შინაარსზე გადასვლა

განის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განის ისტორიაგანის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. ევროპელების მოსვლამდე (XV საუკუნე) განის ტერიტორიაზე არსებობდა ადრეფეოდალური ტიპის ბევრი პატარა სახელმწიფო. XVII-XVIII საუკუნეში ევროპელების ჩარევამ შეაჩერა მსხვილი ცენტრალიზებული სახელმწიფოების შექმნის კანონზომიერი პროცესი.

კოლონიამდელი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოქროს სანაპირო. განა.

თანამედროვე განას ტერიტორიაზე მოსახლეობა ჯერ კიდევ მეზოლითის დროიდან არსებობს. ევროპელების მოსვლამდე აქ არსებობდა ძველი ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებშიც განვითარებული იყო მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და ხელოსნობა, აქტიურად მიმსდინარეობდა ოქროს წარმოება და ვაჭრობა.

სახელწოდება „განა“ მომდინარეობს შუა საუკუნეებიდან. ასე უწოდებდნენ ევროპელები და არაბები დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე არსებულ იმპერიას, რომლის სათავეში იდგა იმპერატორი განა. 1076 წელს იმპერია განადგურდა ალმორავიდების მეთაურ აბუ ბექრ იბნ უმართან ბრძოლისას.

ალმორავიდების მმართველობის დასასრულს ქვეყანამ არსებობა განაგრძო არა როგორც იმპერიამ, არამედ როგორც სამეფომ. მოგვიანებით, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ის მოექცა საჰელიანის იმპერიების შემადგენლობაში — კერძოდ, მალის იმპერიაში.

აღორძინებული სამეფო მოიცავდა სენეგალის, მავრიტანიის და მალის ტერიტორიებს თანამედროვე განას საზღვრებიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით დაახლოებით 800 კმ. აგრეთვე, მდინარე სენეგალის რაიონში კონტროლირებად ტერიტორიებს და აღმოსავლეთით მდინარე ნიგერის სანაპიროს.

XVII ს. წარმოიქმნა აშანტის იმპერია. თითქმის მთელი XVIII საუკუნის მანძილზე ის ებრძოდა მეზობლებს სამხრეთში გვინეის ყურის სანაპიროზე და ჩრდილოეთში დასავლეთ სუდანის სავაჭრო გზებზე კონტროლის დასამყარებლად. XIX ს. დასაწყისში აშანტის იმპერია გადაიქცა უძლიერეს სახელმწიფოდ. ძლიერ ჯარზე დაყრდნობით მათ დაიმორჩილეს ან გაანადგურეს მრავალი ტომი და დაიქვემდებარეს მათი ტერიტორიები.

კოლონიალიზმის ეპოქა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრიტანელთა და ჰოლანდიელთა ორი უახლოესი ციხე-სიმაგრე სეკონდში
ანგლო-აშანტური ომი

1482 წელს სანაპიროზე პირველად გადმოსხდნენ პორტუგალიელები. მათ ააგეს ციხესიმაგრე ელმინა, მოგვიანებით ციხესიმაგრეები — აქსიმი, შამა და სხვ. პორტუგალიელებს გაჰქონდათ ოქრო (XVI ს. ოქროს ნაპირიდან გატანილი ოქრო შეადგენს მსოფლიოს ოქროწარმოების დაახლოებით 10 %) და გაჰყავდათ მონები.

ოქროს სანაპიროს სიმდიდრემ მიიპყრო სხვა ევროპულ სახელმწიფოთა ყურადღება. კერძოდ, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, პრუსიის, დიდი ბრიტანეთის. პირველი ინგლისელი მოახალშენეები აქ დასახლდნენ 1631 წელს. ოქროს სანაპიროს (ასე უწოდეს მას ევროპელებმა) სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები, რომლის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა XIX საუკუნის შუა ხანებში ოქროს სანაპიროდან გამორეკა სხვა ევროპული ქვეყნები. 1844 ინგლისელმა გუბერნატორმა დაასრულა ადგილობრივ მმართველებთან ბრიტანეთის პროტექტორატის ცნობაზე ხელშეკრულებების გაფორმება.

