შავი ჭირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შავი ჭირი (მრავალმნიშვნელოვანი).

შავი სიკვდილი (დღეისათვის ცნობილია, როგორც შავი ჭირი, ლათ. atra mors-დან) — ჭირის პანდემია, რომელსაც ძირითადად ჰქონდა ბუბონური ფორმა და რომელიც XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346—1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას[⇨]. ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „მეორე პანდემია“[⇨]. როგორც ჩანს, გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო გამყინვარების მცირე პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში[⇨]. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი (ბევრ რეგიონში — მოსახლეობის მესამედიდან ნახევრამდე)[⇨]. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია განმეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენიმეჯერ[⇨].

შავი ჭირით დაავადებულების ილუსტრაცია 1411 წელს გამოცემული ტოგენბურგის ბიბლიიდან

პანდემია ნათელჰყო შუა საუკუნეების მედიცინის უმწეობა და რელიგიური ინსტიტუტების უძლურება ჭირთან ბრძოლაში, რის შედეგადაც დაიწყო კეპთაყვანისმცემლობის კულტებისა და ცრურწმენების აღორძინება, პოტენციური „მომწამვლელებისა“ და „ჭირის საწამლავის გამავრცელებლების“ დევნა, აგრეთვე რელიგიური ფანატიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოზღვავება[⇨]. შავმა ჭირმა კოლოსალური კვალი დატოვა ევროპის ისტორიაში და დაღი დაასვა ეკონომიკას, ფსიქოლოგიას, კულტურასა და მოსახლეობის გენეტიკურ შემადგენლობასაც კი[⇨].

ეპიდემიის ინფექციური აგენტი იყო ჭირის ბაცილა Yersinia pestis, რაც დაამტკიცა შავი ჭირით დაღუპულთა ნარჩენების გენეტიკურ გამოკვლევებმა, რომელთა შესახებად ცნობები გამოქვეყნდა 1998 წელს. ძველად არსებობდა სხვა ჰიპოთეზებიც დაავადების გამომწვევი მიზეზის შესახებ[⇨].

სახელწოდება[რედაქტირება]

ჭირის ეპიდემია, რომელმაც XIV საუკუნის შუა წლებში მოიცვა უზარმაზარი ტერიტორიები, ყველაზე მეტად ცნობილია სახელწოდებით „შავი ჭირი“ („შავი სიკვდილი“). სხვა გავრცელებული სახელწოდებაა აგრეთვე „მეორე პანდემია“, ამასთანავე პირველ პანდემიას უწოდებენ იუსტინიანეს ჭირს, ხოლო მესამეს — XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის პანდემიას.

თანამედროვენი არასდროს უწოდებდნენ ამ ეპიდემიას „შავ სიკვდილს“. XIV საუკუნის დოკუმენტებსა და ქრონიკებში გვხვდება გამოთქმა „უდიდესი სიკვდილიანობა“ (საშ. ინგლ. hyge mortalyte), „დიდი ჭირი“ (ზემო გერმ. grosze Pestilentz) და „დიდი საფრთხეც“ კი (ძვ. ესპ. peligro grande). თანამედროვე სახელწოდების წარმოქმნის შესახებ არსებობს შემდეგი ჰიპოთეზა: 1631 წელს ისტორიკოსმა იოან პონტანმა, რომელიც XIV საუკუნის ეპიდემიისთვის სახელწოდებას ეძებდა, გაიხსენა ლათინური გამოთქმა „შავი სიკვდილი“ (ლათ. atra mors), რომლითაც სენეკა[1] და რიგი სხვა ლათინელი ავტორები მოიხსენიებდნენ ჭირის ეპიდემიებს, და მექანიკურად მიაწერა იმავე სახელწოდება მეორე პანდემიასაც. შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ლათინურ ზედსართავ სახელს atra, რომელიც მართლაც ითარგმნება, როგორც „შავი“, აქვს უფრო მეტად არა ფერის, არამედ რაოდენობის მნიშვნელობა. თუმცა ევროპულ ენებზე თარგმნის დროს შეცდომა აიტაცეს. პირველად ეს გააკეთეს შვედებმა, როცა 1655 წელს პონტანის ნაშრომები თარგმნეს, როგორც „Swarta döden“, შემდეგ ჰოლანდიელებმა — „Den sorte Død“ და, საბოლოოდ, მთელმა ევროპამ, სადაც XVIII საუკუნისთვის სახელწოდება შავი სიკვდილი უკვე საყოველთაოდ გამოიყენებოდა[2]. ამ სიტყვის გამოყენება საბოლოოდ განამტკიცა იუსტუს ჰეკერმა, რომელმაც გამოაქვეყნა მონოგრაფია სახელწოდებით „Die Schwarze Todt“. ამ გამოცემამ, რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა გერმანიაში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა, მაშინვე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება[3][2].

