ირანის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Faravahar background

ირანის ისტორია

სპარსეთის მეფე
ძვ.წ
უძველესი ისტორია
პროტო ელამი 3200–2800
ელამის დინასტია 2800–550
მითანი 1500–1200
კასიტი 10 საუკუნე.
მარლიკი 10 ს–7 ს.
მანას სამეფო 10 ს–7 ს.
მიდიელების იმპერია 728–550
აქემენიდების იმპერია 550–330
სელევკიდების სახელმწიფო 312–150
პართიის იმპერია 247–ახ.წ 226
ახ.წ
სასანიდების იმპერია 226–651
სპარსეთის ხალიფატი 637–651
ომაიანთა ხალიფატი 661–750
აბასიანთა ხალიფატი 750–1258
ტაჰირიდები 821–873
ალავიდების დინასტია 864–928
საჯიდსების დინასტია 889/890–929
საფარიდები 861–1003
სამანიდები 875–999
ზიარიდების დინასტია 928–1043
ბუიდების დინასტია 934–1062
სალარიდები 942–979
მამუნდისები 995-1017
ღაზნევიდების იმპერია 963–1187
ღურიდების დინასტია 1149–1212
სელჯუკთა იმპერია 1037–1194
ხვარაზმელების დინასტია 1077–1231
ილხანელები 1256–1353
მუზაფარიდების დინასტია 1314–1393
ჩობანდის დინასტია 1337–1357
ჯალაირდების დინასტია 1339–1432
თემურიდების იმპერია 1370–1506
ყარა-ყოიუნლუ 1407–1468
აყ-ყოიუნლუ 1378–1508
სეფიანთა დინასტია 1501–1722*
ჰოტაკების დინასტია 1722–1729
აფშარიდები 1736–1750
ზენდები 1750–1794
ყაჯარები 1781–1925
ფეჰლევიანები 1925–1979
ირანის ისლამური რესპუბლიკა 1979 - დღემდე

ირანის ისტორია უძველესი დროიდან იწყება, პირველი ძლიერი ირანული სახელმწიფო იყო დიდი ირანი , რომელიც მდინარე ინდიდან და სირდარიიდან იწყებოდა და მოიცავდა კავკასიას, კასპიის ზღვის რეგიონებს, არალის ზღვას, სამხრეთით სპარსეთის ყურის რეგიონებს. დიდი ირანი ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო ამ პერიოდში.

დიდი ირანის დაშლის შემდგომ, ირანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სხვადასხვა სპარსული ტომი, რომლებსაც ერთმანეთთან გამუდმებული ბრძოლები ჰქონდათ და ცდილობდნენ მოეპოვებინათ დომინირება ამ რეგიონში. უძველესი ირანული სახელმწიფო იყო ელამი, რომელიც ადრეულ ბრინჯაოს ხანაში წარმოიშვა. სპარსული ტომების გამუდმებულ ბრძოლებში წარმატებას ჯერ მიდიელები აღწევენ, მაგრამ მათ მალე აქემენიდები ამარცხებენ, აქემენიდების იმპერიის დაცემის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა პართიის სამეფო, რომელიც სასანიდებმა გაანადგურეს.

ირანის სახელმწიფოებს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, რომლებიც ხშირად იპყრობდნენ ირანს. დამპყრობლები ირანზე ძალიან დიდ გავლენას ახდნენდნენ. ირანი დაუპრიათ უდიდეს იმპერიებს რომელთაგან ახანიშნავია ბერძნები, არაბები, თურქ-სელჩუკები და მონღოლები. დამპყრობლები ირანში ავრცელებდნენ თავიანთ რელიგიას, სწორედ არაბებმა გაავრცელეს ირანში ისლამი.

გაძლიერებული ირანი თვითონ ახდენდა დაპყრობითი კამპანიების წარმოებას. ირანის უძლიერესი სახელმწიფოები იყო აქემენიდების იმპერია (ძვ. წ. 558 — ძვ. წ. 330). აქემენიდების იმპერია პირველი ირანული იმპერია იყო. მაგრამ აქემენიდების იმპერიას მეორე ძლიერი იმპერია ალექსანდრე მაკედონელის ხელმძღვანელობით იპყრობს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ უდიდესი იმპერია იშლება რამდენიმე ნაწილად, რომელთაგანც უმნიშვნელოვანესია სელევკიდების სახელმწიფო. სელევკიდებს ამარცხებს გაძლიერებული პართიის სამეფო რომელიც უდიდეს წინააღმდეგობას უწევს რომის იმპერიას და თავის გავლენას ავრცელებს მრავალ ტერიტორიაზე. 224 წელს დასუსტებულ პართიას ამარცხებს გაძლიერებული სასანიდები. სასანიდების იმპერიას იპყრობს არაბები.

არაბების შემდეგ ირანი ისლამურ რელიგიაზე მოექცა და დაივიწყა უკვე ძველი ირანული რელიგია ზოროასტრიზმი.

1501 წელს ირანის ტერიტორიაზე გაბატონდა აზერბაიჯანული წარმომავლობის სეფიანთა დინასტია. სეფიანთა პირველი შაჰი იყო ისმაილ I. სეფიანები თავის ძლიერების მწვერვალს აღწევს შაჰ აბას I-ის მმართველობის დროს. სეფიანთა ირანს მალე შიდაომები მოიცავს და 1736 წელს ის განადგურდება. ამის შემდეგ ირანი უკვე გამუდმებულ ქაოსშია მოცული. XIX საუკუნეში ინგლისმა და რუსეთმა ირანი ნახევარკოლონიურ ქვეყანად აქციეს. 1979 წლის 1 აპრილის ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რევოლუციის ხელმძღვანელი იყო აიათოლა ჰომეინი. მოსახლეობა მონარქიას ამხობს და ირანს ისლამურ რესპუბლიკად აცხადებს.

სექციების სია

წინა ისლამური ისტორია[რედაქტირება]

უძველესი ისტორია (ძვ.წ 3200 –ძვ.წ 625 )[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ელამი და მანა.
ჩოგხა-ზანბილი იყო მესოპოტამიელების მიერ აგებული შენობა . ეს შენობა განიხილება როგორც ერთ-ერთ უდიდეს კომპლექსანდ უძველეს დროში .

ირანში ადამიანები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ . არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნასახლები რომლებიც მიეკუთვნება ადრეულ რკინის ხანას . უძველესი ირანული სახელმწიფოები შეიქმნა ძვ. წ. 3000 წელს ეს იყო ელამი და შემდგომ ბაბილონი . ამ სახელმწიფოებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს , სწორედ ელამის სახელმწიფომ შექმნა უძველესი ირანული ცივილიზაცია. ადრეულ ბრინჯაოს ხანაში აქტიურად წარმოიშვება და ძლიერდება ირანული მოდგმის ტომები .

ძვ.წ 10 და ძვ.წ 9 საუკუნეებში არიული ტომები (წინაპრები თანამედროვე ირანელების) საუბრობენ ინდო ირანულ ენაზე .ეს ხალხი ცხოვრობდნენ ირანის პლატოზე . პროტო ელამის პერიოდში იწყება ირანის ტერიტორიაზე მარგიანული ცივილიზაციის წარმომადგენლების გადმოსახლება . 1 ათასწლეულისთვის უკვე ირანის ტერიტორიაზე დაიწყო წარმოშობა ირანული მოდგმის ტომებმა , რომლებმაც შემდგომში დიდ წარმატებებს მიაღწიას , ამათგან აღსანიშნავია : მიდიელები , სპარსელები, ბაკტრიელები . სპარსეთის მოსახლეობას უკვე მნიშვნელოვანი მტრები უჩნდება ჯერ სკვირთები და სარმატები , ხოლო შემდგომ კიმერიელები და ალანები . ეს მომთაბარე ტომები შავი ზღვის რეგიონიდან და ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან იყვნენ.

