შინაარსზე გადასვლა

მაიკლ ოუენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ ოუენი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაიკლ ჯეიმზ ოუენი
დაბადების
თარიღი
14 დეკემბერი, 1979 (1979-12-14) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
ჩესტერი,
გაერთიანებული სამეფო
სიმაღლე 173 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1991–1996 ლივერპული
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996–2004 ლივერპული 216 (118)
2004–2005 რეალ მადრიდი 36 (13)
2005–2009 ნიუკასლ იუნაიტედი 71 (26)
2009–2012 მანჩესტერ იუნაიტედი 31 (5)
2012–2013 სტოკ სიტი 6 (1)
სულ 362 (163)
ეროვნული ნაკრები
1998–2008 ინგლისის ნაკრები 89 (40)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მაიკლ ჯეიმზ ოუენი (ინგლ. Michael James Owen; დ. 14 დეკემბერი, 1979, ჩესტერი) — ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.

ის არის ყოფილი ფეხბურთელის, ტერი ოუენის შვილი. ოუენმა კარიერა დაიწყო „ლივერპულში“, 1996 წელს. ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაშის შემდეგ მისი დებიუტი შედგა 1997 წლის მაისში. მან პირველ სეზონში 18 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით პრემიერ ლიგაში. მან იგივე შედეგი გაიმეორა მეორე სეზონშიც და იყო „ლივერპულის“ ბომბარდირი 1997-2004 წლებში, მიუხედავად მძიმე ტრავმისა. 2001 წელს „ლივერპულმა“ მოიგო სამი ტიტული, უეფა-ს თასი, ინგლისის თასი და საფეხბურთო ლიგის თასი. მან „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებულ 216 შეხვედრაში გაიტანა 118 გოლი.

2004 წელს ოუენი გადავიდა „მადრიდის რეალში“ 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ის ხშირად თამაშობდა შეცვლაზე, გაიტანა 13 გოლი ლა ლიგაში. შემდეგ სეზონში ის დაბრუნდა ინგლისში, „ნიუკასლ იუნაიტედში“ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 2005-06 წლების სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, ტრავმებით გამოწვეულმა იძულებითმა შვებულებამ გასტანა 18 თვეს. 2006 წელს მიღებული ტრავმა გახდა დავის საგანი ფიფას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის, რომელიც დასრულდა უპრეცედენტო, 10 მილიონი ევროს კომპენსაციით ნიუკასლის სასარგებლოდ. დაბრუნების შემდეგ ის გახდა კაპიტანი, 2007-08 წლების სეზონში იყო საუკეთესო ბომბარდირი. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის გადავიდა „მანჩესტერში“, თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ოუენის დებიუტი ნაკრების შემადგენლობაში შედგა 1998 წელს და გახდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა ნაკრების შემადგენლობაში. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობამ ფეხბურთელს მოუტანა აღიარება სამშობლოში და ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ევრო 2004-ზე და ევრო 2008-ზე. ოუენი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი ოთხ საერთაშორისო ტურნირზე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო ტრავმა, რომლის განკურნებასაც დასჭირდა ერთი წელი. რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 89 მატჩში გატანილი აქვს 40 გოლი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Michael Owen: Profile. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-05-01. ციტირების თარიღი: 2023-01-21.