ჯონ კუფუორი
იერსახე
| ჯონ კუფუორი | |
| განის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 იანვარი, 2001 – 7 იანვარი, 2009 | |
| წინამორბედი | ჯერი როლინგსი |
| მემკვიდრე | ჯონ ატა მილსი |
აფრიკის კავშირის თავმჯდომარე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 30 იანვარი, 2007 – 31 იანვარი, 2008 | |
| წინამორბედი | დენი სასუ-ნგესო |
| მემკვიდრე | ჯაკაია კიკვეტე |
| დაბადებული | 8 დეკემბერი, 1938 კუმასი, განა |
| მეუღლე | ტერეზა მენსახი |
| პროფესია | პოლიტოლოგი |
| რელიგია | კათოლიციზმი |
ჯონ კუფუორი (ინგლ. John Kofi Agyekum Kufuor; დ. 8 დეკემბერი 1938, კუმასი, განა) — განის პოლიტიკური მოღვაწე. განის პრეზიდენტი 2001 წლის 7 იანრიდან 2009 წლის 7 იანვრამდე. თანამდებობაზე შეცვალა განის ყოფილი სამხედრო ლიდერი ჯერი როლინგსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი პატრიოტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯონ კუფუორი ქვეყანაში დემოკრატიის სიმბოლო გახდა. პრეზიდენტობამდე ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას. იყო გაეროში განის წარმომადგენელი. 1969-1972 და 1979-1981 წლებში პარლამენტის წევრია. 2004 წლის 7 ნოემბერს აირჩიეს მეორე ვადით და თანამდებობა დაიკავა 2005 წელს.
2007-2008 წლებში იყო აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, ხოლო 2003-2005 წლებში დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამშრომლობის თავმჯდომარე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ivor Agyeman-Duah: Between Faith and History: A Biography of J. A. Kufuor (Trenton, NJ: Africa World Press, 2003, ISBN 1-59221-128-3). Oxfordshire: Ayebia Clarke Publishing, 2006. ISBN 978-0-9547023-9-7.