აშანტის რეგიონი
აშანტის რეგიონი (ინგლ. Ashanti Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მესამე რეგიონს. ფართობი – 24 389 კმ². ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კუმასი. რეგიონში ცხოვრობს განის მოსახლეობის თითქმის 20 %.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აშანტის რეგიონი, აშანტის იმპერიის მსგავსად, მდებარეობს განის შუა ზოლში. რეგიონს აქვს საზღვარი განის 16 რეგიონიდან 6 რეგიონთან, ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ბონოს რეგიონთან, აღმოსავლეთით აღმოსავლეთის რეგიონთან, სამხრეთით ცენტრალურ რეგიონთან და დასავლეთით ჩრდილო-დასავლეთის, აჰაფოს და ბონოს რეგიონებთან.
რეგიონი მოიცავს 27 ოლქს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1957 წლის 6 მარტს, როდესაც განამ დამოუკიდებლობა მოიპოვა დიდი ბრიტანეთისგან, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის ნაწილი გახდა კოლონია. 1959 წელს აშანტის რეგიონს გამოეყო ბრონგ-აჰაფოს რეგიონი.
2018 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შემდეგაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი გაიყო ბონოს რეგიონად, აღმოსავლეთ ბონოს რეგიონად და აჰაფოს რეგიონად, ჩრდილოეთ რეგიონს გამოეყო ჩრდილო-აღმოსავლეთის და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონს გამოეყო — ოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონს გამოეყო — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო.