შინაარსზე გადასვლა

კვაჰუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვაჰუ
კოორდინატები: 6°34′48″ ჩ. გ. 0°43′47″ დ. გ. / 6.58000° ჩ. გ. 0.72972° დ. გ. / 6.58000; -0.72972
ქვეყანა განის დროშა განა
ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთის რეგიონი
უმაღლესი წერტილი აკვავა
სიმაღლე 788 
სიგრძე 260 კმ
კვაჰუ — განა
კვაჰუ

კვაჰუპლატო სამხრეთ განაში. მოიცავს მდინარე ვოლტის აუზის ამაღლებულ სამხრეთ კიდეს. ქალაქ ვენჩიდან კოფორიდუამდე, შესაბამისად, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 260 კილომეტრზე. კვაჰუ განის მთავარი წყალგამყოფია. წარმოადგენს ერთი მხრივ ქვეყნის დასავლეთი (ბირიმი, პრა, ანკობრა) და მეორე მხრივ აღმოსავლეთი (აფრამი, პრუ, სენე) ნაწილის მდინარეთა აუზების წყალგამყოფს. პლატოს საშუალო სიმაღლე 460 მ-ს აღწევს. ჩრდილოეთით და სამხრეთით მკა­ფიოდაა გამოკვეთილი ეროზიული ფერდობები. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. მაქსიმალური სიმაღლე 788 მ-ს აღწევს (მთა აკვავა). სამხრეთით შემოსილია ხშირი ტყით, რომელიც მას იცავს ჰარმატანისაგან. მთავარი ქალაქებია: ვენჩი, მამპონგი, მპრაესო და აბეტიფი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]