1901 წელს ბრიტანელებმა დაამყარეს ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლი. ამისათვის მათ დასჭირდათ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გატეხვა. ამ მიზნით ჩატარდა შვიდი ანგლო-აშანტური ომი. მათ შორის პირველი 5 დასრულდა აშანტის გამარჯვებით (1806, 1811, 1814—1815, 1823—1826 და 1863 წწ.), თუმცა მე-6 ომში დამარცხებამ (1873—1874 წწ.) ფაქტობრივად ნათელი გახადა აშანტის არსებობის დასასრული და შედეგად მე-7 ომში (1895—1896 წწ.) ინგლისმა სრულად გაანადგურა აშანტი, დაიპყრო მისი ტერიტორიები და გააფორმა ხელშეკრულებები ბრიტანეთის პროტექტორატის ცნობაზე სხვადასხვა ტომებთან. 1900 წელს აშანტი დედა-დედოფალ იაა ასანტევას მეთაურობით უკანასკნელად შეეცადა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, თუმცა აჯანყება დამარცხდა. ეს ბრძოლა ცნობილია როგორც, ბრძოლა ოქროს ტახტისათვის. ბრიტანელებმა აიღეს ქალაქი კუმასი და სამეფო ტახტი. აჯანყების დამარცხების შემდეგ 1901 წელს ინგლისელებმა აშანტის მთელი ტერიტორია გააერთიანეს ოქროს სანაპიროს კოლონიაში.

პოსტკოლონიური ეპოქა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვამე ნკრუმა: სოციალისტური ორიენტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კვამე ნკრუმა

1940-ან წლებში გაძლიერდა ოქროს სანაპიროს ხალხების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. შეიქმნა პირველი პარტია — ოქროს სანაპიროს გაერთიანებული კონვენტი, რომელმაც მიზნად დაისახა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწერვა. აჯანყების შიშით, ბრიტანელები დათანხმდნენ მათი მოთხოვნების უმრავლესობაზე. 1956 წელს დიდი ბრიტანეთის ტოგო (ტოგოლენდი), აშანტის პროტექტორატი და ფანტის პროტექტორატი გაერთიანდა ოქროს სანაპიროსტან ერთ კოლონიაში.

კვამე ნკრუმას და მისი სახალხო პარტიის მეთაურობით კონვენტმა გააძლიერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომელიც დასრულდა დეკოლონიზაციით და დამოუკიდებლობის აღდგენით. ის გახდა ბრიტანეთის თანამეგობრობაში პირველი შავკანიანთა სახელმწიფო. 1957 წლის 6 მარტიდან ქვეყანას ეწოდა განა. 1960 წლის 1 ივლისს განა გახდა რესპუბლიკა და მისი პირველი პრემიერ-მინისტრი კვამე ნკრუმა გახდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი.

კვამე ნკრუმას იდეები იდგა მარქსიზმის, აფრიკული სოციალიზმის და პანაფრიკანიზმის შესაყარზე. მან თავისი შიდა და გარეპოლიტიკის ორიენტირება მოახდინა სოციალისტურ ქვეყნებზე და კერძოდ, პირველ რიგში სსრკ-სა და ჩინეთზე. გაატარა ქვეყანაში რეფორმები - გააძლიერა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში კოლონიალური სახელმწიფოებისაგან ეკონომიკური დამოუკიდბლობის მოპოვებისათვის, ხელი შეუწყო ფორსირებულ ინდუსტრიალიზაციას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას. ნკრუმა ეხმარებოდა სხვა აფრიკული ქვეყნების ეროვნულ მოძრაობებს (განას ტერიტორიაზე გადიოდა წვრთნასა და მომზადებას მრავალი აფრიკული კოლონიის მეომარი). მან წამოაყენა «აფრიკის გაერთიანებული შტატების», შექმნის იდეა და გახდა აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ერთ-ერთი ინიციატორი.

