მონღოლები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


მონღოლები
B.TserendorjD. SükhbaatarByambyn Rinchen.jpg
Sodnomyn Damdinbazar.jpgZanabazarSharav dondogdulam.jpg
YanjmaaSubudei.jpgP.Genden
YuanEmperorAlbumOgedeiPortrait.jpgYuanEmperorAlbumKhubilaiPortrait.jpgGenghis Khan
ბ. ცერენდჯორიდ. სუხბაატარიბ. რინჩენი
ს. დამდინბაზარიძანაბაძარიბოგდო-ყანი
ს. იანჟმასუბუტაიპ. გენდენი
უგედეი-ყაენიყუბილაი-ყაენიჩინგიზ-ყაენი
საერთო მოსახლეობა

10 000 000

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ჩინეთის დროშა ჩინეთი 5,800,000 [1]
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 2,800,000
რუსეთის დროშა რუსეთი 1 000 000
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 34 000
აშშ-ის დროშა აშშ 15,000 - 18,000 [2]
ენები
დომინანტური მონღოლური ასევე ჩინური, რუსული და თურქული
რელიგიები
დომინანტური ტიბეტური ბუდიზმი, შამანიზმი ფორმალურად ტენგრიზმი.[3] მცირე ჯგუფებში ქრისტიანობა და ისლამი

მონღოლები — ცენტრალური აღმოსავლეთ აზიის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ცხოვრობს მონღოლეთში, ჩინეთსა და რუსეთში.

სექციების სია

[რედაქტირება] მონღოლთა იმპერიის შექმნა

XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები — მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართლებით. მათ უმოკლეს დროში მოახერხეს ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის, კავკასიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაპყრობა, ამ დაპყრობების შედეგად კი წარმოიქმნა მსოფლიო ისტორიაში უდიდესი იმპერია.

მონღოლები ისტორიაში ცნობილი არიან ასევე თათრების სახელით. ეს სახელი შენარჩუნდა მონღოლეთის იმპერიის დასავლეთ ნაწილებში, მაგალითად დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე XVIII-XV საუკუნეებში არსებულ მონღოლურ სახელმწიფო ოქროს ურდოში. შემდგომში ევროპელები თათრებს უძახოდნენ ყველა თურქული წარმომავლობის ხალხებს ოსმალების გამოკლებით(აღსანიშნავია, რომ მონღოლები და თურქები მონათესავე ხალხები არიან). დღეს თათრებად მოიხსენიებენ ვოლგისპირეთის თურქები.

მონღოლმა ბელადმა თემუჩინმა ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ერთმანეთთან მოქიშპე მომთაბარე მონღოლური ტომების გაერთიანება და სათავეში ჩაუდგა მათ ჩინგიზ ყაენის სახელით. 1206 წელს, მდინარე ონონის სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა მას ერთგულების ფიცი დაუდეს. დაიწყო მონღოლების დაპყრობების ეპოქა.

შემდეგ წლებში ჩინგიზ ყაენმა დაიმორჩილა დარჩენილი მონღოლური ტომები, წარმართი თურქების ტომები და სამხრეთ ციმბირის ტყეებში მცხოვრები ხალხებიც. 1218 წლისათვის ჩრდილო–აღმოსავლეთი აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა. ჩინგიზ ყაენის მხედართმთავრის ჯებე ნოინის მეთაურობით მონღოლებმა დაიმორჩილეს ყარა–კიტაის სამეფო და მალე მათ გამგებლობაში აღმოჩნდა სირფარიის აღმოსავლეთით არსებული მიწები. ამდენად, ისინი უშუალოდ გაუმეზობლდნენ ხორეზმის თურქული წარმომავლობის მუსლიმ შაჰს.

მოდმევნო წელს სირდარიის ნაპირზე მდებარე ქალაქ ოტრარის ხორეზმელი გამგებლის ბრძანებით გაძარცვეს მონღოლეთიდან მომვალი ქარავანი და 450 ვაჭარი მოკლეს. მონღოლთა შურისძიებამ არ დააყოვნა. იმავე წელს ჩინგიზ ყაენმა თავიზი არმიით გადალახასირდარია და შეიჭრა ისლამურ სამყაროს ტერიტორიაზე. 1220 წელს მთელი ცენტრარული აზია უმნიშვნელოვანესი ქალაქების, ბუხარას და სამარყანდის ჩათვლით. მის ხელთ იყო. მალე მონღოლებმა მდინარე ამუდარიაც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში.

1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლთა წინსვლა დროებით შეჩერდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე