შინაარსზე გადასვლა

კოფორიდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კოფორიდუა
ინგლ. Koforidua
ქვეყანა განის დროშა განა
რეგიონი აღმოსავლეთის რეგიონი
კოორდინატები 6°06′00″ ჩ. გ. 0°16′00″ დ. გ. / 6.10000° ჩ. გ. 0.26667° დ. გ. / 6.10000; -0.26667
ცენტრის სიმაღლე 238
მოსახლეობა 120 971[1] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
ოფიციალური საიტი http://www.newjuaben.ghanadistricts.gov.gh/
კოფორიდუა — განა
კოფორიდუა

კოფორიდუა (ინგლ. Koforidua) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ განაში, აღმოსავლეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზემო დინების მდინარე დენსუს მარცხენა ნაპირზე, პლატო კვაჰუს სამხრეთ-დასავლეთ საფეხურზე. ქალაქში მდებარეობს სარკინიგზო სადგური აკრა-კუმასის რკინიგზის ხაზზე და კოფორიდუის აეროპორტი. არის საავტომობილო გზების კვანძი და სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ცენტრი, რომელშიც მოყავთ კაკაო, ზეთის პალმა, ხეკოლა, მანიჰოტი და მარცვლეული კულტურები. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 120 971 ადამიანი.[1]

დაარსდა 1875 წელს აშანტის იმპერიიდან წამოსული ხალხის მიერ. ქალაქის განვითარება დაიწყო 1923 წელს აკრასა და კუმასის შორის რკინიგზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ. კოფორიდუა განაში ერთ-ერთი უძველესი კაკაოს მწარმოებელი ცენტრია. მას შემდეგ, რაც კაკაოს წარმოება გადაადგილდებოდა დასავლეთით არსებულ ხელუხლებელ რაიონებში, სულ უფრო იზრდებოდა ქალაქის სავაჭრო და ადმინისტრაციული მნიშვნელობა.

ქალაქში სუსტადაა განვითარებული მრეწველობა, არსებობს კვების მრეწველობის საწარმოები, მათ შორის პალმის ზეთის და ხილის წვენის წარმოების, ავეჯის დამამზადებელი საწარმოები. განვითარებულია კუსტარული წარმოება.

ქალაქში მდებარეობს კათოლიკური ეკლესიის კოფორიდუის ეპარქიის კათედრა, ასევე ნიუ-ჟუაბენის სასახლის მუზეუმი (ინგლ. New Juaben Palace Museum).