შინაარსზე გადასვლა

ზიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზიკო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არტურ ანტუნეშ კოიმბრა
დაბადების
თარიღი
3 მარტი, 1953 (1953-03-03) (72 წლის)
დაბადების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1960–1972 ფლამენგო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1983 ფლამენგო 506 (378)
1983–1985 უდინეზე 39 (22)
1985–1989 ფლამენგო 74 (21)
1991–1994 კაშიმა ანტლერსი 45 (35)
სულ 664 (456)
ეროვნული ნაკრები
1971 ბრაზილია 23-წლ. 5 (1)
1976–1986 ბრაზილია 71 (48)
სამწვრთნელო კარიერა
1999 კაშიმა ანტლერსი
2002–2006 იაპონია
2006–2008 ფენერბახჩე
2008 ბუნიოდკორი
2009 ცსკა მოსკოვი
2009–2010 ოლიმპიაკოსი
2011–2012 ერაყი
2013–2014 ალ-გარაფა
2014–2016 გოა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არტურ ანტუნეშ კოიმბრა (პორტ. Arthur Antunes Coimbra; დ. 3 მარტი, 1953, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ზიკო.[1] 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად.[2][3][4]

ზიკოს საკლუბო კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაკავშირებულია ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“, სადაც 1971–1983 წლებში თამაშობდა. მის მიერ „ფლამენგოსთან“ ერთად მოპოვებულ სხვადასხვა ტიტულებს შორის აღსანიშნავია ბრაზილიის ჩემპიონობა (1980, 1982, 1983), კოპა ლიბერტადორესი (1981) და საკონტინენტთაშორისო თასი (1981).

1983–1985 წლებში თამაშობდა იტალიურ „უდინეზეში“, სადაც სერია A-ს ფარგლებში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით ნათამაშებ 53 მატჩში 30 გოლი შეაგდო.

მოგვიანებით დაბრუნდა „ფლამენგოში“ (1985–1989), ხოლო კარიერა დაასრულა იაპონურ „კაშიმა ანტლერსში“ (1991–1994), სადაც მისმა გამოსვლამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა იაპონური ფეხბურთის განვითარებას.

ზიკომ „ფლამენგოს“ რიგებში 1971–1983 და 1985–1989 წლებში ჯამში 731 მატჩი ჩაატარა (სხვადასხვა ტურნირზე) და 568 გოლი გაიტანა. ეს მონაცემები მოიცავს ბრაზილიის სერია A-ს, კარიოკას ჩემპიონატს (რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი), კოპა ლიბერტადორესსა და სხვა ტურნირებს.

1980 წლის ბრაზილიის ჩემპიონატის ფინალში „ატლეტიკო მინეიროს“ წინააღმდეგ, რომელიც „ფლამენგომ“ 3–2 მოიგო, ზიკომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ეს იყო „ფლამენგოს“ პირველი ეროვნული ტიტული, სადაც ზიკო გუნდის ლიდერი და გადამწყვეტი ფიგურა იყო.

„ფლამენგოში“ ჩატარებულ მნიშვნელოვან მატჩებს შორის აღსანიშნავია 1981 წლის კოპა ლიბერტადორესის სამმატჩიანი ფინალი, სადაც „ფლამენგომ“ მარიო სოტოს „კობრელოას“ საერთო ჯამში 4–2 (2–1,[5] 0–1,[6] 2–0[7]) მოუგო და ოთხივე ბურთი ზიკომ გაიტანა. შედეგად ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და ბომბარდირად (11 გოლი) დასახელდა.[8][9]

ასევე აღსანიშნავია ტოკიოში გამართული 1981 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი, როდესაც „ფლამენგომ“ 3–0 მოუგო ინგლისის „ლივერპულს“. ამ გამარჯვებაში ზიკომ გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა გოლები გაიტანეს ნუნიესმა (2) და ადილიომ. ზიკო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[10]

ზიკო ხშირად გამოირჩეოდა ე.წ. „ფლა-ფლუ“ დერბიში, „ფლამენგოსა“ და „ფლუმინენსეს“ შორის ლეგენდარულ შეხვედრებში. მაგალითად, 1976 წლის 16 მაისს, „ფლამენგომ“ 4–1 მოიგო, ზიკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ზოგადად, ზიკოს 19 გოლი აქვს გატანილი „ფლუმინენსეს“ წინააღმდეგ, რაც რეკორდია ამ დერბის ისტორიაში.