ძვ. წ. XII საუკუნეში თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე წარმოიშვა ასურეთის იმპერია, ასურეთი მალე გაძლიერდა და ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრო .

მიდია და აქემენიდების იმპერია (ძვ.წ 650 –ძვ.წ 248 )[რედაქტირება]

კიროს II დიდის მავზოლეუმი ფასარგად.
აქემენიდების იმპერია.
სპარსელი მოისრეები . დარიოსის სასახლე სუსა.

ძვ.წ. 646 წელს ასურეთის მეფემ ასურბანიფალიმ დაიპყრო სუსა ელამების დედაქალაქი . ამის შემდგომ ასურეთის მეფეებს ძალიან გაურთულდათ სიტვაცია ჩრდილოეთ მესოპოტამიაში , სადაც თანდათანობით ძლიერდებოდნენ მიდიელები . ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. ძვ. წ. 605 გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოა. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. ასურეთის დედაქალაქი ნინევია , დაანგრიეს . ძლიერი მიდიის სამეფომ ნელ-ნელა დაიწყო დასუსტება , ამ პერიოდში ირანის ტერიტორიაზე გაძლიერდა აქემენიდების დინასტია , რომლებმაც თავის კონტროლს დაუქვემდებარეს მრავალი ტერიტორია . ჩამოყალიბდა აქემენიდების იმპერია (ძვ. წ 648–330) .

ძვ. წ. 558 წელს აქემენელთა სამეფოს სათავეში ჩაუდგა აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (558-530), რომელმაც ძველი წელთაღრიცხვით 550 წელს დაამარცხა მიდიელები და შემოიერთა მიდიის ტერიტორიები. ძველი წელთაღრიცხვით 539 წელს კიროსმა დაიპყრო ბაბილონი. კიროს II-ის მემკვიდრის კამბიზ II-ის (ძველი წელთაღრიცხვით 530-522 წლებში) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა, რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე. კამბიზის გარდაცვალების შემდეგ აქემენიდების იმპერიაში გამეფდა დარიოს I (ძველი წელთაღრიცხვით 522-486 წლები).

დარიოსის მმართველობის დაწყებამდე ქვეყნის დედაქალაქი იყო სუსა, დარიოსმა იმპერიის დედაქალაქი პერსეპოლისში გადაიტანა. ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე, რომელიც მორთული იყო 33 ხალხის რელიეფით რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან . უზარმაზარი კარიჭო ხსნიდა გზას აპადანისაკენ იმდროისთვის ყველაზე დიდ სასახლისკენ. დარიოსმა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები ჩაატარა, რამაც დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა. აქემენიდების იმპერია იყოფოდა სატრაპებად . აქემენიდების იმპერია უდიდეს სამხედრო ჯარზე იყო დაყრდნობილი , მიუხედავად ამისა ამ პერიოდში თანდათანობით ძლიერდემა საბერძნეთი , რომელიც აქემენიდების იმპერიას სერიოზულ ზიანს და წინააღმდეგობას აყენებს . აქემენიანთა მეფემ ქსერქსემ(ძველი წელთაღრიცხვით 486-465 წლები) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამ ძველი წელთაღრიცხვით 490 წელს ქალაქ მარათონთან ბრძოლისას, ძველი წელთაღრიცხვით 480 წლის სალამინის საზღვაო ბრძოლაში, ძველი წელთაღრიცხვით 479 წლის პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათ საბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე. ძველი წელთაღრიცხვით 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, მაგრამ მის შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს.

აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა,სახელმწიფო გადატრიალებებმა,დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა, სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერეია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქეს მაკედონიას. ძვ. წ. 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა.

პერსეპოლისის პანორამა

ელინისტური დაპყრობები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სელევკიდების იმპერია.
სელევკიდების იმპერია ძვ.წ 200 წელს .

ძვ.წ 334 -331 წლებში ალექსანდრე მაკედონელი, აწარმოებდა დიდ დაპყრობით ომებს . გრანიკოსის ბრძოლაში ალექსანდრემ დაამარცხა სპარსელების უძლიერესი არმია. ამ ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ დაიმორჩილა ირანის ტერიტორია და შექმნა უზარმაზარი იმპერია . მაგრამ როდესაც ალექსანდრე გარდაიცვალა მას მემკვიდრე არ დარჩენია და მისი იმპერია დაიშალა რამდენიმე სახელმწიფოდ. ართ-ერთი ასეთი სახელმწიფო იყო სელევკიდების სირია , რომლის სათავეში იყო სელევკი I ნიკატორი. სელევკიდების სახელმწიფო აბსოლუტურ მონარქიულ სახელმწიფოდ იქცა . სელევკიდების სამეფოში დაიხვეწა არმია და ბიუროკრატიული აპარატი . სელევკიდების სამეფო დაპყრობით კამპანიებს ატარებს , სელევკიდების ტერიტორია ავღანეთამდე გადაიჭიმა . იმპერიის ტერიტორიაზე დაიწყო გავრცელება ბერძნულმა კულტურამ . სელევკიდების ტერიტორიაზე მთავარ რელიგიად ზოროასტრიზმი იქცა .

ასეთი წარმატებების მიხედავად სელევკიდების იმპერია თანდათანობით სუსტდება , ამ დროს ძლიერდება პართიის სამეფო, პონტო , რომლებიც გამუდმებით ესხმოდნენ სელევკიდებს . ძვ. წ. 63 წელს სელევკიდების სამეფო განადგურდა , და მისი ტერიტორიები მეზობელმა სახელმწიფოებმა გაინაწილეს .

პართიის იმპერია (ძვ.წ 248 – 224 ახ.წ)[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პართია.
ბრინჯაოს ქანდაკება . გენერალი სურანე , ირანის ნაციონალური მუზეუმი.

კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიქმნა სახელმწიფო , რომლის სათავეში არშაკიდების დინასტია იყო . პართიის სახელმწიფო სწორედ მაშინ წარმოიქმნა როდესაც ალექსანდრე მაკედონელის უზარმაზარი იმპერია დაინგრა . პართიის მეზობლები იყვნენ ძლიერი საბერძნეთი და სელევკიდების სირია . ძვ.წ III საუკუნიდან იწყება პართიის როგორც ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება , პართიის სამეფომ ბოლო მოუღო სუსტ სელევკიდების სიარას . მაგრამ გაძლიერებული რომის იმპერია სულ უფრო ამჟღავნებს თავის ინტერესებს აღმოსავლეთის რეგიონებისადმი . კონფლიქტი პართიასა და რომს შორის გარდაუალი გახდა , პართიასა და რომს შორის ბრძოლაში გაიმარჯვა რომის იმპერიამ და მიიერთა პართიის აღმოსავლეთი პროვინციები კაპადოკია და ანატოლია . ამის შემდეგ პართიასა და რომს შორის მთავარი პრობლემა სომხეთის საკითხზე შეიქმნა . სომხეთის დაუფლებისთვის ბრძოლა არ წყდებოდა , სომხეთში ძალაუფლება ორმა იმპერიამ თანაბრად გაინაწილეს .

პართიული ჯარი ორი ნაწილისგან შედგებოდა : კავალერიისგან და ქვეითი ჯარისგან .

III საუკუნის დასაწყისისთვის პართია საკმაოდ დასაუსტებული იყო . პართია გაანადგურა სასანიდების იმპერიამ 224 წელს და ის სასანიდების იმპერიის რიგით პროვინციად აქციეს .

სასანიდების იმპერია (224 – 651)[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სასანიდების იმპერია.
Rock-face relief at Naqsh-e Rustam of Iranian emperor Shapur I (on horseback) capturing Roman emperor Valerian I (kneeing) and Philip the Arab (standing) .

III საუკუნის დასაწყისში ირანში გაბატონთა სასანიანთა დინასტია . სასანიანთა მპერია (226-650) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეი პერიოდია ირანის ისტორიაში. თავის ძალაუფლების ზენიტში იმპერია საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას ფლობდა - ცნტრაზლური აზიის , თანამედროვე პაკისტანის , კავკასიის და თურქეთის ნაწილს , სირია პალესტინას , არაბეთის ნახევარკუნძულს .

სასანიანთა იმერიას სამ ძრითად პერიოდად ყოფენ 1) IIIIV საუკუნეები , იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი . 2) VVI საუკუნეების დასაწყისი , სტაგნაცია და გარკვეული დაკნინება , რაც უპირველესად გამოწვეული იყო ცენტრალური აზიიდან წამოსული ჰუნების (ჰეფთალიტების) ტომებთან დაპირისპირებით . 3) VIVII სს - პერიოდი იწყება ხოსრო II ანუშირვანის , ყველაზე მნიშვნელოვან სასანი შაჰის მეფობით და სახელმწიფოს არნახული გაძლიერებით , რაც დროებითი მოვლენა გამოდგა და დასრულდა იმპერიის დაცემით არაბთა დაპყრობის შედეგად .

სასანიდებმა ააღორძინეს და სრულქმნეს მაზდეანური რელიგია ზოროასტრიზმი , რომელიც ქვეყნის ცენტრალიზაციის პროცესში მათ ძლიერ იდეოლოგიურ იარაღად იქცა . გავრცელებული იყო ქრისტიანობაც მაგრამ შაჰები პირველ რიგში მფარველობდნენ , ბიზანტიის მიერ მათი მთავარი პოლიტიკუროი მოწინააღმდეგის, დევნილ ქრისტიანულ მიმდინარეობებს (ნესტორიანელობას , მონოფიზიტობას ) .

სასანიანთა ირანის ფეოდლური საზოგადოება ოთხ კატეგორიისგან შედგება : ქურუმები , მეომრები , მიწათმოქმედნი და ხელოსნები . იმპერია დაყოფილი იყო 26 პროვინციად , თუმცა ამ პროვინციათაგან ზოგიერთი იმპერიის უშუალო ნაწილს არ წარმოადგენდა და მასთან ვასალურ დამოკიდებულება აკავშირებდა (ერთი პერიოდი ასეთი ვასლი იყო - იბერიაც) .

ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ჰეგემონიისთვის გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობდა სასანიდებსა და რომს , ხოლო შემდეგ ბიზნტიის იმპერიებს შორის . ამასთან ერთად , დიდი იყო ამ ორი ცივილიზაციის ურთიერთზეგავლენაც .

ხალიფატი და სულთნების ერა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ხალიფატი და სულთანი.

ისლამური დაპყრობები[რედაქტირება]

არაბთა ექსპანსეა

██ მუჰამედის ექსპანსეა, 622-632

██ ოთხი წმინდა ხალიფის ექსპანსეა, 632-661

██ ომიანთა ექსპანსეა, 661-750

მუსლიმების მიერ ირანის დაპყრობა დაიწყო , მაშინ როდესაც არაბთა სახალიფოს მმართველი იყო ომარი (637) და რამდენიმე დიდი ბრძოლის შემდეგ ირანი დაპყრობილი იქნა. სასანიდი ბოლო შაჰი იაზდეგერდ III გადაასახლეს მერვეში სადაც ის 651 წელს გარდაიცვალა .[1] 674 წლისათვის, მუსლიმებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ დიდი ხორესანი (რომელიც მოიცავდა ავღანეთს , მანნევერნახს და პაკისტანს) .ირანის ისლამური დაპყრობების შემდეგ სასანიდთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა , იმპერიაში გავრცელებული ზოროასტრული რელიგია კი დავიწყებას მიეცა . ამის შემდეგ არაბი დაპყრობლები ირანში იწყებენ ისლამის გავრცელებას . ძველი სპარსული ცილვილიზაცია წარსულს ჩაბარდა , ირანმა მონაწილეობა მიიღოლ ისლამური რელიგიის ჩამოყალიბებაში , ხალხისთვის ახალი რელიგია მისაღები აღმოჩნდა .

ომაიანთა ხალიფატი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ომაიანები.

სასანიდთა დინასტიის აღსასრულის შემდეგ, სპარსეთის მმართველები ხდებიან ომაიანები, რომლებსაც სახალიფოში ძალაუფლება თავის ხელში ჩაეგდოეთ, ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ . ომაიანთა მმართველობა სახალიფოში 661-750 წლებში მიმდინარეობდა . სახალიფოში დინასტიური მმართველობა დამყარდა. ხალიფა მუავიმ სათავე დაუდო ომაინთა საგვარეულოს. 692 წელს სახალიფოს სატახტო ქალაქი გახდა დამასკო. სასანიდების დამარცხების შემდეგ სახალიფოს მხოლოდ ბიზანტია ეომებოდა, ომაინები წარმატებით ებრძოდნენ ბიზანტიას, მათ არაერთხელ შემოარტყეს ალყა კონსტანტინოპოლს.

ომაინთა დინასტიის, მმართველობის დროს სახალიფოში და მათ შორის ირანშიც იწყებს მკვეთრად გავრცელებას არაბული კულტურა. სპარსეთში ვრცელდება არაბული ენა, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს სპარსულ ენაზე, დამწერლობის მხრივაც სპარსეთში ვრცელდება არაბული დამწერლობა, რომელიც ადგილობრივ ირანულ დამწერლობებს საერთოდ ნდევნის, მოსახლეობის ცხოვრებისგან.

ამ პერიოდში არაბები ყოველმხრივ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სოციალური ბარიერები არაბებსა და არაარაბებს შორის, თუნდაც რომ მათ მიეღოთ ისლამი და გაეთავისებინათ არაბული ენა. ისინი დაუშვებლად მიიჩნევდნენ არაბი ქალის ქორწინებას არაარაბ მამაკაცთან.

VII საუკუნის დასაწყისიდან ომაინთა ძლიერი მმართველობა არაბეთში თანდათანობით სუსტდება. განხეთქილება თვით ისლამშიც აშკარა გახდა, ისლამი ჩამოყალიბდა როგორც ორ რელიგიად სუნიზმად და შიიზმად. თანდათანობით დაწინაურდა სპარსული ელემენტები და თავად სპარსეთი დაწინაურდა არაბთა სახალიფოს პროვინციებში. მალე არაბული სახელმწიფო ისლამურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი სპარსელებს ეკუთვნის. ომაიანთა დინასტიას აღარ შეეძლო სახელმწიფოს გაძღომოდა ის როგორც ადრე, მალე კი სიტვაცია რადიკალურად იცვლება, ქვეყნის სათავეში მოდის აბასიანთა დინასტია.

