ბრიტანული ტოგოლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთა ლიგის მანდატის ტერიტორია
ბრიტანეთის იმპერიის სამეურვეო ტერიტორია

1914–1957
დროშა გერბი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ბრიტანული ტოგოლენდი მარცხნივ, ფრანგული ტოგოლენდი მარჯვნივ.
დედაქალაქი ჰო
ენები ინგლისური (ოფიციალური), გბე, გური, განა-ტოგოს ენები
მთავრობა სამეურვეო ტერიტორია
ისტორია
 -  ოკუპაცია 27 აგვისტო 1914
 -  გაყოფა 27 დეკემბერი, 1916
 -  ოქროს ნაპირთან შეერთება 13 დეკემბერი, 1956
 -  დამოუკიდებელი ერთეული (განას შემადგენლობაში) 6 მარტი 1957
ვალუტა ბრიტანეთის დასავლეთ აფრიკული ფუნტი
დღეს ამ ტერიტორიაზე განის დროშა განა

ბრიტანული ტოგოლენდი, ოფიციალურად ტოგოლენდის მანდატის ტერიტორია და მოგვიანებით ტოგოლენდის სამეურვეო ტერიტორიაგაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი ტერიტორია დასავლეთ აფრიკაში. ის 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის იმპერიის პროტექტორატ ტოგოლენდის ორ ფრანგულ და ბრიტანულ ნაწილად გაყოფის შედეგად წარმოიქმნა. თავდაპირველად ის იყო ერთა ლიგის B მანდატის ტერიტორია. 1922 წელს ბრიტანული ტოგოლენდი სამართავად ბრიტანეთის იმპერიას გადაეცა, ხოლო ფრანგული ტოგოლენდი (დღევანდელო ტოგო) საფრანგეთს.

1957 წლის 6 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ წერილობით მომართა გაეროს გენერალურ მდივანს სადაც ნათქვამი იყო, რომ განას 1956 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ოქროს ნაპირის შემადგენლობაში შემავალი ტოგოლენდის სამეურვეო ტერიტორია განას დამოუკიდებელი ერთეული ხდებოდა.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]