ჯორჯ ვეა
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
George Tawlon Manneh Oppong Ousman Weah | ||
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1966 | ||
დაბადების ადგილი | მონროვია, ლიბერია | ||
სიმაღლე | 184 | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1981–1984 | Young Survivors Clareton | ||
1984–1985 | Bongrange Company | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1985–1986 | Mighty Barrolle | 10 | (7) |
1986–1987 | Invincible Eleven | 23 | (24) |
1987 | Africa Sports | 2 | (1) |
1987–1988 | Tonnerre Yaoundé | 18 | (14) |
1988–1992 | მონაკო | 103 | (47) |
1992–1995 | პარი სენ-ჟერმენი | 96 | (32) |
1995–2000 | მილანი | 114 | (46) |
2000 | ჩელსი | 11 | (3) |
2000 | მანჩესტერ სიტი | 7 | (1) |
2000–2001 | მარსელი | 19 | (5) |
2001–2003 | ალ-ჯაზირა | 8 | (13) |
ეროვნული ნაკრები | |||
1988–2007 | ლიბერია | 60 | (22) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჯორჯ ვეა (ინგლ. George Weah; დ. 1 ოქტომბერი, 1966, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი.
თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე აფრიკის, ევროპისა და აზიის საფეხბურთო კლუბებში და ლიბერიის ნაკრებში. განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი იტალიურ საფეხბურთო კლუბ მილანში და ფრანგულ კლუბებში მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენში. 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი, ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 52-ე ადგილზე დასახელდა.[1]
2005 წელს კენჭი იყარა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მეორე ტურში დამარცხდა მომავალ პრეზიდენტთან ელენ ჯონსონ-სირლიფთან, რომელიც პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა აფრიკის ისტორიაში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯორჯ ვეა — ფიფას ჩანაწერი
- ჯორჯ ვეას ინფო Soccerbase-ზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
|