აბასიანთა ხალიფატი და ირანის დამოუკიდებელი მთავრები[რედაქტირება]

საფარიდების დინასტია 900 წელი .
ირანული დინასტიების რუკა . 1000 წელი

თავდაპირველად აბასიდების არმიას სათავეში , აბუ მუსლიმი მეთაურობდა . აბუ მუსილმი არაბულ ირანული წარმოშობის იყო . უკვე აშკარად გამოჩნდა სპარსელების დაწინაურება სახალიფოში . 750 წლიდან აბასიდებმა უკვე ოფიციალურად შეცვალეს ომიანთა დინასტია .[2]

არაბთა პრივილეგიები წარსულს ჩაბარდა, პირველ რიგში საქმე ეხება სპარსელების აღზევებას, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს არაბული სახელმწიფოს ისლამურად გარდაქმნაში, სახელმწიფო მმართველების სისტემის სრულყოფას და კულტურულად განვითარებას. აბასიანებმა სტატხტო ქალაქი დამასკოდან, გადაიტანეს ერაყში რომელიც დიდი კოსმოპოლიტური იმპერიის ცენტრი იყო ძველ აღმოსავლეთში. ახალი დედაქალაქი ბაღდადი ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე გაშენდა. სიმბოლურად სწორედ ახალი დედაქალაქის მახლობლად იყო სასანიანა დედაქალაქის ქტესეფონის ნანგრევები. სწორედ ბაღდადში მეფობდნენ აბასიანები ხუთი საუკუნის განმავლობაში, თავდაპირველად როგორც იმპერიის ეფექტური მმართველები , ხოლო პოლიტიკური დაკნინების შემდეგ როგორც ნომინალური მმართველები, როდესაც რეალური ძალაუფლება სხვათა, უპირველესად სამხედრო მეთაურების ხელში იყო.

ამდენად მოხდა იმპერიის ცენტრის უფრო აღმოსავლეთით გადანაცვლება, ძველი ირანული ცივილიაციის სიახლოვეს . დასრულდა არაბთა მონოპოლია სახელისუფლებო თანამდებობზე. აღორძინდა სპარსული ტრადიციები. პირველად ისლამურ სახელმწიფოში შეიქმნა რეგულარული ჯარი. აბასიანი ხალიფა უკვე არაფრით გავდა თავის წინამორბედ ომიან ხალიფას, რომელიც პრაქტიკულად არაბი ტომების მეთაურების მბრძანებელი იყო. ის წარმოადგენდა ძველაღმოსავური სტილის ავტოკრატ მმართველს.

XI საუკუნისთვის აშკარად იჩინა თავი ისლამური სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკნინების ნიშნებმა , წარმოიშვა ახალი ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფოები რომლებიც , არაბთა ხალიფას ნაკლებად ემორჩილებოდნენ. რეგიონებს გაუჩნდათ სეპარატისტული მიდრეკილებები . მოხდა მთლიანად ისლამური იმპერიის პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტრუქტურის , რომელიც ბიზანტიურ და სასანურ საფუძვლებს ეყრდნობოდა , კოლაფსი . ხალიფლების ხელისუფლება სულ უფრო ნომინალური იყო . ამგვარი ტენდეციები გამოვლინდა ირანშიც , ირანში წარმოიქმნა ახალ-ახალი სახელმწიფოები : თაჰრიდები და ხორესანი (820-72) . 867-903 წლებში წარმოიშვა კიდევ ახალი ირანული სახელმწიფოები საფარიდები და სისტანი . ეს სახელმწიფოები თანდათან ძლიერდებოდნენ და ისინი მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდნნე ხალიფას და ელოდებოდნენ იმ დროს როდესაც მოახდენდნენ არაბთა იმპერიისგან გამოყოფას .

ამ დროს აღმოსავლეთიდან იწყება თურქული მოდგმის ტომების , შემოტევები იმპერიაზე . თურქ -სელჯუკები თანდათანობით ძლიერდებიან , და იმპერიას დაუნდობლად ანადგურებენ .

თურქო - სპარსული დინასტიები[რედაქტირება]

სელჯუკების მავზოლეუმი ირანში.

XI საუკუნის დასაწყისისთვის თურქი ხალხის ორმა დიდმა მიგრაციამ შეცვალა ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია . ცენტრალურ აზიაში მდინარე სირდარიასთან იღუზი თურქები მომთაბარეობდნენ . უფრო აღმოსავლეთით მდინარე ირტიშტან ბინადრობდნენ თურქი ყივჩაღები . ყივჩაღები დაიძრნენ აღმოსავლეთით . საკუთარი ტერიტორიისდან გამოდევნილი იღუზები ისლამურ ტერიტორიებზე გადავიდნენ . თურქთა მიგრაცია კიდევ რამდენიმეჯერ განხორციელდა მათ შორის ირანის ტერიტორიაზეც . სელჯუკებმა მიიღეს ისლამი , ამის შემდეგ ისინი განუწყვეტილვ ესხმიან თავს მუსლიმებს და სხვა თურქულ ტომებს . მალე სელჯუკის შვილიშვილებმა თორღურ ბეგმა და ჩაღრი ბეგმა , გაილაშქრეს ღაზვინების წინააღმდეგ და გამოდევნეს ისინი ირანიდან .

X საუკუნიდან იწყება თურქთა მასიური ისლამიზაცია , მათ ირანელებისგან განსხვავებით არ გააჩნდათ წინა ისლამური ისტორია . მათ მიიღეს სუნიზმი და ისინი ისლამის თავგამოდებული დამცველები გახდნენ .

თორღურ ბეგმა 1038 წელს დაიკავა აღმოსავლეთ ირანის ქალაქი ნიშაპური , ხოლო 1040 წელს ღაზვინების დამარცხების შემდეგ ის გახდა აღმოსავლეთ ირანის უდიდესი პროვინციის ხორასანის მბრძანებელი . 1055 წელს თურღრ ბეგმა გაიარა მთელი ირანი და შევიდა ბაღდადში , არაბთა ხალიფამ მას სულთნის ტიტული უბოძა , შემდეგ კი თორღურმა დამატებით მიიიღო ”აღმოსავლეთის და დასავლეთის ამირის ” ტიტული . ირანის ქალაქების მოსახლეობა უბრძოლველად ემორჩილებოდა თურქ-სელჯუკებს , რადგან მათ არ ჰქონდათ იმედი იმ დახმარების მიღების რაც მათ მბრძანებელს არაბთა ხალიფას უდა გაეწია .

დიდი სელჯუკთა იმპერია , მელიქ შაჰ I-ის მმართველობის დროს .

სელჯუკთა იმპერია კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა სულთნების ალფ არსლანისა (1063-1072) და მელიქ შაჰის (1072-1092) მმართველობის პერიოდში . ამ პერიოდში ირანი სელჯუკთა იმპერიის ერთ დიდ პროვინციად იქცა , ერთადერთი ქვეყანა რომელიც თურქ- სელჯუკებს წინააღმდეგობას უწევდა იყო ბიზანტია . თურქების განუწყვეტელი შემოსევების შედეგად განადგურდა ბიზანტიის თავდაცვითი ხაზი . 1071 წელს ალფ არსლანმა მანასკეტთან ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიის უდიდესი არმია თავად კეისარი კი ტყვედ იგდო .

მელიქ შაჰის მმართველობის დროს სელჯუკთა იმპერია დავისი მმართველობის ზენტშია , თურქ-სელჯუკებს შორეული იემენიც ემორჩილება . დიდი სელჯუკთა სახელმწიფოს განმტკიცებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სპარს ნაზამ ალ - მულქმანს . ნაზამმა შექმნა სასწავლებლები - მადარასეების სისტემა . ნაზამ ალ მულქმანი უდიდეს როლს თამაშობდა სელჯუკთა იმპერიაში მან მოახერხა დროებით სულთნის ვაჯებს შორის მშვიდობის დამყარება , როდესაც ის გარდაიცვალა სულთნის ვაჟებს შორის ატყდა შიდა დაპირისპირება რამაც სელჯუკთა იმპერიის საბოლოო დაშლა გამოიწვია

XII საუკუნის მიწურულს ცენტრალური აზიიდან წამოსულმა ხორაზმელებმა თურქეთის მცირე პოლიტიკური ერთეულების უდიდესი ნაწილის განადგურება და მთლიანად დაიკავეს ირანი . სელჯუკთა ბატონობა ისტორიას ჩაბარდა .