აღსანიშნავია ასევე ის, რომ ეს ჰიპოთეზა არ არის ერთადერთი. ზოგჯერ სახელწოდება შავი სიკვდილს უკავშირებენ მუქ-მეწამულ და შავ ლაქებს, რომლებიც შავი ჭირით დაავადებულთა[4] ან ამ დაავადებით გარდაცვლილთა სხეულებზე ჩნდება.

შავი ჭირის გავრცელებისა და მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები[რედაქტირება]

ეკოლოგიური ფაქტორი[რედაქტირება]

XIV საუკუნე იყო გლობალური გამყინვარების პერიოდი, რომელმაც VIII-XIII საუკუნეების თბილი და ნოტიო მცირე კლიმატური ოპტიმუმი ჩაანაცვლა. განსაკუთრებით მკვეთრი აღმოჩნდა კლიმატის ცვლილება ევრაზიაში. ამ მოვლენის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე არ არის დადგენილი, თუმცა უფრო ხშირად მათ შორის ასახელებენ მზის შემცირებულ აქტივობას, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, მინიმუმს მიაღწია XVII საუკუნის მიწურულს, აგრეთვე რთულ ურთიერთკავშირებს ატმოსფერულ ცირკულაციასა და გოლფსტრიმს შორის ჩრდილოეთ ატლანტიკაში[5].

რვა საუკუნის წინანდელი იუსტინიანეს ჭირის მსგავსად შავ ჭირსაც წინ უძღოდა მრავალრიცხოვანი კატაკლიზმები. იმ დროის დოკუმენტები და ქრონიკები იუწყებიან ცენტრალურ ჩინეთში მომაკვდინებელი გვალვისა და მისი შემდგომი შიმშილობის, ხენანის პროვინციაში კალიების შემოსევის, შემდეგ კი 1333 წელს ჰანბალიკში (ამჟამად პეკინი) მომხდარი ქარიშხლებისა და ძლიერი წვიმების შესახებ. ყველაფერმა ამან, მეცნიერების აზრით, გამოიწვია მცირე მღრღნელების ფართომასშტაბური მიგრაცია ადამიანების საცხოვებელი ადგილებისკენ, აგრეთვე ხალხის ერთად თავმოყრა, რაც საბოლოოდ ეპიდემიის გავრცელების მიზეზი გახდა[6].

ევროპის კლიმატი გახდა არა მხოლოდ ცივი, არამედ მერყევიც; მომატებული ნალექიანობის პერიოდებს მოსდევდა გვალვა, შემცირდა მცენარეების ვეგეტატიური პერიოდი. თუკი 1300-1309 წლები ევროპაში თბილი და გვალვიანი იყო, 1312-1322 წლებში ამინდი გახდა ცივი და წვიმიანი, 1314 წლიდან მოყოლებული ძლიერი წვიმები ძირფესვიანად ანადგურებდა მოსავალს, რამაც გამოიწვია 1315-1317 წლების დიდი შიმშილობა[7][8]. ევროპაში საკვების სიმცირე იგრძნობოდა 1325 წლამდე. მუდმივი კვების ნაკლებობა, რომელიც იმუნური სისტემის საერთო დასუსტებას იწვევდა, ეპიდემიებად გადაიქცა. ევროპაში მძვინვარებდა პელაგრა და ქსეროფტალმია[8]. ნატურალურმა ყვავილმა, რომელმაც ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ XII საუკუნის მიწურულს „გამოიღვიძა“, გავრცელების პიკს მიაღწია შავი ჭირის გამოჩენიდან რამდენიმე ხნით ადრე. იმ დროისთვის ყვავილის ეპიდემიებმა მოიცვა ლომბარდია, ჰოლანდია, საფრანგეთი და გერმანია. ყვავილს დაემატა კეთრი, რომლის გავრცელებამაც იმდენად კატასტროფული ზომები მიიღო, რომ ეკლესია იძულებული იყო, დაავადებულთათვის სპეციალური თავშესაფრები გამოეყო, რომლებმაც მიიღეს იტალიური სახელწოდება lazaretti[9]. ყველაფერმა ამან, მაღალ სიკვდილიანობასთან ერთად, გამოიწვია გადარჩენილი მოსახლეობის იმუნიტეტის საყოველთაო დაქვეითება, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო შავი ჭირის სწრაფად გავრცელებას.

სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი[რედაქტირება]

ეკონომიკური საწინდრების გარდა შავი ჭირის გავრცელებას ხელი შეუწყო მრავალმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორმა. ეპიდემიებსა და შიმშილობას დაემატა სამხედრო უბედურებები: საფრანგეთში მძვინვარებდა ომი, რომელსაც მოგვიანებით ასწლიანი ეწოდა. იტალიაში კვლავ ერთმანეთს ემტერებოდნენ გველფები და გიბელინები, ესპანეთში მიმდინარეობდა შიდა კონფლიქტები და სამოქალაქო ომები, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს დაედო მონღოლ-თათრული უღელი. მაწანწალობას, სიღარიბეს და ომის შედეგად განადგურებული რეგიონებიდან გადახვეწილთა დიდ რაოდენობას, უზარმაზარი ჯარების გადაადგილებასა და გამოცოცხლებულ ვაჭრობას მეცნიერები აღიქვამენ მნიშვნელოვან ფაქტორებად, რომლებმაც პანდემიის სწრაფად გავრცელებას შეუწყვეს ხელი[10]. ეპიდემიის შენარჩუნების აუცილებელ პირობას წარმოადგნს მოსახლეობის საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვე. ყველა მხრიდან გალავნით გარშემორტყმულ ქალაქებში, რომლის შიგნითაც ალყის დროს გარებუნებში მცხოვრები მოსახლეობაც აფარებდა თავს, მოსახლეობის სიმჭიდროვე ეპიდემიის შესანარჩუნებლად საჭირო მინიმუმზე გაცილებით უფრო მაღალი იყო. თავყრილობა ხალხისა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ხშირად შეგროვებულიყვნენ ერთ ოთახში ან, საუკეთესო შემთხვევაში, ერთ სახლში, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ დაავადებების პროფილაქტიკის წესებზე, აგრეთვე წარმოადგენდა პანდემიის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ფაქტორს[11].

რაც შეეხება პირად ჰიგიენას, სიტუაციას ართულებდა ის, რომ ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან, განსაკუთრებით სამონასტრო გარემოში, გავრცელებული იყო პრაქტიკა, რომელსაც ლათინურ ენაზე ეწოდება alousia. Alousia წარმოადგენდა ცხოვრებისეული სიამოვნებებისგან შეგნებულად უარის თქმას და ცოდვილი სხეულის დასჯას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვნის წართმევით, რის ნაწილსაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა დაბანა. პრაქტიკაში ეს წარმოადგენდა განსაკუთრებით ხანგრძლივი პოსტის ან ლოცვის ვალდებულებას, აგრეთვე ხანგრძლივ, ზოგჯერ კი სამუდამო უარის თქმას წყალში ჩასვლაზე — თუმცა აღსანიშნავია, ზემო შუა საუკუნეების დროს ამ პრაქტიკის მიმდევართა რაოდენობამ შემცირება დაიწყო[12]. იმავე შეხედულებების თანახმად, სხეულზე ზრუნვა ცოდვა იყო, ხოლო ზედმეტად ხშირი დაბანა და მასთან დაკავშირებული განხილვა საკუთარი შიშველი სხეულისა — მაცდუნებელი. „ფიზიკურად ჯანმრთელებმა და განსაკუთრებით ასაკით ახალგაზრდებმა რაც შეიძლება იშვიათად უნდა დაიბანონ“, — იტყობინებოდა საფრთხის შესახებ წმინდა ბენედიქტი. წმინდა აგნესამ ეს რჩევა იმდენად ახლოს მიიტანა გულთან, რომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ უბანავია[13].

