გეორგე ჰაჯი
![]() ჰაჯი 2008 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1965 | ||
დაბადების ადგილი | შაცელე, რუმინეთი | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1978–1980 | ფარული კოსტანცა | ||
1980–1981 | ლუჩაფერულ ბუქარესტი | ||
1981–1982 | ფარული კოსტანცა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1982–1983 | ფარული | 18 | (7) |
1983–1987 | სპორტული | 108 | (58) |
1987–1990 | სტიაუა | 97 | (76) |
1990–1992 | რეალ მადრიდი | 64 | (16) |
1992–1994 | ბრეშია | 61 | (14) |
1994–1996 | ბარსელონა | 36 | (7) |
1996–2001 | გალათასარაი | 132 | (59) |
სულ | 516 | (237) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1983–2000 | რუმინეთი | 124 | (35) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001 | რუმინეთი | ||
2003–2004 | ბურსასფორი | ||
2004–2005 | გალათასარაი | ||
2006 | პოლიტეჰნიკა ტიმიშოარა | ||
2007 | სტიაუა | ||
2010–2011 | გალათასარაი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გეორგე ჰაჯი (რუმ. Gheorghe Hagi; დ. 5 თებერვალი, 1965) — რუმინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 80-ე ადგილზე დასახელდა. ითვლება რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.[1]
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაჯი დაიბადა 1965 წლის 5 თებერვალს, რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა შესანიშნავი ტექნიკითა და საფეხბურთო ინტელექტით. პროფესიონალური კარიერა „ფარულ კონსტანცაში“ დაიწყო, საიდანაც მალევე „სპორტულ სტუდენცესცის“ შეუერთდა.
ჰაჯიმ სწრაფად მიიპყრო ყურადღება თავისი შთამბეჭდავი თამაშით. 1983 წელს გადავიდა „სპორტულ ტუდენცესციში“, სადაც ორი სეზონი გაატარა და 58 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ასეთმა წარმატებულმა გამოსვლამ მას ეროვნული ნაკრებისკენ გაუხსნა კარი, რაც მისი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპად იქცა.
1987 წელს ჰაჯი რუმინეთის ტოპ-კლუბმა, ბუქარესტის „სტიაუამ“ გადაიბირა, რომელთან ერთად ზედიზედ სამჯერ რუმინეთის ჩემპიონის წოდება (1987, 1988, 1989) და რუმინეთის თასი მოიპოვა. ამავე პერიოდში ჰაჯი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ შემტევ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.
1989 წელს კლუბი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, თუმცა „მილანთან“ დამარცხდა.[2] ჰაჯიმ „სტიაუას“ მაისურით, 76 მატჩში 58 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
1990 წელს მადრიდის „რეალს“ შეუერთდა, რომელიც მისი ტრანსფერით გუნდის გაძლიერებას იმედოვნებდა. მიუხედავად რამდენიმე გამორჩეული მატჩისა, ის ბოლომდე ვერ მოერგო ესპანურ ფეხბურთს და „რეალში“ მხოლოდ ორი სეზონი გაატარა. „რეალში“ ჩატარებულ 64 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ესპანეთის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა (1990).
1992 წელს იტალიურ „ბრეშაში“ გადავიდა, სადაც გუნდს სერია B-ში დაქვეითების შემდეგ, სერია A-ში დაბრუნებაში დაეხმარა. ის გუნდის ლიდერი იყო, თუმცა მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის „ბრეშა“ არ იყო საკმარისად ძლიერი კლუბი.
1994 წელს იოჰან კრუიფის „ბარსელონას“ შეუერთდა, თუმცა თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ მოახერხა. მიუხედავად რამდენიმე ბრწყინვალე მატჩისა, მის მიერ „კამპ ნოუზე“ გატარებული პერიოდი მაინცდამაინც წარმატებულად ვერ ჩაითვალა.
