მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978: ფინალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1978
ტურნირი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1978
თარიღი 25 ივნისი 1978
არენა ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი
საუკეთესო ფეხბურთელი მარიო კემპესი არგენტინის დროშა
მსაჯი სერჯო გონელა (იტალია)
დასწრება 71,483
1974
1982

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978-ის ფინალი გაიმართა 1978 წლის 25 ივნისს, ბუენოს-აირესში. ტურნირის მასპინძელმა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 3–1 დამატებით დროში. ეს იყო არგენტინის ნაკრების პირველი ტიტული და ნიდერლანდების ნაკრების ზედიზედ მეორე წაგებული ფინალი ტურნირის მასპინძელთან. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული მარიო კემპესი, რომელმაც წინა მატჩებში გატანილ ოთხ ბურთს ფინალში კიდევ ორი მიამატა და ექვსი გატანილი ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.

გზა ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინა მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც ნიდერლანდელებმა იმდენად შთამბეჭდავად იასპარეზეს, რომ ბევრს გულიც კი დასწყვიტა ჩემპიონატის ფინალში მათი გუნდის დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან წაგებამ, ამჯერად ტოტალური ფეხბურთის კანონმდებლები არგენტინას ყველა დროის საუკეთესო ნიდერლანდელი ფეხბურთელის — იოჰან კრუიფის გარეშე ესტუმრნენ, რომელმაც, როგორც წლების მერე გაირკვა, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო ვერ შეძლო გუნდთან ერთად არგენტინაში გამგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის მიღება.[1][2][3][4]

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა რობ რენსენბრინკის, რუდ კროლის, არი ჰაანის, ჯონი რეპის, იოჰან ნეესკენსის და სხვათა ჩათვლით, არგენტინის მუნდიალისთვის მაინც მოახერხა თავისი ძირითადი შემადგენლობის შენარჩუნება — პირველი ჯგუფური ეტაპი იმდენად უფერულად ჩაატარა, რომ ნაკრების ერთგულმა გულშემატკივრებმა მათზე ხელიც კი ჩაიქნიეს, ხოლო ფეხბურთის სპეციალისტთა უმრავლესობამ იგი უმალ ჩამოწერა ფავორიტთა რიგებიდან, რადგანაც პერუსთან უღიმღამო ფრის (0–0)[5] და შოტლანდიასთან წაგების (2–3) შემდეგ,[6] მხოლოდ ირანის ნაკრებთან მოგების ხარჯზე (3–0) შეძლო ჯგუფიდან გაღწევა.[7] მეორე ჯგუფურ ეტაპზე „ნარინჯისფერებმა“ გაცილებით უკეთ იასპარეზეს. მათ ჯერ ავსტრიის ნაკრები გაანადგურეს (5–1),[8] შემდეგ დასავლეთ გერმანიას დაუზავდნენ (2–2)[9] და ბოლოს იტალიელებს მოუგეს გადამწყვეტი მატჩი (2–1) და ფინალში თავისი სპორტული ფორმის პიკზე გავიდნენ.[10] ამდენად, საფინალო მატჩის წინ ნიდერლანდელთა აქციებმა იმდენად აიწია, რომ გუნდის გუშინდელ კრიტიკოსებს მათი ჩემპიონობა ახლა უფრო კანონზომიერად მიაჩნდათ, ვიდრე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება.

რაც შეეხება არგენტინელებს, მათ თავიდანვე საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყეს ასპარეზობა. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჯერ უნგრელებს სძლიეს (2–1),[11] ხოლო შემდეგ ფრანგებთანაც გაიმარჯვეს (2–1).[12] ამ გამარჯვებამ მათ მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოუპოვა და შესაძლოა, გარკვეულწილად, ამანაც იმოქმედა იმაზე, რომ ფსიქოლოგიური წნეხისგან დროებით გათავისუფლებული არგენტინელები ოდნავ მოეშვნენ და მესამე შეხვედრაში იტალიასთან, რომელიც მათთვის პრინციპულ ხასიათს აღარ ატარებდა, მინიმალური ანგარიშით (0–1) დამარცხდნენ. [13]როგორც მოგვიანებით გამოჩნდა ამ დამარცხებას არგენტინელებზე ფსიქოლოგიურად უარყოფითად არ უმოქმედია და პირიქით, ერთგვარად ხელიც კი შეუწყო მათ, რომ კიდევ უფრო უკეთ მოეხდინათ ძალების მობილიზება მეორე ჯგუფური ეტაპისთვის, სადაც მათ პოლონელებთან, პერუელებთან და ბრაზილიელებთან უნდა გაერკვიათ ურთიერთობა.

