შავი ვოლტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შავი ვოლტა
ინგლ. Black Volta
ფრანგ. Volta Noire
Mouhoun near Dedougou MS 2234.jpg
მდინარე შავი ვოლტა ქალაქ დედუგუს მახლობლად
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
განის დროშა განა
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
სათავე მდინარეების პლანდის და დიენკოას შეერთება
12°07′28″ ჩ. გ. 1°59′08″ დ. გ. / 12.12444° ჩ. გ. 1.98556° დ. გ. / 12.12444; -1.98556
სათავის მდებარეობა ბურკინა-ფასო
შესართავი ვოლტა
8°39′00″ ჩ. გ. 0°59′06″ დ. გ. / 8.65000° ჩ. გ. 0.98500° დ. გ. / 8.65000; -0.98500
შესართავის მდებარეობა განა
სიგრძე 1352 კმ
აუზის ფართობი 147 000 კმ²
Volta river black white red descriptions.PNG
შავი ვოლტა (აფრიკა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg შავი ვოლტა ვიკისაწყობში

შავი ვოლტა (ინგლ. Black Volta, ფრანგ. Volta Noire) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში. მიედინება ბურკინა-ფასოში, კოტ-დ’ივუარში და განაში. მისი სიგრძე 1352 კმ-ია,[1] ხოლო აუზი მოიცავს 147 000 კმ² ფართობს.

მდინარის სათავე მდებარეობს ბურკინა-ფასოში, სოფელ ბანზოსთან მდინარეების პლანდის და დიენკოას შეერთების ადგილზე, შემდეგ ქმნის სახელმწიფო საზღვარს ბურკინა-ფასოსა და განას შორის, ხოლო შემდეგ კოტ-დ’ივუარსა და განას შორის. საბოლოოდ იგი განაში უერთდება მდინარე თეთრ ვოლტას, რითაც იქმნება მდინარე ვოლტა. სანაოსნოდ უვარგისია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ghana - Rivers and Lakes. წაკითხვის თარიღი: 2017-08-17