გარდა ამისა, დღევანდელი შეფასებით ქალაქების სანიტარული მდგომარეობა საშინელი იყო. ვიწრო ქუჩები სავსე იყო ნაგვით, რომელსაც ტროტუარზე პირდაპირ სახლებიდან ისროდნენ. როდესაც ნაგავი მოძრაობას უშლიდა ხელს, მეფე ან ადგილობრივი სენიორი მის მოშორებას ბრძანებდა, სისუფთავე ნარჩუნდებოდა რამდენიმე დღით, რის შემდეგაც ყველაფერი ხელახლა იწყებოდა[14]. ნარეცხ წყალს ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ფანჯრებიდან ასხამდნენ ქუჩის გასწვრივ გათხრილ არხში, ამავდროულად ზოგიერთი ქალაქის სტატუტები სპეციალურად ავალდებულებდნენ მესაკუთრეებს, სამჯერ დაეყვირათ „მოერიდეთ!“ სანამ ამას გააკეთებდნენ. იმავე არხში მიედინებოდა სისხლი სასაკლაოებიდან. ყველაფერი ეს საბოლოოდ უახლოეს მდინარეში აღმოჩნდებოდა, საიდანაც იღებდნენ დასალევ და საჭმლის მოსამზადებელ წყალს.

უდავოა, რომ ამ ყველაფერში თავისი როლი ითამაშა ვირთხების დიდმა რაოდენობამ, აგრეთვე მათთან იმდენად მჭიდრო კონტაქტმა, რომ ერთ-ერთ იმდროინდელ „შავი ჭირის თხზულებებში“ მოყვანილი იყო სპეციალური რეცეპტი ისეთი შემთხვევისთვის, „თუკი ვირთხა ვინმეს სახეს დაკაწრავდა ან დაასველებდა“[15].

ეპიდემიის დასაწყისი[რედაქტირება]

შავი ჭირის პანდემიის დაწყების ადგილი — გობის უდაბნო

შავი ჭირის მეორე პანდემია, როგორც ჩანს, დაიწყო გობის უდაბნოში, ერთ-ერთ ბუნებრივ კერაზე, ამჟამინდელ მონღოლეთ-ჩინეთის საზღვართან ახლოს[16][კ 1], სადაც ზაზუნები და მღრღნელებისა და კურდღლისებრთა რაზმების სხვა წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ მათთვის ჩვეული ადგილები საკვების დეფიციტის გამო, რაც გამოიწვია გვალვებმა და კლიმატის გაზრდილმა არიდულობამ. ისინი ადამიანთა საცხოვერებლ გარემოსთან უფრო ახლოს გადასახლდნენ. თავმოყრილ ცხოველებს შორის დაიწყო ეპიზოოთია; სიტუაციას ართულებდა ის, რომ მონღოლები ზაზუნის (დასახლებულია მთებსა და სტეპებში, მაგრამ არ არის გობის უდაბნოში) ხორცს დელიკატესად თვლიდნენ, მისი ტყავიც ძვირად ფასობდა, ამიტომ ზაზუნებზე გამუდმებული ნადირობა მიდიოდა. ამგვარ პირობებში ინფიცირება გარდაუვალი იყო და ეპიდემიის გავრცელება დაახლოებით 1320 წლიდან დაიწყო[17].

შავ ჭირს აგრეთვე თან დაატარებდნენ მონღოლთა ჯარები და ვაჭრები აბრეშუმის დიდ გზაზე. იმის გათვალისიწინებთ, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით გზა გადიოდა გობის უდაბნოზე, თავდაპირველად პანდემია ჩინეთს დაატყდა თავს, ხოლო 1331 წელს, ჩინური წყაროების ცნობით, განსაკუთრებით დაზიანცა ხებეის პროვინცია, რომელშიც დაავადებისგან მცხოვრებთა 90 % გარდაიცვალა. უფრო ნათელი დოკუმენტური მტკიცებულებები თარიღდება 1330 წლით, როდესაც მემატიანეები იწყებენ საუბარს ე.წ. „დამღუპველ სენზე“. კრისტოფერ ეტვუდი შავი ჭირის პირველად გამოჩენად მიიჩნებს ეპიდემიების სერიას, რომელმაც 1313 წლიდან მოიცვა ხენანის პროვინცია, ხოლო 1331 წლის „აფეთქვებამ“ მოსახლეობის 90 % იმსხვერპლა[18].

