სუნიანი
| ქალაქი | |
|---|---|
|
სუნიანი ინგლ. Sunyani | |
|
სუნიანის ქოქოსის სახლი | |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | ბონო |
| კოორდინატები | 7°20′00″ ჩ. გ. 2°20′00″ დ. გ. / 7.33333° ჩ. გ. 2.33333° დ. გ. |
| ფართობი | 303 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
| მოსახლეობა | 74 240[1] კაცი (2010) |
| სიმჭიდროვე | 245,0 კაცი/კმ² |
| ოფიციალური საიტი | http://www.sma.gov.gh/ |
სუნიანი (ინგლ. Sunyani) — ქალაქი განის ცენტრალური ნაწილის დასავლეთში, ბონოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი და სუნიანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქალაქი. სუნიანი გარშემორტყმულია სამხრეთ აშანტის რეგიონის ვრცელ ტყიან პლატოზე ზღვის დონიდან 150–300 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე ტანოს მარჯვენა შენაკად სუნიანზე. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 74 240 ადამიანს შეადგენს.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის ბოლოს ქალაქი ერთგვარ სადარაჯო პოსტად გამოიყენებოდა სპილოებზე მონადირეთა მიერ. სახელი „სუნიანი“ მომდინარეობს აკანის ენის სიტყვა „ოსონოდან“, რაც სპილოს ნიშნავს.[2] 1924 წელს ბრიტანეთის იმპერიის ხელისუფლებამ სუნიანი რაიონის მთავარ ქალაქად გამოაცხადა.[2]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ კუმასისთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანის შემდეგ, სუნიანი კაკაოს, ხეკოლის კაკლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების (ბანანი, იამსი და სიმინდი) დისტრიბუციის მნიშვნელოვანი კვანძი გახდა.[2] ამჟამად სუნიანი სუფთა ქალაქია საკმაოდ ძლიერი ეკონომიკით.[2]
ქალაქის ეკონიმიკა ძირითადად აგრარულ სექტორს ეფუძნება, რომელშიც მოსახლეობის 48 %-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 24 % მომსახურების სფეროშია დასაქმებული. მას მოსდევს კომერცია და მრწეველობა 15 % და 13 %-ით.
ქალაქში ფუნქციონირებს სპორტული არენა – Coronation Park, სუნიანის აეროპორტი და კათოლიკური ეკლესიის ცენტრი – სუნიანის ეპარქია
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნიანში ფუნქციონირებს განის რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტი, განის კათოლიკური უნივერსიტეტის კოლეჯი. გარდა ამისა ქალაქში მდებარეობს ქვეყნის სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ფილიალები. სუნიანში სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩადიან სასწავლებლად.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sunyani cleanest city in Ghana
- Sunyani population data
- Encyclopædia Britannica blub
- Sunyani Profile დაარქივებული 2006-06-28 საიტზე Wayback Machine.
- District: Sunyani Municipal from statoids.com
- Notre Dame Senior Secondary School დაარქივებული 2011-10-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Citypopulation Ghana 2021
- 1 2 3 4 Touring Brong Ahafo Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2016-08-18.