მონღოლების და თემურიდების იმპერია[რედაქტირება]

ევრაზიის სახელმწიფოების მონღოლთა დაპყრობებამდე 1200 წელი.

XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები - მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით . მათ უმოკლეს დროში დაიპყრეს ისლამური სამყარო .

მონღოლთა იმპერიის დამაარსებლებმა ჩინგიზ ყაენმა გააერთიანა დაქსაქსული მონღოლები და შექმნა უძლიერესი არმია რომელიც მსოფლიოს დასაპყრობდა ემზადებოდა . 1218 წლისათვის ჩრდილო-აღმოსავლეთით აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა. მალე მონღოლების გამგებლობის ქვეშ აღმოჩნდა სირდარიის აღმოსავლეთით არსებული მიწები . ამდენად , ისინი უშუალოდ დაუმეზობლდნენ ხორაზმის თურქული წარმოშობის მუსლიმ შაჰს .

მომდევნო წელს სირდარიის ნაპირზე მდებარე ქალაქ ოტარორის , ირანის ხორაზმელი გამგებლის ბრძანებით გაძარცვეს მონღოლეთიდან მომავალი ქარავანი და 450 ვაჭარი მოკლეს . მონღოლთა შურისძიებამ არ დააყოვნა . იმავე წელს ჩინგიზ ყაენმა გადალახა სირდარია და შეიჭრა ირანის ტერიტორიაზე . 1220 წელს მთელი ცენტრალური აზია უმნიშვნელოვანესი ქალაქების , ბუხარიასა და სამარყანდის ჩათვლით , მის ხელში იყო . მალე მონღოლებმა ამურდარიაც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში . 1227 წელს ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ მონღოლთა წინ სვლა დროებით შეჩერდა .

ევრაზია მონღოლთა დაპყრობების შემდეგ 1200 წლის შემდეგ.

ამ პერიოდში ხორაზმის და ირანის მმართველი ჯალა ად-დინ მანგუბეტის თავი ინდოეთს ჰქონდა შეფარებული . მას შემდეგ რაც მონღოლები დროებით უკან დაბრუნდნენ , მან განაახლა დამპყრობლური ბრძოლა . ჯალალ ად დინმა წამოიწყო ბრძოლა აბასიანთა ხალიფის , ანატოლიის თურქების , ეგვიპტელების და ქართველების წინააღმდეგ . 1230 წელს მონღოლებმა კვლავ გაილაშქრეს ჯალალ ედ დინის წიააღმდეგ და დაამარცხეს ყველა შესაძლო მოკავშირეზე გადამტერებული ხორეზმშაჰი . 1231 წელს ჯალალ ედ დინი დაიღუპა და დაიშალა მისი მახვილით შეკოწიწებული იმპერია .

1240 წლისათვის მონღოლების ხელში იყო დასავლეთ ირანიც . XIII საუკუნის შუა ხანებისთვის საჭირო გახდა დაპყრობილ ქვეყნების შემომტკიცება , დიდი ყაენის ბრძანებით მონღოლთა არმიამ , რომლის სათავეში ჰულუგუ იდგა გადალახა ამუდარია და დაიპრო ისლამური სამყარო ეგვიპტემდე . 1258 წელს მონღოლთა ჯარები ბაღდადში შეიჭრა . მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი , საგვარეულოს ყველა წარმომდგენელტან ერთად , სიცოცხლეს გამოასალმეს . აბასიანთა მმართველობა ისტორიას ჩაბარდა . მონღოლთა წინსვლა მხოლოდ ეგვიპტემ შეაჩერა აიუნნ ჯალთუის ბრძოლაში . ჩინგიზ ყაენის შთამომავლებმა იმპერია რამდენიმე ნაწილად გაიყვეს , რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო ილხანტა სახელმწიფო , რომლის შემადგენლობაში შედიოდა ირანი , ავღანეთი , მცირე აზია და კავკასია .

ამ უზარმაზარი იმპერიის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, მონღოლური სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ მოსაზღვრე ტერიტორიებისთვის . მონღოლებმა ვერ შესძლეს ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნება და XIV საუკუნის შუა ხანებში დაიწყო მათი დაშლა .

შუააზიელი მონღოლთა შთამომავალმა თემურმა კვლავ გააერთიანა მონღოლთა ურდოები და მიზნად დაისახა ჩინგის ყაენის დროინდელი იმპერიის აღდგენა. ის ძალზედ სასტიკი იყო, მისთვის არაფერს ნიშნავდა ცალკეული ხალხის განადგურება. ძველად ამბობდნენ სადაც თემური გაივლიდა, იქ მხოლოდ უკაცრრიელი უდაბნო და აკვამლებული ნასახლარები რჩებოდა. თემურმა მოღვაწეობა ყაჩაღთა ბრბოს მეთაურობით დაიწყო. იგი თავს ესხმოდა ვაჭართა ქარავანებს, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ის დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამტომ შეარქვეს მას ლენგი რაც სპარსულად კოჭლს ნიშნავს. ლენგით ხალხი თემურის სულიერ სიმახინჯეზე მიუთითებდნენ და არა ფიზიკურ ნაკლზე. შუა აზიაში თემური ჩაერთო ჩაღათას შთამომავლებსა და ცაალკეულ ემირებს შორის ბრძოლაში. თემური ხან ერთ მხარეს იდგა ხან მეორეს . მისთვის ჩვეული იყო ღალატი და მოწინააღმდეგეს მხარეს გადასვლა. ასეთი გზით თემურმა შუა აზიაში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, აქედან ის შეჭრა ადარბადაგანში რომლის მფლობელობაზე პრეტენზიას ოქროს ურდოს მბრძანებელი თოხთამიშ-ხანი აცხადებდა.

სუნიზმი და შიიზმი ირანში[რედაქტირება]

Haruniyah structure in Tus, Iran, named after Harun al-Rashid, the mausoleum of Ghazali is expected to be situated on the entrance of this monument

ისლამური რელიგიის დაყოფის შემდეგ , ირანში სულიტური და შიირური რელიგია გავრცელდა . სუნიტები აღიარებს პირველ ოთხ ხალიფას, მუჰამედის გამონათქვამებისა და მასთან დაკავშირებულ გამონათქვამების (სუნას) უტყუარობას . სუნიტების აზრით მოციქულ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ , ალაჰთან ყოველგვარი კონტაქტი შეწყდა .

სუნიტებისგან განსხვავებით შიიტები პირველი ოთხი ხალიფადან მხოლოდ ალის აღიარებენ , დანარჩენ სამს კი უზურპატორებად თვლიან . შიიტური თვალსაზრისით , თემის უზენაესი ხელისუფალი უნდა იყოს მოციქულის შთამომავალი . შიიტების თვალსაზრისით , კონტაქტი ღმერთთან

იმამ რეზის, მავზოლეუმი შიიტების ყველაზე წმინდა ადგილი ქალაქ მეშჰედში.

მუჰამედის შემდეგ არ შეწყვეტილა და ეს მისია დაეკისრათ მოციქულის შთამომავლებს - იმამებს . შიიტები თავდაპირველად წარმოადგენდნენ , პოლიტიკურ ჯგუფს რომლებიც მხარს უჭერდნენ მუჰამედის ბიძაშვილის და სიძის , ალის კანდიდატურას . სამხედრო პოლიტიკურმა წარუმატებოლობამ , ალის მკვლელობამ , მისი ვაჟის ალ ჰასანის ტრაგიკულმა დაღუპვამ . გამოიწვია რომ შიიტთა წრეში დაიწყო რელიგიური ძიება , ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა შიიტური რელიგია .