1976–1986 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 71 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1976 წლის 25 თებერვალს, ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ატლანტიკის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. ბრაზილიელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვალდირ პერესი, ამარალი, ნელინიო, შიკაო, რიველინო, ზიკო, ფლეშა, ედუ, ლულა, მიგელი და პალინია. მატჩი მონტევიდეოში, „ესტადიო სენტენარიოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. ბურთები ბრაზილიელთაგან ზიკომ და ნელინიომ გაიტანეს.[11]

ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1986 წლის 21 ივნისს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი გვადალახარაში, „ესტადიო ხალისკოზე“ გაიმართა და როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო ფრედ — 1–1 დამთავრდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერია ფრანგების სასარგებლოდ წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 4–3 დასრულდა.[12]

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიკომ მსოფლიო ჩემპიონატების 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 ბურთი გაიტანა.[13]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა ბრაზილიის დროშა 8 ნახევარმცველი 6 1 3 3 0
მესამე ადგილი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი ბრაზილიის დროშა 10 ნახევარმცველი 5 4 4 0 1
მეორე რაუნდი
1986 მექსიკის დროშა მექსიკა ბრაზილიის დროშა 10 ნახევარმცველი 3 0 2 1 0
მეოთხედფინალი
კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა ლიგა(1) თასი(2) საერთ(4) სხვა(4) ჯამში(5) გპმ(6)
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ფლამენგო
ბრაზილიის დროშა
სერია A 1971 15 2 - - - - - - 2 0 17 2 0,11
1972 4 0 2 0 - - - - - - 6 0 0,00
1973 26 8 9 0 - - - - - - 35 8 0,22
1974 19 12 31 20 - - - - - - 50 32 0,69
1975 27 10 29 30 - - - - - - 56 40 0,71
1976 20 14 27 18 - - - - - - 47 32 0,68
1977 18 10 29 27 - - - - - - 47 37 0,78
1978 - - 22 19 - - - - - - 22 19 0,86
1979 8 5 42 60 - - - - - - 50 65 1,30
1980 19 21 22 17 - - - - 4 2 45 40 0,88
1981 8 3 35 25 - - 14 11 - - 57 39 0,68
1982 23 21 23 21 - - 4 2 - - 50 44 0,88
1983 25 17 - - - - 4 3 - - 29 20 0,68
1985 3 1 3 2 - - - - - - 6 3 0,50
1986 - - 4 3 - - - - - - 6 3 0,75
1987 12 5 5 1 - - - - - - 17 6 0,35
1988 14 4 6 0 - - - - - - 20 4 0,20
1989 8 2 11 2 7 3 1 0 - - 20 4 0,20
ჯამში 249 135 300 245 7 3 22 16 6 2 584 401 0,68
უდინეზე
იტალიის დროშა
სერია A 1983-84 24 19 - - 9 5 - - - - 33 24 0,72
1984-85 16 3 - - 4 3 - - - - 20 6 0,30
ჯამში 40 22 0 0 13 8 0 0 0 0 53 30 0,56
კაშიმა ანტლერსი
იაპონიის დროშა
ჯეი ლიგა 1991-1992 22 21 - - - - - - - - 22 21 0,95
1992 - - - - 12 7 - - - - 12 7 0,58
1993 17 9 - - 7 3 - - - - 24 12 0,50
1994 7 5 - - - - - - - - 7 5 0,30
ჯამში 46 35 0 0 19 10 0 0 0 0 65 45 0,69
სულ ჯამში 335 192 300 245 39 21 22 16 6 2 702 476 0,67
(1) გუანაბარას თასის (1971, 1980) მონაცემების ჩათვლით.
(2) კარიოკის ლიგის (1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1978, 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 1987, 1988, 1989) მონაცემების ჩათვლით.
(3) იტალიის თასისა (1983-84, 1984-85) და ბრაზილიის თასის (1989) მონაცემების ჩათვლით.
(4) ლიბერტადორესის თასის (1981, 1982, 1983), საკონტინენტთაშორისო თასისა (1981) და სამხრეთ ამერიკის სუპერთასის (1989) მონაცემების ჩათვლით.
(5) არ მოიცავს ამხანაგურ მატჩებში გატანილ გოლებს.
ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური კოპა
ამერიკა
შესარჩევი მუნდიალი ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბრაზილია
ბრაზილიის დროშა
1976 9 6 - - - - - - 9 6
1977 4 1 - - 3 5 - - 7 6
1978 5 2 - - - - 6 1 11 3
1979 2 3 3 2 - - - - 5 5
1980 5 4 - - - - - - 5 4
1981 8 5 - - 4 5 - - 12 10
1982 6 4 - - - - 5 4 11 8
1983 1 0 - - - - - - 1 0
1985 1 2 - - 4 1 - - 5 3
1986 2 3 - - - - 3 0 5 3
სულ ჯამში 43 30 3 2 11 11 14 4 71 48
ბრაზილიის დროშა ფლამენგო
ბრაზილიის დროშა ბრაზილია