არგენტინელთა შემართება და გამარჯვებისაკენ სწრაფვა მეორე წრის პირველივე შეხვედრაში ყველასათვის თვალანათელი გახდა, რაც აისახა კიდეც, როგორც მატჩის შედეგზე, ასევე, სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების მიერ მომზადებულ არაერთ ანალიტიკურ სტატიასა თუ ინტერვიუში. საყურადღებოა, რომ დღემდე, ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ თუ საარქივო მასალებში, მიმომხილველები არა იმდენად არგენტინელთა ტექნიკურ თუ ტაქტიკურ უპირატესობაზე საუბრობენ, რამდენადაც მათ დაუოკებელ სპორტულ ჟინსა და დაუცხრომელ ტემპერამენტს უსვამენ ხაზს. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მუნდიალის სწორედ ამ დაპირისპირებაში გაიბრწყინა პირველად მარიო კემპესმა, როდესაც ტურნირის ფარგლებში თავისი პირველი ორი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მანვე საკუთარი კარი იხსნა ასპროცენტიანი გოლისგან, როდესაც არგენტინელთა კარისკენ გაგზავნილი ბურთი მეკარისთვის დამახასიათებელ ეფექტურ ნახტომში ხელით მოიგერია. კემპესის „სეივი“ სანახაობრივად იმდენად მიმზიდველი და რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ბევრი კოლეგა მას ნახევრად ხუმრობით მეკარის ამპლუაზე გადართვასაც კი ურჩევდა. საბოლოოდ, არგენტინელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მეკარე ფილოლმა პოლონეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კაზიმეჟ დეინას აუღო, რითაც მეტოქეს შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხის შეტანისა და მატჩის შემობრუნების შესაძლებლობა აღარ დაუტოვა. შეხვედრა არგენტინელთა სასარგებლოდ (2–0) დასრულდა.[14] შემდეგი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ, თუმცა არცთუ დამაჯერებლად მოასპარეზე ბრაზილიელებთან უგოლო ფრით (0–0) დამთავრდა.[15] გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მატჩი პერუელთა წინააღმდეგ. ფინალში გასასვლელად არგენტინელებს მინიმუმ ოთხბურთიანი უპირატესობით უნდა დაემარცხებინათ პერუელები, რათა ბურთების სხვაობის მაჩვენებლით გადაესწროთ ბრაზილიელთათვის. სხვა შემთხვევაში ისინი ფინალს მიღმა რჩებოდნენ. არგენტინელებმა დასახული ამოცანის შესასრულებლად ძალისხმევა არ დაიშურეს და „დამკვრელური“ შემართებით მოწინააღმდეგეს ოთხის ნაცვლად ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანეს.[16] მატჩის შედეგმა (6–0) მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში. საეჭვო ვერსიების რაოდენობამ ათეულს გადააჭარბა, თუმცა არგენტინელთათვის მთავარი ფაქტი ის იყო, რომ მათ ნაკრებს ისტორიაში მეორედ (1930 წლის შემდეგ) მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა და „ესტადიო მონუმენტალზე“ აღემართა ფეხბურთის უპირველესი ჯილდო – ფიფა-ს მსოფლიო თასი.

ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში თითქმის ოცწუთიანი დაგვიანებით დაიწყო. მართალია, არგენტინელები უპირობო და თვალშისაცემ სათამაშო უპირატესობას არ ფლობდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, მაინც აშკარად იგრძნობოდა მასპინძელთა უფრო მეტი მონდომება და გამარჯვებისკენ სწრაფვა. პირველი ბურთი შეხვედრის 38-ე წუთზე მარიო კემპესმა გაიტანა. ნიდერლანდელებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრეს დიკ ნანინგას გოლით და შეხვედრის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ რობ რენსენბრინკის დარტყმა ძელს მოხვდა. დამატებით დროში კემპესისა და ბერტონის გოლების წყალობით არგენტინამ დამაჯერებლად გაიმარჯვა და პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