არსებობდა მრავალი შიიტური მიმდინარეობა . მათგან დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანია იმამიტების შტო , რომლებსაც ჩვეულებრივ შიიტებად მოიხსენიებენ . იმამიტები აღიარებენ თორმეტ იმამს ალის საგვარეულოდან . მათგან უკანასკნელი მათი მრწამსით , X საუკუნეში გაუჩინარდა და ამჟამად ”ფარულ” მდგომარეობაშია . ის მესიის მსგავსად უნდა დაბრუნდეს განკითხვის დღეს და სამართლიანობა უნდა დაამყაროს ქვეყანაზე .

ამჟამად სუნიტები შეადგენენ მსოფლიოს მუსლიმების 80 %-ს . შიიტები აბსოლუტური უმრავლესობაა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში .

შიიზმის როგორც ირანის ოფიციალურ რელიგიად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის , სეფავიდების დინასტიას . ამჟამად შიიზმს ირანის მოსახლეობის 90 % აღიარებს როგორც , მთავარ რელიგიად . ირანის ტერიტორიაზე აგრეთვე გავრცელებულია , ისლამის მეორე რელიგია სუნიზმიც .

ადრიანი თანამედროვე ერა[რედაქტირება]

XV საუკუნის მიწურულისთვის ირანი დაშლილი იყო რამდენიმე სამეფოდ, რომელთა შორი გამუდმებული ბრძოლები იყო პირველობისათვის. ირანულ სამფლობელოერს შორის ყველაზე განვითარებული იყო ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აზერბაიჯანითურთ. ამ ტერიტორიაზე მმართველები იყვნენ სეფიანთა დინასტიიდან (1502-1736). სეფიანთა დინასტიამ დაიმორჩილა სრულიად ირანი . სეფიანელების ირანი ყველაზე მეტად გაძლიერდა შაჰ აბას I-ის დროს . სწორედ ამ პერიოდში ხდება შიიტური რელიგია ირანის ოფიციალური რელიგია .

სეფიანთა იმპერია (1502-1736)[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სეფიანთა დინასტია.
სეფიანთა იმპერია 1512 წელს.
შაჰ ისმაილ I-ის დროინდელი სეფიანელთა იმპერია.

სეფიანთა დინასტია აზერბაიჯანული[3] წარმომავლობის იყო. თავდაპირველად სეფიანელების გამგებლობის ქვეშ იყო , აზერბაიჯანის გარკვეული ნაწილი და ქურთისტანი[4]. სეფიანელები შიიტური რელიგიის აღმსარებლები იყვნენ . თუმცა დინასტიის წარმომადგენლები მოციქულ მუჰამედისა და სასანიანთა სპარსული დინასტიის შთამომავლობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას და ამით გამოხატავდნენ საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის სურვილს როგორც რელიგიური (მოციქულის მემკვიდრეები) , ისე პოლიტიკური (ირანში გაბატონება) თვალსაზრისით.

XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე სეფიანელების ახალმა მეთაურმა ისმაილმა (დ.1502-გ.1524) დაიპყრო მთელი სამხრეთი აზერბაიჯანი თავრიზითურთ და თავი შაჰად გამაცხადა. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა ცენტრალურ და დასავლეთ ირანშიც. ირანის დედაქალაქი გახდა თავრიზი. ოფიციალური რელიგია შიიზმი. ისმაილის დროს დაიწყო ხანგრძლივი ომები ოსმალეთთან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. ისმაილის მმართველობის დროს იმპერიის საზღვრები ავღანეთამდე იყო გადაჭიმული , სამხეთით კი იმპერიის საზღვრეი ერაყს მიუახლოვდა. შაჰ ისმაილის გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰი გახდა შაჰ თამაზ I (დ.1524-გ.1576). მისი მმართველობის დროს ყიზილბაშებმა ოთხჯერ ილაშქტრს საქართველოში. შაჰ თამაზის მმართველობის ბოლოს ქვეყანაში შიდა მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა. ქვეყანას გადაუარა შავი ჭირის ეპიდემიამ. აღმოსავლეთიდან ირანს გამუდმებით თავს ესხმოდნენ უზბეკი ხანები.

შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაიწყო შიდაომები. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და ირანს ჩამოსტაცა დასავლეთი ტერიტორიები და სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ. უზბეკმა ხანებმა შეტევები განაახლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში ყიზილბაშ დიდებულების ერთმა ნაწილმა ირანის ტახტზე აიყვანა შაჰ თამაზის შვილიშვილი, 16 წლის აბას მირზა.

შაჰ აბას I, საფავიდების ლხინი
სასახლის ჭერის ფრესკა; ჩიილ სოტუნი; ისფაჰანი

აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში (1578-1590) მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე.წ. "ახალი არისტოკრატია").

სამხედრო სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად , რაშიც ინგლისელი კონსულებიც უწევდნენ დახმარებას , შაჰ აბასმა შესძლო ახალი ტიპის არმიის შექმნა . ის წარმატებით უპირისპირდებოდა უზბეკებს აღმოსავლეთით და ოსმალებს დასავლეთით . შაჰ აბასმა შესძლო პორტუგალიელების განდევნა ბაჰრეინიდან (1602 წ) და ინგლისის ფლოტის დახმარებით ჰორუზიდან სპარსეთის ყურეში (1622 წ) , რომელიც პორტუგალიელებისთვის ინდოეთთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანეს პუნკტს წარმოადგენდა . მან გააფართოვა სავაჭრო კავშირები ინგლისთან და ინდოეთთან .

XVII საუკუნის მიწურულიდან ირანის სეფიანელთა დინასტია საგრძნობლად დასუსტდა. მომთაბარეები სისტემატიურად არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებს და ქალაქებს. ანადგურებდნენ მოსახლეობას. ირანის ხელისუფლება ვერ ახერხებდა სახელმწიფოს დაწევრიანების მომხრე ფეოდალების ალაგმას. ფეოდალური ირანის შინაგანი სისუსტე გამოვლინდა , სეფიანელთა დინასტიის ყველაზე ძლიერი შაჰის სიკვდილის შემდეგ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ირანის მკვეთრი ეკონომიური და პოლიტიკური დაქვეითება. თანდათანობით დაეცა სოფლის მეურნეობა. სეფიანელთა დინასტიის უკანასკნელი უნიჭო შაჰები სულ არ ცდილობდნენ ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოყვანას. შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს ავღანელმა ტომებმა თავიდან მათ მოიშორეს სეფიანელთა უღელი .ხოლო 1722-1723 წლებში მათ დაიპყრეს ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე პერიოდში ირანის წინააღმდეგ ომებს აწარმოებდა რუსეთიც პეტრე I-ს მიზნად დასახული ჰქონდა კასპიის ზღვის აღმოსავლეთი და დასავლეთ ტერიტორიების დაპყრობა. ასეთ მძიმე ვითარებაში სეფიანელთა დინასტიამ დაკარგა ძალაუფლება.

