ხორასანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Karte Map Chorasan-Transoxanien-Choresmien.png

ხორასანი — ისტორიული ოლქი შუა აღმოსავლეთში III-XVIII საუკუნეებში. მოიცავდა თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, მარვის ოაზისს, თურქმენეთის სამხრეთის ოაზისებს, ავღანეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს. მთავარი ქალაქები იყო: მეშჰედი, მარვი, ნიშაბური, ტუსი, ბალხი და სხვა. ცნობილია სასანიანთა დროიდან. VII საუკუნის შუა წლებში დაიპყრეს არაბებმა. შემდგომში ხორასანში თანამიმდევრულად ბატონობდნენ ტაჰირიდები, საფარიდები, სამანიდები, ღაზნევიდები, სელჩუკები, ხვარაზმშაჰები, ჰულაგუიანები და სხვა. VIII-XIII საუკუნეებში ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა იყო. IX საუკუნიდან დაწყებული ახალი სპარსული ენისა და ლიტერატურის აღორძნების ერთ-ერთ ძირითად კერად ითვლებოდა. 1510-1736 წლებში სეფიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. სეფიანთა დაცემის შემდეგ ხორასნის ნაწილი (ჰერათის ოლქი და ბალხი) ავღანეთის, ხოლო ნაწილი ირანის შემადგენლობაში შევიდა, მარვის ოლქი კი XIX საუკუნის დასაწყისში თურქმენებმა დაიპყრეს. ხორასნის დასავლეთ ნაწილში, სოფელ აბასაბადში, შაჰ-აბას I-მა დაასახლა საქართველოდან (კახეთიდან) გადასახლებული ქართველები.

ლიტერატურა[რედაქტირება]