ითვლება, რომ სწორედ მონღოლეთის შესახებ ყვება არაბი ისტორიკოსი ალ-მაკრიზი, როდესაც საუბრობს დამღუპველ სენზე, „რომელიც მძვინვარებდა თავრიზიდან ცხენით სავალ ექვსი თვის გზაზე... და სამასი ტომი დაიღუპა აუხსნელი მიზეზების გამო თავის საზაფხულო და საზამთრო ბანაკებში... და ყაენის საგვარეულოს თექვსმეტი წარმომადგენელი გარდაიცვალა დიდ ყაენსა და მის ექვს შვილთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩინეთი სრულიად გაუკაცურდა, მაშინ როცა ინდოეთი გაცილებით უფრო ნაკლებად დაზარალდა“[11].

ყაენი, რომელზეც მიდიოდა საუბარი, შესაძლოა, იყო 28 წლის ჯაიატუ ყაენი, რომელიც 1332 წლის სექტემბერში გარდაიცვალა[11] (ერთი წლით ადრე გარდაიცვალა მისი ვაჟი და მემკვიდრე არატნადარა, ხოლო 1332 წლის დეკემბრის დასაწყისში — მცირეწლოვანი მემკვიდრე ირინჯიბალი[19]). მისი წინამორბედი ესუნ ტემური გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა ოთხი წლით ადრე, 1328 წლის 15 აგვისტოს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ის იყო შავი ჭირის ერთ-ერთი უპირველესი მსხვერპლი[20]. თუმცა, ჩინეთმცოდნეები, როგორც წესი, მათი უდროო სიკვდილის მიზეზების შესახებ დასკვნებს არ აკეთებენ[21][22].

არაუგვიანეს 1335 წლისა შავმა ჭირმა სავაჭრო ქარავნებთან ერთად მიაღწია ინდოეთს[23]. იბნ-ალ-ვარდი აგრეთვე ადასტურებს, რომ პირველი თხუთმეტი წლის განმავლობაში შავი ჭირი აღმოსავლეთში ბობოქრობდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწია ევროპას. ისვე აკონკრეტებს მის გავრცელებას ინდოეთის ტერიტორიაზე და ამბობს, რომ „დაავადებამ სინდი განგმირა“ — ანუ, ჯონ ებერტის ინტერპრეტაციის თანახმად, მდინარე ინდის ქვემოწელი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი, ამჟამინდელი პაკისტანის საზღვართან ახლოს[24]. ეპიდემიამ გაანადგურა სულთან მუჰამედ ტუღლუკის არმია, რომელიც სავარაუდოდ დეოგირთან ახლოს იყო განლაგებული, თვითონ სულთანი დაავადდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა. „ინდოეთის კემბრიჯულ ისტორიაში“ ეს ეპიდემია დაკავშირებულია ქოლერასთან[25], ს. სკოტი და ჩ. დუნკანი ვარაუდობენ, რომ ეს იყო შავი ჭირი[26].

აღმოსავლეთ ქვეყნებში შავი ჭირის სიტუაციას, უპირველეს ყოვლისა, ართულებდა ის, რომ, როდესაც ძველი მემატიანეები საუბრობენ „დამღუპველ სენზე“ ან „მომაკვდინებელ დაავადებაზე“, ისინი არ ამბობენ მის სახელს და, როგორც წესი, არ შეიცავენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება დაავადების მსვლელობის ხასიათის დადგენა. კერძოდ, ჩინელმა ეპიდემიოლოგმა ვუ ლიენ-ტემ, რომელმაც შეადგინა სია 223 ეპიდემიისგან, რომლებმაც ჩინეთი „მოინახულეს“ 242 წლიდან ახალ ეპოქამდე, ვერ მოახერხა იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელ დაავადებაზე საუბრობდნენ მემატიანეები. ზუსტი სამედიცინო აღწერილობები, რომლებიც შეესაბამება ბუბონურ შავ ჭირს, მისი აზრით, გაჩნდა ერთადერთ სამედიცინო ტრაქტატში, რომელშიც საუბარი მიდიოდა 1641-1642 წლების ეპიდემიაზე[27]. აზიაში შავი ჭირის გავრცელება XXI საუკუნის დასაწყისშიც კი არასაკმარისადაა შესწავლილი — იმ დონემდე, რომ ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, აზიაში შავი ჭირის ეპიდემია საერთოდ არ ყოფილა ან მხოლოდ მცირე მასშტაბებით იყო გავრცელებული[28].