ზიკო „ფლამენგოს“ ისტორიაში „მარაკანას“ სტადიონზე გატანილი ყველაზე მეტი გოლის (333) ავტორია.

1981 წლის სეზონში ზიკომ 60-ზე მეტი გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე, რაც მის საკლუბო კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მიღწევად ითვლება.

ზიკო ცნობილი იყო თავისუფალი დარტყმების ოსტატობით. მისი თქმით, „ფლამენგოში“ 101 გოლი გაიტანა პირდაპირი თავისუფალი დარტყმებით, რაც მსოფლიო რეკორდად ითვლება.

ზიკოს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ითვლება „ჟოგო ბონიტოს“ (ლამაზი თამაშის) სიმბოლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტული არ მოუგია, მისი გავლენა ბრაზილიურ ფეხბურთზე საყოველთაოდ აღიარებულია. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო „ათიანად“. მისი გამორჩეული საფეხბურთო ნიჭისა და თამაშზე მისი ინდივიდუალური გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე ხშირად ადარებდნენ პელეს, მარადონასა და კრუიფს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Facebook · Twitter
თემატური საიტები
AFS · FIFA · National Football Teams
National Football Teams
1976 · 1977 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982 · 1983 · 1985 · 1986
Planet World Cup · RSSSF · Torcida
1978 · 1978 · 1978 · 1982 · 1982 · 1982 · 1986 · 1986 · 1986
ფოტო · მედია
Placar Magazine · The Guardian
  1. ბრაზილიური მეტსახელების წარმოშობის ისტორია
  2. World Cup 1982 (Spain). ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-18. ციტირების თარიღი: 2020-08-24.
  3. Dalla A alla Zico, i grandi numeri 10 del calcio internazionale. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-02. ციტირების თარიღი: 2022-10-06.
  4. Classic players: Zico
  5. Libertadores: Flamengo 2 x 1 Cobreloa
  6. Libertadores: Cobreloa 1 x 0 Flamengo
  7. Flamengo Campeão da Copa Libertadores de 1981
  8. Cuando Flamengo tocó el cielo con las manos
  9. Flamengo campeón de la Libertadores 1981: una serie de eventos afortunados y una desgracia
  10. Toyota Cup - Most Valuable Player of the Match Award
  11. Uruguay 1–2 Brazil, 25 February 1976.
  12. France 1–1 Brazil, 21 June 1986.
  13. Zico in the World Cups.
  14. Copa Julio Roca 1976.
  15. Argentina–Brazil Matches 1914–2008. RSSSF.
  16. 1982 FIFA World Cup All-Star Team.
  17. South American Player of the Year 1977.
  18. South American Player of the Year 1981.
  19. South American Player of the Year 1982.
  20. South American Player of the Year 1976.
  21. South American Player of the Year 1980.
  22. Placar's 100 Craques do Século.
  23. The FIFA 100. theguardian.com.
  24. Pele's list of the greatest. news.bbc.co.uk.
  25. Pelé's Choice of 125 Living Players. RSSSF.
  26. Fifa names greatest list. news.bbc.co.uk.
  27. FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé
  28. Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზიკო&oldid=4819101“-დან