აზიის ფეხბურთის კონფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია
Asian Football Confederation
დევიზი المستقبل هو آسيا და The Future is Àsia (El futur és Àsia)
შეიქმნა 8 მაისი, 1954
ტიპი საფეხბურთო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა კუალა-ლუმპური, მალაიზია
წევრები 47 საფეხბურთო ასოციაცია
ენა ინგლისური
თავმჯდომარე Salman Bin Ibrahim Al-Khalifa
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია რუკა
the-afc.com

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია (ინგლ. Asian Football Confederation) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს აზიასა და ავსტრალიაში. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება თავისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

კონფედერაცია დაარსდა 1954 წელს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში. 2013 წლიდან ორგანიზაციის პრეზიდენტია ბაჰრეინის სამეფო ოჯახის წევრი სალმან ბინ იბრაგიმ ალ-ხალიფა.

კონფედერაციის წევრთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა სამხრეთ კორეის ნაკრებმა, რომელმაც 2002 წლის მუნდიალზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ორგანიზებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება აზიის თასი, რომელიც ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს იაპონიის ნაკრებს (4-ჯერ).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. AFC.


Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.