* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ჯანი რივერა (იტალ.Giovanni (Gianni) Rivera; დ. 18 აგვისტო, 1943, ალესანდრია, პიემონტი, იტალია) — იტალიელიფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1969 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, სწორედ იმ წელს როდესაც „მილანმა“ევროპის ჩემპიონთა თასი მეორედ მოიგო. რივერა არის ალესანდრიის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. მას დებიუტი სერია ა-ში ჰქონდა 1959 წლის 2 ივნისს, 15 წლის ასაკში ინტერის წინააღმდეგ. მან ითამაშა მხოლოდ 26 მატჩი თავის პირველ გუნში სადაც 6 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ იტალიაში ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი მილანმა შეიძინა იმ დროისთვის რეკორდულ თანხად - $200 000.[1]1962 წელს ჯანიმ მოიგო თავისი პირველი სკუდეტო მილანთან ერთად და იმავე წლის 13 მაისს შედგა მისი დებიუტი იტალიის ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატზე სადაც იტალიის საფეხბურთო ნაკრები დასავლეთ გერმანიის ფედერაციას დაუპირისპირდა ჩილეში. ეს შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
სკუდეტოს მოგების შემდეგ რივერამ მილანთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, 1962 წელს როდესაც მილანმაბენფიკას სძლია ანგარიშით 2-1. 1967/68 წლებში ჯანიმ მილანთან ერთად ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. იმავე წელს მან მეორე ადგილი აიღო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში. შემდეგი სეზონი მილანისთვის და ამავდროულად ჯანისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მან მოიგო ჩემპიონთა თასი და დაიმსახურა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ჯანი რივერამ მილანი თასების მფლობელტა თასის ორ ფინალში გაიყვანა, 1973 და 1974 წლებში. პირველი მათგანი მილანმა მოიგო მეორე კი დათმო. 70-იან წლებში ჯანიმ მილანთან ერთად ასევე შეძლო რამდენიმეჯერ იტალიის თასის მოგება.