ნადირ შაჰი და მისი მემკვიდრეები[რედაქტირება]

ნადირ შაჰი

ირანში ავღანელთა თარეშმა ხალხის მასობრივი აღშფოთება გამოიწვია. 1772 წელს ირანში მასობრივი ანტიავღანული განმანთავისუფლებელი ბრძოლები დაიწყო.ბრძოლას აფშარიდების დინასტიის წარმოშობის ნადირ-ხანი ჩუდგა სათავეში.მან ავღანელი დამპყრობლები ირანიდან განდევნა. მალე მან დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ რომეიც სრული გამარჯვებით დასრულდა. 1736 წლის ზავით ირანმა დაიბრუნა ყველა ის ტერიტორია რომელიც დაკარგა 1723 წელს. რუსეთმა ნებაყოფლობით დაუბრუნა ირანს პეტრე დიდის დროს შეერთებული ირანული მიწები. 1737—1738 წლებში დალაშქრა ჩრდილოეთი ინდოეთი, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი . ავღანელთან და ოსმალეთთან მოპოლებული წარმატებების შემდეგ ნადირ ხანმა შეკრიბა ირანული ფეოდალური დიდკაცობა და ოფიციალურად ეკურთხა ირანის შაჰად. ნიჭიერი მხედარმთავარი ურჩ ქვეშევრდომებს სასტიკად სჯიდა. 1747 წელს ნადირ შაჰმა მთელ ირანს აუტანელი გადასახადები დააკისრა. ეს ღონისძიება მისთვის საბედისერო აღმოჩნდა. იმავე წელს ნადირ შაჰი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მის მიერ სისხლით და მახვილით შექმნილი სახელმწიფო დაინგრა.

ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ ირანი კვლავ არაულობასა და ქაოსის წლებში დაბრუნდა , სადაც ერთმანეთთან გამუდმებული ბრძოლა აქვთ სხვადასხვა ტომებს . ზენდების ირანული ტომის ბელადმა ქერიმ-ხანმა თავდაპირველად სამხრეთ ირანი შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიმორჩილა. ქერიმ ხანის მმართველობის დროს ირანში დროებითი სიმშვიდე ჩამოვარდა. იგი სოფლის მეურნეობის,ვაჭრობის და ხელოსნობის აღდგენას ცდილობდა. 1779 წელს ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ირანი 15 წლიანმა ქაოსმა მოიცვა.

ყაჯარების დინასტია (1796-1925)[რედაქტირება]

ზენდების დინასტია ჩრდილო ირანელმა ყაჯარებმა დაამარცხეს. 1794 წელს ყაჯარების თავკაცმა ჭკვიანმა და ენერგიულმა მაგრმ ვერაგმა და შეუბრალებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ზენდების წინააღმდეგობას ბოლო მოუღო აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წელს დალაშქრა და დაარბია თბილისი. ამიერკავკასიიდან დაბრუნებული აღა მაჰმად ხანი თეირანში საზეიმოდ ეკურთხა შაჰად. მანამდე უცნობი და უმნიშვნელო დასახლებული პუნქტი თეირანი აღა მაჰმად ხანმა დედაქალაქად გამოაცხადა. 1797 წელს აღა მაჰმ,ად ხანის მცველებმა რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი იყო შაჰი სიცოცხლეს გამოასალმა. აღა მაჰმად ხანის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმისშვილი ბაბა-ხანი. ბაბა-ხანი 1804-1813 წლებში რუსეთს ეომებოდა. ამ ომში ირანი დამარცხდა. 1813 წელს დაბა გულისტანში დაიდო რუსეთ-ირანის საზავო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ირანი ცნობდა კავკასიაში რუსეთის გაბატონებას .

XVIII საუკუნის მიწურულიდან ირანში ყაჯართა დინასტიის შაჰების მმართველობა დამყარდა. 1814 წელს ირანსა და ინგლისს შორის დაიდო დიდი ხელშეკრულება რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1826 წელს ყაჯარებმა ჩათვალა რომ ირანის არმია ბრძოლისთვის საკმარისად ამაღლდა . ირანმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ირანმა განჯა დაიკავა მაგრამ კონტრშეტევაზე გადასულმა რუსეთის ლაშქარმა, ირანელები. რუსებმა დაიკავეს ერევანი, თავრიზი. ყაჯარებმა ზავი ითხოვეს. 1828 წლის ზავით ირანი საბოლოოდ უარს ამბობდა კავკასიაზე. ნიკოლოზ I ამის შემდეგ ირანში დანიშნა ელჩობა. რუსეთის ირანის საქმეებში ჩარევით აღშფოთებული ირანელი შიიტები 1829 წელს შეიჭრნენ რუსეთის საელჩოში და დაარბიეს ყველაფერი,ამოხოცეს რუსები. რუსეთის იმპერატორი ირანის შაჰის ოფიციალურ ბოდიშს დაკმაყოფილდა.

ირანის რუკა , ყაჯართა მმართველობის დროს .

ყაჯარებმა ისარგებლეს ინგლისის მოუცლელობით რომელიც ყირიმის ომში იყო ჩართული. და 1856 წელს მოაწყვეს ლაშქრობა ავღანეთის ქალაქ ჰერათზე. ყირიმის ომის დამთავრებისთანავე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰერაეთთან დაკავშირებით შეუალი პოზიცია დაიკავა. ინგლისმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ომი გამოუცხადა.ინგლისმა თავისი ფლოტი სპარსეთის ყურეში შეიყვანა და დესანტი გადასხა ირანის სამხრეთით. 1856-1857 წლების ინგლის-ირანის ომი პარიზის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ირანს გაჰყავდა თავისი ჯარი ჰერათიდან ხოლო ინგლისი ტოვებდა დესანტს სამხრეთ ირანში.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანი გადაიქცა ნახევარკოლონიურ ქვეყნად . საუკუნის მიწურულს ირანში აღმოცენება იწყო ფარულმა პატრიოტულმა ორგანიზაციებმა რომელთა მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა უცხოელების წინააღმდეგ.

ჯარმა უარი თქვა 1905 წლიდან დაწყებული მიტინგების დარბევაზე. შაჰი იძულებილი გახდა მოეწვია პირველი მეჯლისი რომელმაც შაჰის ძალაუფლება შეზღუდა. 1908 წელს ინგლისმა და რუსეთმა ირანი გაიყვეს. 1908 წელს ირანის აზერბაიჯანის მთავარ ქალაქ თავრიზში დაიწყო შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები . მათ მთავრობის ჯარები განდევნეს ამას მოყვა რუსეთის კონტრევოლუციური ინტერვენცია. შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები მთელ რიგ ქალაქებს და პროვინციებს მოედო. 1909 წელს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი თეირანი და დაამხეს მოჰამედ ალ შაჰის ხელისუფლება და აღადგინეს კონსტიტუცია.

ფეჰლევიანთა დინასტია (1925-1979)[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფეჰლევიანთა დინასტია.

1921 წელის თებერვალში მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება. გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდა ირანულ კაზაკთა ნაწილები ვიცე პოლკოვნიკ რეზა ფეჰლევი სარდლობით . რომელმაც ახალ მთავრობაში სამხედრო მინისტრის პოსტი მიიღო. 1921 წლის 26 თებერვალს მოსკოვში მოეწერა ირან-საბჭოთა რუსეთის ხელმოწერას. ამ ხელშეკრულებით უქმდებოდა მანამდე ირან-რუსეთის ყველა ხელშეკრულება.რომელებიც ბღალავდა ირანის სუვერენიტეტს.ამ ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთს საშუალება ეძლეოდა შეეყვან ირანის ტერიტორიაზე თავისი ჯარები და განეხორციელებინა საჭირო მოქმედებები. თუ მესამე ქვეყანა შეეცდებოდა ირანის გამოყენებას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. 1923 წელს რეზა ფეჰლევი პრემიერ მინისტრი გახდა. რეზა ფეჰლევმა აიძულა მეჯლისი ყაჯართა დინასტია დაემხოთ. მართლაც 1923 წლის 12 დეკემბერს რეზა ფეჰლევი გახდა შაჰი. ახალ დინასტიას ეწოდა ძველი პართიული დინასტიის ირანული სახელი- ფეჰლევი. 1935 წელს რეზა ფეჰლევმა, მოთხოვა რომ უცხო ქვეყნებს ოფიციალურად გამოეყენებინათ სახელმწიფოს თვითდასახელება - "ირანი", მანამდე გამოყენებული სპარსეთის ნაცვლად.