1996 წელს თურქეთის „გალათასარაიში“ განაგრძო თამაში, რაც მისი საკლუბო კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. აქ ის კლუბის ნამდვილი ლეგენდა გახდა და უამრავი ტიტული მოიგო. ზედიზედ ოთხჯერ გახდა თურქეთის სუპერლიგის გამარჯვებული (1997–2000). ორჯერ მოიპოვა თურქეთის თასი (1999, 2000). 2000 წელს უეფას თასს დაეუფლა, როდესაც „გალათასარაიმ“ ფინალში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა. იმავე წელს უეფას სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა, როდესაც „გალათასარაიმ“ ფინალში მადრიდის „რეალს“ ანგარიშით 2–1 მოუგო.[3] „გალათასარაიში“ ჰაჯი ნამდვილ კერპად იქცა და მისი საფეხბურთო კარიერის ამ მონაკვეთის გამო დღესაც დიდ პატივისცემას იმსახურებს თურქი გულშემატკივრებისგან.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაჯიმ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 124 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. საუკეთესო სანაკრებო შედეგი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, როდესაც რუმინეთმა მისი კაპიტნობით მეოთხედფინალამდე მიაღწია.[4]
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
რუმინეთი![]() |
1983 | 5 | 0 |
1984 | 9 | 1 | |
1985 | 10 | 4 | |
1986 | 8 | 3 | |
1987 | 8 | 2 | |
1988 | 4 | 2 | |
1989 | 8 | 0 | |
1990 | 11 | 2 | |
1991 | 6 | 2 | |
1992 | 5 | 4 | |
1993 | 5 | 1 | |
1994 | 11 | 5 | |
1995 | 3 | 1 | |
1996 | 8 | 1 | |
1997 | 6 | 4 | |
1998 | 7 | 1 | |
1999 | 4 | 2 | |
2000 | 6 | 0 | |
ჯამში | 124 | 35 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუმინეთის ჩემპიონი: 1986–87, 1987–88, 1988–89
- რუმინეთის თასის მფლობელი: 1986–87, 1987–88, 1988–89
- უეფა-ს სუპერთასის მფლობელი: 1986
- ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტი: 1988–89
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 1990
- ესპანეთის თასის ფინალისტი: 1991–92
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 1994
- ესპანეთის თასის ფინალისტი: 1995–96
- თურქეთის ჩემპიონი: 1996–97, 1997–98, 1998–99, 1999–2000
- თურქეთის თასის მფლობელი: 1998–99, 1999–2000
- თურქეთის სუპერთასის მფლობელი: 1996, 1997
- უეფა-ს თასის მფლობელი: 1999–2000
- უეფა-ს სუპერთასის მფლობელი: 2000
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თურქეთის თასის მფლობელი: 2004–05
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გეორგე ჰაჯის ოფიციალური საიტი
- გეორგე ჰაჯი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- გეორგე ჰაჯი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Placar's 100 Craques do Século. rsssf.com.
- ↑ FCSB 0–4 Milan / European Cup final. 24 May 1989
- ↑ Real Madrid 1–2 Galatasaray / UEFA Super Cup. 25 August 2000
- ↑ Romania v Sweden / Quarter-finals | 1994 FIFA World Cup
- ↑ The FIFA 100. theguardian.com.
- ↑ Pele's list of the greatest. news.bbc.co.uk.
- ↑ Pelé's Choice of 125 Living Players. RSSSF.
- ↑ Fifa names greatest list. news.bbc.co.uk.
- ↑ FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé
- დაბადებული 1965
- ბრეშის ფეხბურთელები
- გალათასარაის ფეხბურთელები
- 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- იუნისეფის კეთილი ნების ელჩები
- უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები
- მადრიდის რეალის ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- რუმინელი ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- სუპერლიგის მწვრთნელები
- რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის ფეხბურთელები
- რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელები
- რუმინელი მამაკაცი მწერლები
- უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1996 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2000 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- დაბადებული 5 თებერვალი
- 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1984 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- სერია B-ს ფეხბურთელები