მაღლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლავრენტის მაღლობი

მაღლობიდედამიწის ზედაპირის მონაკვეთი, რომელიც მეზობლად მდებარე ზედაპირთან შედარებით ამაღლებულია. მაღლობის აბსოლუტურ სიმაღლეს პირობითად 200 მ-ზე ზევით მიიჩნევენ და უპირისპირებენ დაბლობს.[1]

ჩვეულებრივ, მკვეთრად გამოხატული კალთები არ გააჩნია. დაბლობებისგან გამოირჩევა არა მარტო სიმაღლით, არამედ უფრო მშრალი სივრცითაც. მაღლობი ხმელეთის მაკრორელიეფის დადებითი ფორმაა, რომელიც ირგვლივ არსებულ ვაკე ტერიტორიაზე მაღალია. დამახასიათებელია ბორცვიანი ან ვაკებექობიანი რელიეფი.[2]

ფართო გაგებით მაღლობი ეწოდება რელიეფის ნებისმიერ დადებით ფორმას, რომელშიაც განასხვავებენ მაღალ ნაწილს, კალთებსა და ძირს. გამოყოფენ ბრტყელთხემიან, ტალღოვან და ბორცვიან მაღლობებს. მაღლობი როგორც წესი, წარმოიქმნება აკუმულაციის მსვლელობისას ან მდინარეების მიერ აზევებული ვაკეების დანაწევრებისას. აღსანიშნავია ლავრენტის მაღლობი, სტავროპოლის მაღლობი, პოდოლსკის მაღლობი, ვალდაის მაღლობი და სხვა. საქართველოში გამოსარჩევია იმერეთის მაღლობი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 506, თბ., 1983 წელი.
  2. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  3. Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.