ვიეტნამმა და კორეამ, როგორც ჩანს, მოახერხებს შავი ჭირის თავიდან აცილება[29][30]. იაპონია, რომელსაც ეპიდემია ასევე არ შეხებია, შეძრწუნებული იყო. ცნობილია, რომ იმპერატორის ბრძანებით ჩინეთში გაიგზავნა მისია საიმისოდ, რომ მოეგროვებინა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ახალ უბედურებაზე და მასთან გამკლავების გზები მოეძებნა. ევროპისთვის კი აზიაში მიმდინარე მოვლენები რჩებოდა შორეულ ამაღელვებელ ჭორად, რომელშიც რეალობას ადამიანთა წარმოსახვის უნარი უხვად აცისკროვნებდა[31]. ამგვარად, ავინიონელი მუსიკოსი ლუის ჰეილინგენი მეგობრებს სწერდა იმის შესახებ, რაც გაიგო აღმოსავლელი ვაჭრებისგან[32][31].

დიდ ინდოეთში... პირველ დღეს დაიწყო ბაყაყების, გველების, ხვლიკების, მორიელებისა და მათი მსგავსი შხამიანი ქვეწარმავლების თავხსმა, მეორე დღეს ციდან ელვები და ცეცხლის ციალები ეცემოდა, აქამდე უპრეცენდენტო მასშტაბების სეტყვასთან ერთად და, საბოლოოდ, მესამე დღეს ციდან ჩამოვიდა ცეცხლი და საზარელი კვამლი, რომელმაც მიწასთან გაასწორა ყველაფერი, რაც კი რამ ცოცხალი იყო ადამიანებსა და სხვა მხეცებს შორის, და იქ არსებული ყველა ძველი ქალაქი დაწვა და უკვალოდ გაანადგურა. (…) ამას მოჰყვა უდიდესი ჭირი…, რომელმაც გარშემო ყველა ქვეყანა განგმირა საზარელი ქარის მეშვეობით..

შავი ჭირის გავრცელების ქრონიკა[რედაქტირება]

შავი ჭირის გავრცელება ევროპაში 1347—1353 წლებში

ეპიდემიას ჰქონდა „მომასწავლებლების“ პერიოდი. 1100 წლიდან 1200 წლამდე პერიოდში შავი ჭირის ეპიდემია აღინიშნებოდა ინდოეთში, შუა აზიასა და ჩინეთში, მაგრამ შავმა ჭირმა სირიასა და ეგვიპტეშიც შეაღწია. განსაკუთრებით ძლიერად დაზიანდა მოსახლეობა ეგვიპტისა, რომელმაც ეპიდემიის გამო დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი[33]. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეები მოხვდნენ ეგვიპტის იმ რაიონებში, რომლებშიც ყველაზე მეტად შავი ჭირი გავრცელებული[34], მაშინ ამას არ გამოუწვევია ევროპაში მასშტაბური ეპიდემიის წარმოქმნა.