რეზა შაჰმა ულმობლად ჩაახშო ყველა აჯანყება ირანის ტერიტოიაზე. შაჰი შეეცადა დაეცვა ქვეყნის ეკონომიკა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. შესაძლებელი გახდა სახელმწიფო მიწების გაყიდვა. დაიწყო ტრანს-ირანის რკინიგზის მშენებლობა რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან სპარსეთის ყურე და კასპიის ზღვა. ჩატარდა რეფორმები განათლების სფეროში რის შედეგადაც შეიქმნა უფასო დაწყებითი და ფასიანი საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები.

მოჰამედ რეზა ფეჰლევი[რედაქტირება]

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას რეზა ფეჰლევმა სცადა უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშთი ირანში გადაიტანა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა.

1946 წლამდე ირანის ტერიტორიაზე საბჭოთა და ინგლისის ჯარები იყვნენ. მაგრამ დასავლეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა თავისი ძალები გაიყვანა ირანის აზერბაიჯანიდან და ქურთისტანიდან . ცივი ომის დაწყების დრიდან გაძლიერდა ირანის შიდა საქმეებში აშშ-ს და ინგლისის ჩარევა.ამ ორ ქვეყანას შორის ქიშპობა აშშ-ს გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით მწვავედ მიდუოდა ბრძოლები სამხრეთ ირანის ნავთობისათვის. რომლის ექსპლუატცია

მთლიანდ ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ხელში იყო. ეს კომპანია უდიდეს სიმდიდრეს ფლობდა , მისი საკონცესიო ტერიტორია თითქმის 260 ათას კვადრატულ კილომეტრს უდრიდა . აქ 300-ზე მეტი ნავთობის ჭაბურღილი იდგა . კომპანიას აგრეთვე ეკუთვნოდა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებიც . ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის მოთხოვნამ მთელი ქვეყანა მოიცვა. და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1951 წელს ირანის პარლამენტმა მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ნაციონალიზაციის შესახებ. ამ ყველაფერსნავთობის მომპოვებელი დიდი კომპანიების ბოიკოტი მოჰყვა. 1953 წელს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო,რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა ეროვნული ფრონტის მთავრობა. ახალმა მთავრობამ ნავთობი 25 წლის ვადით საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა. რომელშიც მთავარ როლს ამერიკული კომპანიები და ინგლის-ირანული კომპანიები თამაშობდნენ.

ირანი ჩამორჩენილი აგრარულ ქვეყნას წარმოადგენდა. მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება სოფლებში,წარმოების ზრდისათვის, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის ზრდისათვის. 1963 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა შაჰის ახალ რეფორმებს რომელსაც თეთრი რევოლუცია ეწოდა. ამ რეფორმებს დაუპირისპირდნენ ულიმები შიიტი სამღვდელოების პირები რომლებმაც ეს რეფორმები ისლამური პრინციპების შელახვად და საერთოდ ისლამზე პირდაპირი შეტევად აღიქვეს.შაჰის რეფორმამ ვერ გადაჭრა ქვეყანაში პრობლემები- სურსათი ისევ არ კმაროდა ვინაიდან მოსახლეობის ზრდის ტემპები უსწრებდა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტემპს. ირანი ვერ გადაიქცა ინდუსტრიულ ქვეყნად. ვერ უშველა ქვეყანას ნავთობის ბუმმა, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა.ქვეყნის შემოსავლები ისევ შემცირდა, სამხედრო ხარჯები კი გაიზარდა.ამას მოჰყვა იმფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების პირობის გაუარესება.ასეთმა მძიმე ვითარებამ გამოიწვია შაჰის ხელისუფლების პოზიციის შესუსტება და მისდამი დაპირისპირებული შიიტი სამღვდელოების გაძლიერება. ირანში გაზრდილმა საპროტესტო მოქმედებებმა შაჰის ხელისუფლება აქცია ავტორიტარულ დიქტატურად.მოსახლეობას აღიზიანებდა შაჰის კარზე არსებული ფუფუნეება, კორუფციის მაღალი დონე.მოსახლეობაში იზრდებოდა ანტი დასავლური განწყობაც . 1975 წელს ირანში დაიწყო დიდი საპროტესტო გამოსვლები, რასაც შაჰის ხელისუფლების დასასრული მოჰყვა .

ირანის რევოლუცია და ისლამური რესპუბლიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ირანის რევოლუცია.
ხომეინის დაბრუნება ირანში..

ქვეყნის მძიმე მდგომარეობის გამო მოსახლეობაში კიდევ უფრო გაიზარდა სრული ისლამიზაციის მომხრე სასულიერო პირების გავლენა. მათმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა გააკეთა მოწოდება ჭეშმარიტი ისლამური წყობის დამყარების შესახებ. ოპოზიციას შეუერთდა დასავლური ორიენტაციის ინტელიგენცია.

ამის მიუხედავად დასავლეთს შაჰის ხელისუფლება სტაბილურად მიაჩნდა და ისინი შაჰის ხელისუფლებას უახლესი იარაღით ამარაგებდნენ. დასავლეთისთვის შაჰის ხელისუფლება ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო.

1978 წლიდან ქვეყანა მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. შაჰს ვერ უშველა მთავრობის შეცვლამ. 1979 წლის იანვარში შაჰს მოუხდა ქვეყნიდან წასვლა . სამაგეროდ ქვეყანაში დაბრუნდა რუჰოლა ხომეინი რომლის მხარეს არმიაც გადავიდა. ხომეინმა ირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. რეფერენდუმში ამ იდეას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და 1979 წლის 1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი გახდა აიათოლა ხომეინი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, პირბადეს (ჩადრს) და ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობას.

ქვეყნის საგარეიო პოლიტიკის ლოზუნგი გახდა ” არც აღმოსავლეთი არც დასავლეთი” . ირანელების მტრად გამოცხადდა შაჰთან ერთად შეერთებული შტატები. რომლის საელჩოს 52 თანამშრომლები რადიკალურმა მუსლიმმა სტუდენტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები 15 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ირანმა მტრად გამოაცხადა აგრეთვე საბჭოთა კავშირიც.

ხომეინი ყველა ისლამურ ქვეყანას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. რამაც ირანის მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა. განსაკუთრებით გართულდა ირან-ერაყის ურთიერთობები რაც 1980 წელს ომში გადაიზარდა. ეს ომი ორივე მხარისათვის ძალზედ სისხლიანი იყო დაღუპა ნახევარი მილიონი ადამიანი.ეს ომი დასრულდა 1988 წელს გაეროს უშუალო შუამავლობით.საზავო ხელშეკრულება 1990 წელს დაიდო. ისლამიზაციამ ქვეყნის ეკონომიკას მაინც ვერ უშველა. 1989 წელს გარდაიცვალა ხომეინი მოგვარდა ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან.

ისტორიული პერიოდები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Abrahamian, Ervand (2008). A History of Modern Iran. Cambridge University Press. ISBN 0521821398. 
  • Cambridge University Press (1968–1991). Cambridge History of Iran, (8 vols.). Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521451485. 
  • Daniel, Elton L. (2000). The History of Iran. Westport, CT: Greenwood. ISBN 0313361002. 
  • Del Guidice, Marguerite (August 2008). „Persia - Ancient soul of Iran“. National Geographic Magazine. 
  • Olmstead, Albert T. E. (1948). The History of the Persian Empire: Achaemenid Period. Chicago: University of Chicago Press. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]