არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
![]() | |||||||||||||||||||
მეტსახელ(ებ)ი | La Albiceleste (ცისფერ-თეთრები) | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ასოციაცია |
Asociación del Fútbol Argentino (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია) | ||||||||||||||||||
კონფედერაცია | კონმებოლი (სამხრეთი ამერიკა) | ||||||||||||||||||
მთავარი მწვრთვნელი | ლიონელ სკალონი | ||||||||||||||||||
კაპიტანი | ლიონელ მესი | ||||||||||||||||||
ყველაზე მეტი კეპი | ხავიერ მასკერანო (147) | ||||||||||||||||||
ბომბარდირი | ლიონელ მესი (71) | ||||||||||||||||||
სტადიონი |
El Monumental, Mario A. Kempes, Estadio Único | ||||||||||||||||||
ფიფა-ს კოდი | ARG | ||||||||||||||||||
ფიფა-ს რეიტინგი | 3 | ||||||||||||||||||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (მარტი 2007, ოქტომბერი 2007 – ივნისი 2008) | ||||||||||||||||||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 24 (აგვისტო 1996) | ||||||||||||||||||
ელო-ს რეიტინგი | 4 | ||||||||||||||||||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (ბოლოს 2007 წლის ივლისში, 34-ჯერ ჯამში) | ||||||||||||||||||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 28 (ივნისი 1990) | ||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
პირველი საერთაშორისო | |||||||||||||||||||
![]() ![]() (მონტევიდეო, ურუგვაი; 16 მაისი, 1901)[1][1] | |||||||||||||||||||
უდიდესი გამარჯვება | |||||||||||||||||||
![]() ![]() (მონტევიდეო, ურუგვაი; 22 იანვარი, 1942) | |||||||||||||||||||
უდიდესი დამარცხება | |||||||||||||||||||
![]() ![]() (ლა-პასი, ბოლივია; 1 აპრილი, 2009) | |||||||||||||||||||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 15 (პირველად 1930) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1978 და 1986 | ||||||||||||||||||
კოპა ამერიკა | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 39 (პირველად 1916) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1921, 1925, 1927, 1929, 1937, 1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957, 1959, 1991, 1993 | ||||||||||||||||||
კონფედერაციის თასი | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 3 (პირველად 1992) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1992 | ||||||||||||||||||
ჯილდოები
|
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1970-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1974 წლის მუნდიალზე არგენტინამ დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი.
არგენტინა მასპინძლობდა შემდგომ, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მას ნიდერლანდის ნაკრები შეხვდა. ფინალი ნიდერლანდმა კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში არგენტინა დაწინაურდა მარიო კემპესის გოლით. დიკ ნანინგას გოლით ნიდერლანდმა მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრა და მატჩის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ რობ რენსენბრინკის დარტყმა ძელს მოხვდა. დამატებით დროში მარიო კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
დიეგო მარადონას ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1986 წლის მუნდიალი იქცა დიეგო მარადონას ბენეფისად. ამ ჩემპიონატზე არგენტინამ მეორედ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალში მათ 3-2 დაამარცხეს გერმანიის ნაკრები. ბოლო, გამარჯვების გოლი მარადონას პასით ხორხე ბურუჩაგამ გაიტანა. მომდევნო, 1990 წლის მუნდიალის ფინალაში არგენტინა კვლავ გერმანიას დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა.