1338—1339 წლები, ტბა ისიკ-ყული. საკვანძო პუნქტად, რომლიდანაც შავმა ჭირმა აიღო გეზი დასავლეთისკენ, ითვლება ტბა ისიკ-ყული, სადაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს რუსმა არქეოლოგმა დანიელ ხვოლსონმა შენიშნა, რომ ადგილობრივ ნესტორიანულ საზოგადოებაში საფლავის ქვების რაოდენობა, რომელიც თარიღდებოდა 1338-1339 წლებით, კატასტროფულად დიდი აღმოჩნდა. დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ხვოლსონმა მოახერხა წარწერის წაკითხვა: „აქ განისვენებს კუტლუკი. იგი გარდაიცვალა შავი ჭირისგან თავის ცოლთან, მაგნუ-კელკასთან ერთად“. მოგვიანებით ეს ინტერპრეტაცია ეჭვს დაექვემდებარა, თანაც მიეთითა, რომ დაავადების სახელი ითარგმნებოდა, როგორც „დამღუპველი სენი“, რომლის ქვეშაც შესაძლოა, ნაგულისხმევი იყო ნებისმიერი ინფექციური დაავადება, თუმცა თარიღები დამთვევა იმას მიანიშნებს, რომ მაღალია იმის ალბათობა, საუბარი სწორედ შავ ჭირზე ყოფილიყო, რომელმაც აქედან დაიწყო დასავლეთით გავრცელება[11].

1340—1341 წლები, ცენტრალური აზია. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ უცნობია ზუსტი მონაცემები შავი ჭირის დასავლეთის მიმართულებით გავრცელების შესახებ. ვარაუდობენ, რომ მან რამდენჯერმე თავი იჩინა ბალასაგუნში 1340 წელს, შემდეგ ტალასში 1341 წელს და, საბოლოოდ, სამარყანდში[35].

1346 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, ოქროს ურდო. 1346 წელს შავი ჭირი გაჩნდა დონისა და ვოლგის ქვემოწელზე. დაავადებამ დააცარიელა ოქროს ურდოს ყაენების დედაქალაქი სარაი და მის მახლობლად მდებარე ქალაქები. 1497 წლის მატიანე სამყაროს შექმნიდან 6854 წლის ჩანაწერში (ქრისტეს შობიდან 1346 წელი) შეიცავს ცნობებს ძლიერი მომაკვდინებელი დაავადების შესახებ[36]:

შავი ჭირი მძვინვარებდა აღმოსავლეთის ქვეყნებში: ორნაჩში, ასტრახანში, სარაიში, ბეზდეჟში და მუსლიმური ქვეყნების სხვა ქალაქებში, აგრეთვე თათრებში, სომხებში, აფხაზებში, იტალიელებში, ჩერქეზებში, რადგან არავის შეეძლო მისი დამარცხება[37].

ნორვეგიელი ისტორიკოსის, ოლე ბენედიკტოუს აზრით, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით შავი ჭირი ვერ გავრცელდებოდა იმ მტრობის გამო, რომელიც არსებობდა ოქროსურდოელებსა და მათ მოხარკეებს შორის. ეპიდემია გაჩერდა დონისა და ბოლგის სტეპებში, ამგვარად ოქროს ურდოს ჩრდილოეთელი მეზობლები არ დაზარალდნენ. სამაგიეროდ შავი ჭირისთვის გახსნილი იყო სამხრეთის გზა. იგი გაიყო ორ სახელოზე, რომელთაგან ერთ-ერთიც, სპარსული წყაროების ცნობით, სავაჭრო ქარავნებთან ერთად, რომლებმაც საკმაოდ კომფორტული გადასაადგილებელი საშუალების როლი ითამაშეს შავი ჭირის გადამტანი ვირთხებისა და რწყილებისთვის, ვოლგის ქვემოწელისა და კავკასიონის ქედის გავლით გადაიჭიმა შუა აღმოსავლეთზე, მაშინ როცა მეორემ ზღვის გავლით მიაღწია ყირიმის ნახევარკუნძულს[38].

1346 წელი, ყირიმის ნახევარკუნძული. სავაჭრო ხომალდებთან ერთად შავი ჭირი ყირიმში შეიჭრა, სადაც, არაბი ისტორიკოსის, იბნ ალ-ვარდის თქმით (რომელიც, თავის მხრივ, ცნობებს იღებდა ყირიმის ნახევარკუნძულზე მოვაჭრე ვაჭრებისგან), მისგან გარდაიცვალა 85 ათასი ადამიანი, „იმათი გამოკლებით, ვის შესახებაც ჩვენ არ ვიცით“[36][39].

