ლოთარ მათეუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოთარ მათეუსი
Lothar Matthäus
6423 Lothar Matthäus.JPG
პირადი მონაცემები
სრული სახელი ლოთარ ჰერბერტ მათეუსი
დაბადების
თარიღი
21 მარტი, 1961 (1961-03-21) (56 წლის)
დაბადების
ადგილი
ერლანგენი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 174 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
მცველი (ლიბერო)/ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1971–1979 en:FC Herzogenaurach
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1979–1984 ბორუსია მენხენგლადბახი 162 (36)
1984–1988 ბაიერნი მიუნხენი 113 (57)
1988–1992 ინტერი მილანი 115 (40)
1992–2000 ბაიერნი მიუნხენი 189 (28)
2000 en:MetroStars 16 (0)
სულ 595 (161)
ეროვნული ნაკრები
1979–1983 გერმანია 21 წლ. 15 (2)
1979–1981 დასავლეთ გერმანია B 4 (1)
1980–2000 გერმანია 150 (23)
სამწვრთნელო კარიერა
2001–2002 რაპიდი ვენა
2002–2003 პარტიზანი
2004–2006 უნგრეთი
2006 ატლეტიკო პარანაენსე
2006–2007 რედ ბული ზალცბურგი
2008–2009 მაკაბი ნეთანია
2010–2011 ბულგარეთი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ლოთარ ჰერბერტ მათეუსი (გერმ. Lothar Herbert Matthäus; დ. 21 მარტი 1961, ერლანგენი, გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი; მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი; ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 1980–2000 წლებში მონაწილეობა მიიღო 150 თამაშში, რაც საუკეთესო შედეგია ნაკრების ისტორიაში. მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხ (1980, 1984, 1988, 2000) ჩემპიონატზე. მათეუსი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზა. მან ევრო 2000-ზე 39 წლისამ ითამაშა.

მწვრთნელის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათეუსმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს დაიწყო. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხშირად ეხვეოდა სკანდალებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში. წვრთნიდა ვენის „რაპიდს“, რომელმაც მათეუსის ხელმძღვანელობით 32 მატჩი გამართა, 9-ში გაიმარჯვა, ამდენივე ფრედ დაასრულა, ხოლო 14-ში დამარცხდა. ბელგრადის „პარტიზანში“ მათეუსმა უკეთესი შედეგები აჩვენა: 43 შეხვედრა, 28 გამარჯვება, 6 ფრე და 9 წაგება

ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ მათეუსმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, 7 მატჩის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება), მათეუსმა გუნდი დატოვა და მიზეზად ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილი დაასახელა. 2008-09 სეზონის განმავლობაში მათეუსი ნეთანიის „მაკაბიში“ მუშაობდა. 2009 წლის აპრილში, კლუბის ხელმძღვანელობამ მათეუსი გაათავისუფლა. მათეუსის ხელმძღვანელობით მაკაბიმ 45 მატჩი გამართა, 19-ში გაიმარჯვა, 14 ფრედ დაასრულა, 12-ში კი დამარცხდა.

მათეუსი ასევე თავკაცობდა ზალცბურგის „რედ ბულსს“, უნგრეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს. უნგრეთის ნაკრებში მათეუსი 003 წლის 14 დეკემბერს დაინიშნა და პოსტზე 2005 წლის ბოლომდე დარჩა. შედეგები ასეთი იყო: 28 მატჩში 11 მოგება, 3 ფრე და 14 წაგება. ბულგარეთის ნაკრებში მათეუსი 2010 წლის სექტემბერიდან 1-წლიანი კონტრაქტით მუშაობდა. 2011 წლის სექტემბერში ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის პოსტიდან დაითხოვა. 11 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება - ასეთი იყო მათეუსის მონაგარი ბულგარეთის ეროვნულ გუნდში.

2014 წლის ნოემბერში საქართველოს მწვრთნელი,თემურ ქეცბაია გადადგა და დანდი იუნაიტედში წავიდა. ახალ მწვრთნელად განიხილებოდა სხვადასხვა კანდიდატი, მათ შორის ლოთარ მათეუსიც, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მათეუსის აგენტისგან შეთავაზება მიიღო. [2]

საფეხბურთო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი კლუბი თამაში/გოლი ტიტული
1979-84 ბორუსია მიონხენგლადბახი 162 / 36
1984-88 ბაიერნი (მიუნხენი) 113 / 57 გერმანიის ჩემპიონი:1985, 1986, 1987
გერმანიის თასი:1986
1988-92 ინტერი 115 / 40 უეფას თასი:1991
იტალიის ჩემპიონი:1989
იტალიის სუპერ თასი:1989
1992-2000 ბაიერნი (მიუნხენი) 189 / 28 უეფას თასი:1996
გერმანიის ჩემპიონი:1994, 1997, 1999, 2000
გერმანიის თასი:1998, 2000
2000 მეტროსტარსი 16 / 0
1980-2000 გერმანია 150 / 23 მსოფლიოს ჩემპიონი:1990
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1982, 1986
ევროპის ჩემპიონი: 1980
პირადი მიღწევები
1990 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1990 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
1990 ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი
1991 ფიფას წლის ფეხბურთელი
1990, 1999 გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lothar Matthäus. transfermarkt.co.uk. წაკითხვის თარიღი: 16 March 2012.
  2. http://www.tabula.ge/ge/story/90153-sichinava-qecbaias-shemcvlelad-mateusis-kandidaturac-ganixileba