1998-დან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1998 წლის მუნდიალზე არგენტინა დიეგო მარადონას გარეშე გაემგზავრა, მაგრამ მას ჰყავდა გაბრიელ ბატისტუტა. არგენტინელებმა მერვედფინალში პენალტების სერიაში დაამაცხეს მუდმივი მეტოქე ინგლისი. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ნიდერლანდის ნაკრები იყო. ნიდერლანდი დაწინაურდა პატრიკ კლეივერტის გოლით, მაგრამ კლაუდიო ლოპესის გოლით არგენტინამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ნიდერლანდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 89-ე წუთზე დენის ბერგკამპის მიერ გატანილი გოლით. ბერგკამპმა მიიღო ფრენკ დე ბურის 55 მეტრიანი პასი, ერთი მოძრაობით მოატყუა რობერტო აიალა და გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი.[3]
2006 წლის მუნდიალზე არგენტინამ ჯგუფში მოიგო პირველი ორი მატჩი, ფრედ ითამაშა მესამე ნიდერლანდთან, გაიყო მასთან ქულები, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა პირველი ადგილი და მეოთხედფინალში გამოეთიშა ტურნირს გერმანიასთან პენალტების სერიაში წაგებით. 2010 წლის მუნდიალზე არგენტინა კვლავ გერმანიამ გამოაგდო, კვლავ მეოთხედფინალიდან, ამჯერად მატჩი 0-4 დასრულდა. ასევე გერმანიასთან შეხვდა არგენტინა მუნდიალი 2014-ის ფინალში. ძირითადი დრო 0-0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შესულმა მარიო გეცემ გაიტანა. არგენტინამ 1990 წლის შემდეგ პირველად კვლავ ვერცხლის მედლები მოიპოვა. არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩატარებული მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგ. | ფეხბურთელი | პერიოდი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|---|
1 | ხავიერ მასკერანო | 2003–2018 | 147 | 3 |
2 | ხავიერ ძანეტი | 1994–2011 | 143 | 4 |
3 | ლიონელ მესი | 2005– | 139 | 71 |
4 | რობერტო აიალა | 1994–2007 | 114 | 7 |
5 | დიეგო სიმეონე | 1988–2002 | 106 | 9 |
6 | ანხელ დი მარია | 2008– | 102 | 20 |
7 | სერხიო აგუერო | 2006– | 97 | 41 |
ოსკარ რუჯერი | 1983–1994 | 97 | 7 | |
9 | სერხიო რომერო | 2009– | 96 | 0 |
10 | დიეგო მარადონა | 1977–1994 | 91 | 34 |
ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- განახლდა: 2020 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით:[6]
ადგ. | ფეხბურთელი | პერიოდი | გოლი | მატჩი | საშ/მატჩში | ოფიც. მატჩ. გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ლიონელ მესი | 2005– | 71 | 139 | 0.51 | 37 |
2 | გაბრიელ ბატისტუტა | 1991–2002 | 54 | 77 | 0.7 | 38 |
3 | სერხიო აგუერო | 2006– | 41 | 97 | 0.42 | 20 |
4 | ერნან კრესპო | 1995–2007 | 35 | 64 | 0.55 | 26 |
5 | დიეგო მარადონა | 1977–1994 | 34 | 91 | 0.37 | 15 |
6 | გონსალო იგუაინი | 2009–2018 | 31 | 75 | 0.41 | 23 |
7 | ლუის არტიმე | 1961–1967 | 24 | 25 | 0.96 | ? |
8 | დანიელ პასარელა | 1976–1986 | 23 | 70 | 0.33 | 6 |
9 | ლეოპოლდო ლუკე | 1975–1981 | 21 | 45 | 0.49 | 8 |
ხოსე სანფილიპო | 1956–1962 | 21 | 29 | 0.76 | ? |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Pelayes, Héctor Darío. (September 24, 2010) ARGENTINA-URUGUAY Matches 1902–2009. RSSSF. ციტირების თარიღი: November 7, 2010.
- ↑ After 1988, the tournament has been restricted to squads with no more than 3 players over the age of 23, and these matches are not regarded as part of the national team's record, nor are caps awarded.
- ↑ Netherlands ready to revive Argentina rivalry
- ↑ FIFA Century Club. FIFA. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Appearances for Argentina National Team. RSSSF.com (17 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Goalscoring for Argentina National Team. RSSSF.com (17 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
|
|
|