კარლოს ტევესი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კარლოს ალბერტო მარტინეს ტევესი | ||
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1984 | ||
დაბადების ადგილი |
სიუდადელა, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1992–1996 | ოლ ბოისი | ||
1997–2001 | ბოკა ხუნიორსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2004 | ბოკა ხუნიორსი | 75 | (26) |
2004–2006 | კორინთიანსი | 38 | (25) |
2006–2007 | ვესტ ჰემი | 26 | (7) |
2007–2009 | მან. იუნაიტედი | 63 | (19) |
2009-2013 | მანჩესტერ სიტი | 107 | (58) |
2013–2015 | იუვენტუსი | 66 | (39) |
2015–2016 | ბოკა ხუნიორსი | 34 | (14) |
2017 | შანხაი შენჰუა | 16 | (4) |
2018–2021 | ბოკა ხუნიორსი | 66 | (22) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001 | არგენტინა 17 წლ. | 6 | (2) |
2004 | არგენტინა 23 წლ. | 6 | (8) |
2004–2015 | არგენტინა | 76 | (13) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |

კარლოს ტევესი (ესპ. Carlos Alberto Martínez Tevez; დ. 5 თებერვალი, 1984, სიუდადელა, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.[1]
კარლოს ტევესმა თავისი საფეხბურთო კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩაატარა. „ბოკას“ რიგებში მან დაჰყო 2004 წლამდე და 75 მატჩში 25 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად ის გახდა არგენტინის ჩემპიონი, ლიბერტადორესის თასის, საკონტინენტთაშორისო თასისა და სამხრეთ ამერიკის თასის მფლობელი. მონაწილეობდა 2003 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.
2004 წლის დეკემბერში ის გადავიდა ბრაზილიურ „კორინთიანსში“. ტრანსფერმა, რომელმაც 20 მილიონი დოლარი შეადგინა ყველანაირი რეკორდი მოხსნა.[2][3][4] ტევესი გუნდის კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი გახდა. მან გუნდთან ერთად 2005 წლის ბრაზილიის სერია A მოიგო, ამავე წელს გახდა ბრაზილიის წლის მოთამაშე. 2004 წლის ოლიმპიადაზე, ათენში არგენტინასთან ერთად მოიგო ოქროს მედალი.
2006 წლის 31 აგვისტოს ევროპაში შედგა ხმაურიანი ტრანსფერი რომლის შედეგად კარლოს ტევესი „კორინთიანსიდან“ „ნისლიან ალბიონზე“ გადაბარგდა, კერძოდ კი, „ვესტ ჰემში“, რომელიც იმ წელს ინგლისის პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძოდა.[5] 26 მატჩში ტევესმა 7 გოლი გაიტანა. გადამწყვეტ თამაშში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ვესტ ჰემმა“ სწორედ ტევესის გოლით მოიგო და პრემიერლიგაში დარჩა. თამაშის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეცდებოდა კარლოს ტევესი თავის გუნდში ეხილა.
2007 წლის 10 აგვისტოს ტევესი ოფიციალურად ხდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე.[6] სადებიუტო სეზონში თავის კლუბს 19 გოლით დაეხმარა და მოიგო როგორც ინგლისის პრემიერლიგა, ასევე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. 2008–2009 წლების სეზონში არგენტინელი, გუნდში ახლად გადმოსული დიმიტრი ბერბატოვის შემცვლელი გახდა, რაც მას არ აკმაყოფილებდა. 2009 წლის ზაფხულში აწარმოებდა მოლაპარაკებას იჯარის წესით სადმე გაშვებაზე, მაგრამ საბოლოოდ მან ყველაფერზე უარი თქვა და მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი. 2 კვირის შემდეგ, 14 ივლისს ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს და გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“.[7] კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტრანსფერის შესახებ განაცხადა: „ეს შესანიშნავი სიახლეა — კარლოსი არის მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელიც ჩვენს კლუბს დაეხმარება წინსვლაში“. არგენტინელმა, ისევე როგორც „მანჩესტერ იუნაიტედში“, 32 ნომრიანი მაისური აირჩია.
2009–2010 წლების სეზონში ტევესმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 38 თამაშში 29 გოლი გაიტანა.[8][9]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 2003 აპერტურა
- ლიბერტადორესის თასი: 2003
- სამხრეთ ამერიკის თასი: 2004
- საკონტინენტთაშორისო თასი: 2003
- არგენტინის საფეხბურთო თასი: 2014–15
- არგენტინის საფეხბურთო სუპერთასი: 2018
- ბრაზილიის სერია A: 2005
- ინგლისის პრემიერლიგა (2): 2007–08, 2008–09
- ინგლისის ლიგის თასი: 2008–09
- ინგლისის სუპერთასი: 2008
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2007–08
- ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2008
- ინგლისის პრემიერლიგა: 2011–12
- ინგლისის თასი: 2010–11
- ინგლისის სუპერთასი: 2012
- იტალიის სერია A: 2013-14, 2014-15
- იტალიის თასი: 2014-15
- იტალიის სუპერთასი: 2013
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი: 2003
- ზაფხულის ოლიმპიადა: 2004
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კარლოს ტევესი“ ვიკისაწყობში.
- კარლოს ტევესი — BDFA
- კარლოს ტევესი — FootballDatabase.eu
- კარლოს ტევესი — National-Football-Teams.com
- კარლოს ტევესი — Soccerbase
- კარლოს ტევესი — Soccerway
- კარლოს ტევესი დაარქივებული 2011-08-12 საიტზე Wayback Machine. — Sports-Reference.com
- კარლოს ტევესი — Transfermarkt
- კარლოს ტევესი — Twitter
- კარლოს ტევესი — WorldFootball.net
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ #BienvenidoCarlitos ¡Tevez volvió a casa! Hoy se sumó al plantel de Guillermo en Cardales y ya se entrena con sus compañeros. #VamosBoca. Boca Juniors' official Twitter account (5 იანვარი, 2018). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019.
- ↑ Parceria MSI/Corinthians será remetida ao MP Federal Portuguese. Conjur (14 აპრილი, 2005). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019.
- ↑ "Corinthians receive their own benefactor", The Guardian, 10 დეკემბერი, 2004. წაკითხვის თარიღი: 10 ნოემბერი, 2019.
- ↑ Argentina's Carlos Tévez: Warrior from Fuerte Apache. Soccerphile. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019.
- ↑ „Carlos Tévez's chequered transfer history“. The Daily Telegraph. London. 5 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Man Utd set to wrap up Tévez deal“. BBC Sport. 10 აგვისტო, 2007. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Tévez completes move to Man City“. BBC Sport. 14 ივლისი, 2009. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Orstein, David (9 ნოემბერი, 2010). „Why Carlos Tevez is so important to Manchester City“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Wilson, Jonathon (9 ნოემბერი, 2010). „The Question: Why is Carlos Tevez so vital to Manchester City?“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)
|
|
|
|
- დაბადებული 5 თებერვალი
- დაბადებული 1984
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელები
- ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- კორინთიანსის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ვესტ ჰემ იუნაიტედის ფეხბურთელები
- მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები
- მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- იუვენტუსის ფეხბურთელები
- ჩინეთის სუპერ ლიგის ფეხბურთელები
- შანხაი შენხუას ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 2005 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2007 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2011 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2015 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელი