ჰარმატანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰარმატანის მიერ წარმოქმნილი ჭვარტლი, რომელიც გარს ერტყმის აბუჯის ეროვნულ მეჩეთს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში

ჰარმატანი (ესპ. Harmattan) — მშრალი და მტვრიანი დასავლეთაფრიკული პასატები. ის ქრის საჰარიდან გვინეის ყურის მიმართულებით ნოემბრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში. ჰაერის ტემპერატურა ამ დროს შეიძლება დაეცეს 3 °C-მდე.[1]

რადგანაც ქარი გაივლის უდაბნოზე, ის თან ხვეტავს მტვრის ბევრ ნაწილაკს ზომით 0,5-დან 10 მიკრომეტრამდე. ამიტომ მას მოაქვს მტვრის და ქვიშის დიდი რაოდენობა ატლანტის ოკეანის აკვატორიაში. ყველაზე უფრო ძლიერი ჰარმატანის პერიოდებში ამ მტვერის ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკასაც კი აღწევს. დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებში ჰარმატანის მიერ გამოწვეული ჭვარტლი ხშირად მნიშვნელოვნად აფერხებს მხედველობას და ნისლის მსგავსად შეუძლია რამდენიმე დღით შეზღუდოს მზის სხივები.[2] ამასთანავე ჰარმატანის ურთიერთქმედებას მუსონებთან შეიძლება გამოიწვიოს ტორნადოები.[1]

ჰარმატანის დროს ტენიანობა ეცემა 15 %-დე, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Harmattan“. Encyclopaedia Britannica. Chicago: Encyclopædia Britannica, Inc.. 2007.
  2. Tuareg unrest. BBC, via Temoust (2007-09-07). წაკითხვის თარიღი: 2007-10-08.