25 ივნისი, 1978
15:00
ფინალი
არგენტინა არგენტინის დროშა 3–1
დ.დ.
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 71 483
მსაჯი: სერჯო გონელა იტალიის დროშა იტალია
კემპესი გოლი 38' გოლი 105'
ბერტონი გოლი 115'
ანგარიში ნანინგა გოლი 82'


არგენტინა
ნიდერლანდი
GK 5 უბალდო ფილოლი
RB 15 ხორხე ოლგინი
CB 7 ლუის გალვანი
CB 19 დანიელ პასარელა Captain sports.svg
LB 20 ალბერტო ტარანტინი
DM 6 ამერიკო გალიეგო
CM 2 ოსვალდო არდილესი Booked after 40 minutes 40' შეცვლაზე გამოყვანა after 66 წუთი 66'
AM 10 მარიო კემპესი
RW 4 დანიელ ბერტონი
LW 16 ოსკარ ალბერტო ორტისი შეცვლაზე გამოყვანა after 75 წუთი 75'
CF 14 ლეოპოლდო ლუკე
სათადარიგოები:
MF 1 ნორბერტო ალონსო
GK 3 ექტორ ბალეი
MF 8 რუბენ გალვანი
MF 9 რენე ჰაუსმანი შეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75'
MF 12 ომარ ლაროსა Booked after 93 minutes 93' შეცვლაზე შესვლა after 66 წუთი 66'
მწვრთნელი:
სესარ ლუის მენოტი
ARG-NED 1978-06-25.svg
GK 8 იან იონგბლოდი
SW 5 რუდ კროლი Captain sports.svg Booked after 15 minutes 15'
RB 6 ვიმ იანსენი შეცვლაზე გამოყვანა after 75 წუთი 75'
CB 22 ერნი ბრანდტსი
LB 2 იან პორტვლიტი Booked after 96 minutes 96'
RM 13 იოჰან ნესკენსი
CM 9 არი ჰაანი
LM 11 ვილი ვან დე კერკჰოფი
RF 10 რენე ვან დე კერკჰოფი
CF 16 ჯონი რეპი შეცვლაზე გამოყვანა after 58 წუთი 58'
LF 12 რობ რენსენბრინკი
სათადარიგოები:
DF 4 ადრი ვან კრაი
DF 17 ვიმ რეისბერგენი
FW 18 დიკ ნანინგა შეცვლაზე შესვლა after 58 წუთი 58'
GK 19 პიმ დესბურგი
DF 20 ვიმ სურბიერი Booked after 94 minutes 94' შეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75'
მწვრთნელი:
ავსტრიის დროშა ერნსტ ჰაპელი

მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
მარიო კემპესი (არგენტინა)

დამხმარე მსაჯები:
რამონ ბარეტო (ურუგვაი)
ერიხ ლინემაირი (ავსტრია)

წესები

  • 90 წუთი
  • 30 წუთი დამატებითი დრო ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში
  • გადათამაშება 27 ივნისს დამატებითი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში
  • ხუთი სათადარიგო მოთამაშე
  • მაქსიმუმ ორი შეცვლა


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
არგენტინის დროშა
არგენტინა
პირველი წოდება