თუმცა სახელმწიფოში თანდათან გაძლიერდა ავტორიტარული მმართველობის ფორმის საწინააღმდეგო მოძრაობა, რადგან 1964 წელს შემოღებული იქნა ერთპარტიული სისტემა, გაძლიერდა ადმინისტრაციის კორუფცია, შემცირდა პროდუქციის გაცვლა-გამოცვლა, გაუარესდა საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა (დაქვეითა ფასები კაკაოზე, რომელის განას ძირითადი საექსპორტო კულტურა იყო. ამან ხელი შუწყო სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებებს.

გადატრიალებები: ჯერი პოლინგსის მოსვლა ხელისუფლებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯერი პოლინგსი

1966 წლის თებერვალში ოფიცერტა ჯგუფმა დაამხო კვამე ნკრუმა. ამას მოჰყვა სამხედრო გადატრიალებების და სუსტი სამოქალაქო ხელისუფლებების სერია. ისინი უარს ამბობდნენ სოციალისტურ კურსზე, ხელს უწყობდნენ უმეტესად კერძო წარმოების განვითარებას.

დაბალი რანგის ოფიცერთა ერთ-ერთ გადატრიალებას სათავეში ედგა ახალგაზრდა კაპირატი ჯერი პოლინგსი, რომლის დროს მოკლულ იქნა განას არმიის გენერალი, მთავარსარდალი ოდარტი ველინგტონი. ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთანავე რევოლუციურმა საბჭომ გამოაცხადა წმენდა, რომლის ფარგლებში დახვრეტილ იქნა მრავალი ძველი პოლიტიკური მოღვაწე, ჩინოვნიკი და უფროსი ოფიცერი. 1979 წლის პარლამენტისა და პრეზიდენტის დემოკრატიულ არჩევნებზე გაიმარჯვა მემარცხენე ნაციონალურმა პარტიამ და მისმა ლიდერმა ჰილა ლიმანმა, რომელმაც გააერთიანა კვამე ნკრუმას მრავალი მიმდევრი. მათ გამარჯვებულ 5 პარტიას შორის პარლამენტის 140 ადილიდან მიიღეს 71.

მიუხედავად მემარცხენეობისა, მმართველმა პარტიამ არ მოახდინა ეკონომიკის კერძო სექტორის ლიკვიდაცია, წაახალისა უცხოური ინვესტივიები განაში. თუმცა მესამე რესპუბლიკის რეჟიმმა ვერ შეძლო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამკლავება. უკმაყოფილო ოფიცრებმა ჯერი პოლინგსის მეთაურობით მოახდინეს ახალი გადატრიალება 1981წლის 31 დეკებმერს. 1982 დაარსდა სახალხო ტრიბუნალები, რომლებიც დაკავდნენ ახალი წმენდით. ამასთან ჯერი როლინგსმა შეძლო ქვეყნის ეკონომიკური მგდომარეობის გამოსწორება.

გადასვლა დემოკრატიაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს გამოცხადდა სამოქალაქო მმართველობის წესზე გადასვლა. 1992 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების მრავალპარტიულ სისტემას. მან გააუქმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მრავალპარტიულ საფუძველზე. პრეზიდენტად არჩეული იქნა იგივე ჯერი პოლინგსი - ეროვნული თავდაცვის დროებით საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც 19 წელი მართა სახელმწიფო განა. თუმცა, ყოფილმა დიქტატორმა შეიმუშავა ქვეყანაში ფუნქციონირებადი დემოკრატიის სისტემა.

2000 წლის დეკემბერში, ახალი პრეზიდენტად აირჩიეს ჯონ კუფუორი, რომელმაც ორი ვადით გააგრძელა მუშაობა ამ პოსტზე. 2009 წელს ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ცოციზლ-დემოკრატი ჯონ ატა მილსი. 2012 წლის 25 ივლისიდან კი განას პრზიდენტია — ჯონ დრამანი მაჰამა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]