ირანის ოპერაცია
| ირანის ოპერაცია | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| II მსოფლიო ომის ახლო აღმოსავლეთის ოპერაციები ნაწილი | |||||||||
|
|||||||||
| მხარეები | |||||||||
| მეთაურები | |||||||||
| ძალები | |||||||||
3 ბრიგადა |
|||||||||
| დანაკარგები | |||||||||
40 მოკლული, 3 დაკარგული თვითმფრინავი |
|||||||||
ირანის ოპერაცია არის ბრიტანული და თანამეგობრობის ძალებისა და საბჭოთა კავშირის შეჭრა ირანის ტერიტორიაზე, რომელიც განხორციელდა 1941 წლის 25 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე. ოპერაციის მიზანი იყო ირანული ნავთობის გაკონტროლება და დერეფნის უზრუნველყოფა საბჭოთა კავშირისთვის ლენდ–ლიზის მისაწოდებლად.
ეს ქმედება განხორციელდა იმის გამო, რომ ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მეთაურების აზრით, არსებობდა საფრთხე, რომ ირანი გერმანიის მოკავშირე გახდებოდა. ბრიტანელები შიშობდნენ, რომ აბადანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ბრიტანულ-ირანული ნავთობკომპანია ფლობდა, გერმანელებს ჩაუვარდებოდათ ხელში. საბჭოთა კავშირისთვის კი ირანს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გერმანული არმია საბჭოთა კავშირის სიღრმისკენ მიიწევდა და მხოლოდ რამდენიმე გზა იყო საბჭოელებისთვის ამერიკული ლენდ-ლიზის დახმარების მისაწოდებლად.
მოკავშირეთა ძალები შეიჭრნენ ირანის ტერიტორიაზე, ჩამოაგდეს შაჰი რეზა ფეჰლევი და დაამყარეს კონტროლი ირანის რკინიგზასა და ნავთობის საბადოებზე. ამასთან, ბრიტანეთის ძალებმა დაიპყრეს ირანის სამხრეთი, ხოლო საბჭოთა კავშირის ჯარებმა - ჩრდილოეთი ნაწილი.
სტატიის