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Graham Keeley (17 April 2008). After 30 years, the truth behind Cruyff's World Cup absence. Dutch star reveals kidnap attempt on his family that changed his outlook on life. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  2. Paul Doyle (16 April 2008). Kidnappers made Cruyff miss World Cup. Dutch master reveals ordeal during which a rifle was held to his head. Johann Cruyff's decision to miss the 1978 World Cup has long been attributed to his reluctance to give a propaganda coup to the military junta that controlled Argentina at the time, but the Dutch master has now revealed that there was another reason for his refusal to travel: a kidnap attempt during which he and his family were threatened with a rifle. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  3. Aaron Flanagan, Sports Journalist (24 March 2016). Dutch legend Johan Cruyff missed the 1978 World Cup after kidnap attempt on his family. Cruyff's absence was one of the reasons that fans believed Holland did not win the competition, after they fell to a 3–1 defeat to Argentina in the final. Mirror. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  4. International Football (26 March 2016). Why did Cruyff not play at Argentina 1978?. His reasons appear to have been much more personal, as he revealed in 2008 on 'Catalunya Ràdio'. Before the World Cup, he and his family were the victims of a kidnapping attempt in their Barcelona home. „There comes a time when you say 'enough'. There comes a time when other things are just more important“, Cruyff stated. This may well be why he made the decision to not leave his family and spend several weeks in Argentina. Marca. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  5. 1978 FIFA World Cup Argentina (07 June 1978). Netherlands 0–0 Peru. Group matches – Group 4. San Martin, Mendoza (ARG). FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  6. 1978 FIFA World Cup Argentina (11 June 1978). Netherlands 2–3 Scotland. Group matches – Group 4. San Martin, Mendoza (ARG). Rob Rensenbrink (NED) 34' Penalty goal, Kenny Dalglish (SCO) 44', Archie Gemmill (SCO) 47' Penalty goal, Archie Gemmill (SCO) 68', Johnny Rep (NED) 71'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  7. 1978 FIFA World Cup Argentina (03 June 1978). Netherlands 3–0 Iran. Group matches – Group 4. San Martin, Mendoza (ARG). Goals scored: Rob Rensenbrink (NED) 40' Penalty goal, Rob Rensenbrink (NED) 62', Rob Rensenbrink (NED) 79' Penalty goal. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  8. 1978 FIFA World Cup Argentina (14 June 1978). Netherlands 5–1 Austria. Second round – Group A. Estadio Olímpico Chateau Carreras, Cordoba (ARG). Goals scored: Ernie Brandts (NED) 6', Rob Rensenbrink (NED) 35' Penalty goal, Johnny Rep (NED) 36', Johnny Rep (NED) 53' , Erich Obermayer (AUT) 79', Willy Van De Kerkhof (NED) 82'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  9. 1978 FIFA World Cup Argentina (18 June 1978). Netherlands 2–2 Germany FR. Second round – Group A. Estadio Olímpico Chateau Carreras, Cordoba (ARG). Goals scored: Ruediger Abramczik (FRG) 3', Arie Haan (NED) 27', Dieter Mueller (FRG) 70', Rene Van De Kerkhof (NED) 84'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  10. 1978 FIFA World Cup Argentina (21 June 1978). Netherlands 2–1 Italy. Second round – Group A. El Monumental – Estadio Monumental Antonio Vespuci, Buenos Aires (ARG). Goals scored: Ernie Brandts (NED) 18' Own goal, Ernie Brandts (NED) 50', Arie Haan (NED) 75'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  11. 1978 FIFA World Cup Argentina (02 June 1978). Argentina 2–1 Hungary. Group matches – Group 1. El Monumental – Estadio Monumental Antonio Vespuci, Buenos Aires (ARG). Goals scored: Karoly Csapo (HUN) 10', Leopoldo Luque (ARG) 15', Daniel Bertoni (ARG) 83'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  12. 1978 FIFA World Cup Argentina (06 June 1978). Argentina 2–1 France. Group matches – Group 1. El Monumental – Estadio Monumental Antonio Vespuci, Buenos Aires (ARG). Goals scored: Daniel Passarella (ARG) 45' Penalty goal, Michel Platini (FRA) 60', Leopoldo Luque (ARG) 73'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  13. 1978 FIFA World Cup Argentina (10 June 1978). Argentina 0–1 Italy. Group matches – Group 1. El Monumental – Estadio Monumental Antonio Vespuci, Buenos Aires (ARG). Goals scored: Roberto Bettega (ITA) 67'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  14. 1978 FIFA World Cup Argentina (14 June 1978). Argentina 2–0 Poland. Second round – Group B. Arroyito – Estadio Dr. Lisandro de la Torre, Rosario (ARG). Goals scored: Mario Kempes (ARG) 16' , Mario Kempes (ARG) 71'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  15. 1978 FIFA World Cup Argentina (18 June 1978). Argentina 0–0 Brazil. Second round – Group B. Arroyito – Estadio Dr. Lisandro de la Torre, Rosario (ARG). FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.
  16. 1978 FIFA World Cup Argentina (21 June 1978). Argentina 6–0 Peru. Second round – Group B. Arroyito – Estadio Dr. Lisandro de la Torre, Rosario (ARG). Goals scored: Mario Kempes (ARG) 21', Alberto Tarantini (ARG) 43', Mario Kempes (ARG) 48', Leopoldo Luque (ARG) 50', Rene Houseman (ARG) 67', Leopoldo Luque (ARG) 72'. FIFA. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2018.