ვოლტის წყალსაცავი
ვოლტის წყალსაცავი | |
---|---|
ინგლ. Lake Volta | |
კოორდინატები: 6°30′ ჩ. გ. 0°00′ ა. გ. / 6.500° ჩ. გ. 0.000° ა. გ. | |
მდებარეობა | განა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 85 მ |
სიგრძე | 400 კმ |
ფართობი | 8482 კმ² |
მოცულობა | 148 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 7 ათ. კმ |
საშუალო სიღრმე | 18 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 80 მ |
ვოლტის წყალსაცავი (ინგლ. Lake Volta) — მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავი დასავლეთ აფრიკაში, განაში. მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, ზღვის დონიდან 85 მ სიმაღლეზე.
1961-1965 წლებში ქალაქ აკოსომბოსთან (განა) იქ, სადაც მდინარეები შავი და თეთრი ვოლტა ერწყმიან ერთმანეთს, შეიქმნა (ვიწრო ხეობაში) აკოსომბოს ჰიდროელექტროსადგური. შედეგად დაიწყო წყალსაცავის ავსება და საბოლოოდ შეიქმნა მსოფლიოს უდიდესი წყალსატევი. ვოლტის წყალსაცავის სარკის ფართობია — 8482 კმ², მოცულობა — 148 კმ³, საშუალო სიღრმე — 18 მ, უდიდესი სიღრმე — 80 მ.[1] ტბის ტერიტორია ვრცელდება ორ სხვადასხვა ბუნებრივ მხარეში: წყალსაცავის ჩრდილოეთი ნაწილი — სავანის ზონაში მდებარეობს, ხოლო სამხრეთი — ტროპიკულ ზონაში.
ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წყალსაცავი გადაჭიმულია დაახლოებით 400 კმ-ზე, სანაპირო ხაზის სიგრძე — 7 ათ. კმ-ზე მეტია. ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია. ბევრია დიდი და პატარა კუნძული. წყალსაცავი და მიმდებარე ტერიტორია ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტია. ვოლტის წყალსაცავი შექმნილია ენერგეტიკული, წყლის ტრანსპორტისა და წყალმომარაგებისათვის. ფართოდ არის განვითარებული თევზჭერა, ნავიგაცია.
აკოსომბოს ჰიდროელქტროსადგური გაშენებულია ვოლტის წყალსაცავის სამხრეთით. იგი ქვეყნის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.
1964, 1966 და 1969 წლებში წყალსაცავის (ტბის) ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწისძვრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვოლტის წყალსაცავი (ინგლისური)
- ვოლტის წყალსაცავი დაარქივებული 2009-05-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თანამედროვე გეოგრაფიული სახელწოდებების ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-21. ციტირების თარიღი: 2011-06-04.