შინაარსზე გადასვლა

დამატებითი დრო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამატებითი დრო (ინგლ. Extra time, Overtime) — სპეციალურად გამოყოფილი დრო სპორტის ზოგიერთ სახეობაში, იმ შემთხვევაში, თუ მატჩის ძირითადი დრო ვერ ავლენს გამარჯვებულს. იგი აღინიშნება ET ან AET (დ. დ.) ნიშნით.

ფეხბურთში ტურნირის ერთმატჩიანი ფორმატის შემთხვევაში იგი ინიშნება მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო ორმატჩიან ფორმატში მოქმედებს სტუმრად გატანილი გოლის წესი. თუკი ეს წესიც ვერ ახერხებს გამარჯვებულის გამოვლენას, ამ შემთხვევაში თამაში გადადის დამატებით დროში. თუკი ამანაც ვერ მოიტანა შედეგი, მაშინ პენალტების სერია ავლენს გამარჯვებულს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დამატებითი_დრო“-დან