის დროშა იუვენტუსი
19 DF ლეონარდო ბონუჩი 1 მაისი, 1987 (1987-05-01) (30 წლის) 52 3 იტალიის დროშა მილანი
15 DF ანდრეა ბარძალი 8 მაისი, 1981 (1981-05-08) (36 წლის) 50 0 იტალიის დროშა იუვენტუსი
2 DF მატია დე შილიო 20 ოქტომბერი, 1992 (1992-10-20) (24 წლის) 22 0 იტალიის დროშა მილანი
7 DF იგნასიო აბატე 12 ნოემბერი, 1986 (1986-11-12) (30 წლის) 21 1 იტალიის დროშა მილანი
4 DF მატეო დარმიანი 2 დეკემბერი, 1989 (1989-12-02) (27 წლის) 18 1 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
20 DF გაბრიელ პალეტა 15 აგვისტო, 1986 (1986-08-15) (31 წლის) 3 0 იტალიის დროშა პარმა
20 DF ანჯელო ოგბონა 23 მაისი, 1988 (1988-05-23) (29 წლის) 2 0 ინგლისის დროშა ვესტ ჰემი
21 MF ანდრეა პირლო 19 მაისი, 1979 (1979-05-19) (38 წლის) 113 13 იტალიის დროშა იუვენტუსი
16 MF დანიელე დე როსი 24 ივლისი, 1983 (1983-07-24) (34 წლის) 97 15 იტალიის დროშა რომა
8 MF კლაუდიო მარკიზიო 19 იანვარი, 1986 (1986-01-19) (31 წლის) 53 4 იტალიის დროშა იუვენტუსი
14 MF ალბერტო აკვილანი 7 ივლისი, 1984 (1984-07-07) (33 წლის) 38 5 იტალიის დროშა ფიორენტინა
6 MF ანტონიო კანდრევა 28 თებერვალი, 1987 (1987-02-28) (30 წლის) 34 3 იტალიის დროშა ლაციო
5 MF ტიაგო მოტა 28 აგვისტო, 1982 (1982-08-28) (35 წლის) 23 1 საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
23 MF მარკო ვერატი 5 ნოემბერი, 1992 (1992-11-05) (24 წლის) 15 1 საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
18 MF მარკო პაროლო 25 იანვარი, 1985 (1985-01-25) (32 წლის) 15 0 იტალიის დროშა ლაციო
23 MF სებასტიან ჯოვინკო 26 იანვარი, 1987 (1987-01-26) (30 წლის) 13 0 კანადის დროშა ტორონტო
MF ალესანდრო ფლორენცი 11 მარტი, 1991 (1991-03-11) (26 წლის) 12 2 იტალიის დროშა რომა
10 FW ანტონიო კასანო 12 ივლისი, 1982 (1982-07-12) (35 წლის) 39 10 იტალიის დროშა პარმა
9 FW მარიო ბალოტელი 12 აგვისტო, 1990 (1990-08-12) (27 წლის) 33 13 იტალიის დროშა მილანი
FW სტეფან ელ შაარავი 27 სექტემბერი, 1992 (1992-09-27) (25 წლის) 17 2 იტალიის დროშა რომა
11 FW ალესიო ჩერჩი 23 ივლისი, 1987 (1987-07-23) (30 წლის) 13 0 იტალიის დროშა მილანი
17 FW გრაციანო პელე 15 ივლისი, 1985 (1985-07-15) (32 წლის) 9 4 ინგლისის დროშა საუთჰემპტონი
FW ედერი 15 ნოემბერი, 1986 (1986-11-15) (30 წლის) 7 2 იტალიის დროშა სამპდორია
22 FW ლორენცო ინსინიე 4 ივნისი, 1991 (1991-06-04) (26 წლის) 6 1 იტალიის დროშა ნაპოლი
22 FW მანოლო გაბიადინი 26 ნოემბერი, 1991 (1991-11-26) (25 წლის) 5 0 იტალიის დროშა ნაპოლი
17 FW ჩირო იმობილე 20 თებერვალი, 1990 (1990-02-20) (27 წლის) 4 0 ესპანეთის დროშა სევილია
FW ნიკოლა სანსონე 10 სექტემბერი, 1991 (1991-09-10) (26 წლის) 3 0 ესპანეთის დროშა ვილიარეალი

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელი (თამაში) გოლი
1 ლუიჯი რივა (42) 35
2 ჯუზეპე მეაცა (53) 33
3 სილვიო პიოლა (34) 30
4 რობერტო ბაჯო (56) 27
ალესანდრო დელ პიერო (91) 27
6 ადოლფო ბალონჩიერი (47) 25
ფილიპო ინძაგი (57) 25
ალესანდრო ალტობელი (61) 25
9 კრისტიან ვიერი (49) 23
ფრანჩესკო გრაციანი (64) 23

ჩატარებული თამაშების რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელი პერიოდი თამაში
1 ჯანლუიჯი ბუფონი 1997- 153
2 ფაბიო კანავარო 1997-2010 136
3 პაოლო მალდინი 1988–2002 126
4 ანდრეა პირლო 2002– 113
5 დინო ძოფი 1968–1983 112
6 ჯანლუკა ძამბროტა 1999–2010 98
7 დანიელე დე როსი 2004– 97
8 ჯაჩინტო ფაკეტი 1963–1977 94
9 ალესანდრო დელ პიერო 1995-2008 91
10 ფრანკო ბარეზი 1982–1994 81
10 ჯუზეპე ბერგომი 1982–1998 81
10 მარკო ტარდელი 1976–1985 81
10 ჯორჯო კიელინი 2006– 81

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლაჟვარდისფერი იყო იტალიის სამეფოს სამეფო კარის ფერი. პირველ მატჩში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ეცვა თეთრი მაისურები, ხოლო შორტები ყველა მოთამაშეს საკუთარი კლუბისა ჰქონდა; ლაჟვარდისფერი შორტები შემოღებულ იქნა მომდევნო მატჩში.
  2. Pensive Prandelli steps aside (ინგლისური)