იმ დროის ყველა ევროპელი მემატიანე ერთმანეთს ეთანხმება იმაში, რომ ევროპაში შავი ჭირი შემოიტანეს გენუეზურმა ხომალდებმა, რომლებიც მთელს ხმელთაშუა ზღვაში ვაჭრობდნენ. იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს, არსებობს თვითმხილველის, გენუელი ნოტარიუსის, გაბრიელ დე მიუსის (Gabriele de' Mussi) მონათხრობი, რომელსაც ბევრი მკვლევარი საეჭვოდ მიიჩნევს. 1346 წელს ის აღმოჩნდა გენუეზურ ფაქტორიაში კაფაში, რომელიც ალყაშემორტყმული იყო ოქროს ურდოს ყაენის, ჯანიბეკის ჯარებით. დე მიუსის თქმით, მას შემდეგ, რაც მონღოლთა ჯარებში დაიწყო შავი ჭირი, ყაენმა ბრძანა, კატაპულტების მეშვეობით დაავადებისგან გარდაცვლილთა ცხედრები კაფაში გადაესროლათ, სადაც მალევე დაიწყო ეპიდემია. ალყამ ფუჭად ჩაიარა, რადგან დაავადებისგან დასუსტებული ჯარი იძულებული იყო, უკან დაეხია, მაშინ როცა გენუეზური ხომალდები კაფიდან აგრძელებდნენ ცურვას, რითიც ხელს უწყობდნენ შავი ჭირის გავრცელებას ყველა ხმელთაუშუაზღვურ პორტში[40].

დე მიუსის ხელნაწერი, რომელიც ამჟამად მდებარეობს ვროცლავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, პირველად გამოქვეყნდა 1842 წელს. თხზულება არ არის დათარიღებული, თუმცა მისი დაწერის თარიღი მარტივად დგინდება აღწერილი მოვლენების მიხედვით. ამჟამად მკვლევართა ნაწილი ეჭვის ქვეშ აყენებს ხელნაწერში არსებულ ცნობებს და თვლის, რომ, უპირველეს ყოვლისა, დე მიუსი ხელმძღვანელობდა დაავადების გავრცელების იმჟამინდელი წარმოდგენებით, რომლის თანახმადაც დაავადება გადადიოდა სუნით, მიაზმების სახით, და შავი ჭირი, შესაძლოა, ციხესიმაგრეში შეიჭრა ვირთხების რწყილებთან ერთად, ან, მიხაილ სუპოტნიცკის ვარაუდით, მიუსიმ, რომელიც იტალიაში დაბრუნდა და იქ ეპიდემიის დასაწყისს შეესწრო, შეცდომით დაუკავშირა მისი დაბრუნება გენუეზურ ხომალდებს. თუმცა, „ჯანიბეკ ყაენის ბიოლოგიური ომის“ ჰიპოთეზას თავისი დამცველები გამოუჩნდა. ამგვარად, ინგლისელი მიკრობიოლოგი მარკ უილისი თავის მხრივ მიუთითებს, რომ იმჟამინდელ პირობებში მოალყე არმია მდებარეობდა ქალაქიდან საკმაოდ შორს, მოწინააღმდეგის ისრებისა და ჭურვებისგან უსაფრთხო მანძილზე, მაშინ როცა ვირთხებს არ უყვართ თავიანთი სოროებიდან შორს წასვლა. აგრეთვე ის ყურადღებას ამახვილებს დაავადებით გარდაცვლილთა კანზე არსებულ მცირე ნაკაწრებსა და იარებზე შეხებით დაავადების პოტენციურ შესაძლებლობაზე პოტენციურ შესაძლებლობაზე, რომელსაც შესაძლოა დაქვემდებარებოდნენ მესაფლავეები[41].

1347 წლის გაზაფხული, კონსტანტინოპოლი. დაავადების მორიგი აფეთქება მოხდა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში, სადაც გენუეზური ფაქტორია განლაგებული იყო ერთ-ერთი გარეუბანში — გალატაში. შავი ჭირის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ცამეტი წლის ანდრონიკოს კანტაკუზენი, იმპერატორ იოანე კანტაკუზენის უმცროსი ვაჟი. თვითონ იმპერატორმა თავის ისტორიაში დატოვა მონათხრობი ეპიდემიის შესახებ, რომელიც მძვინვარებდა ქალაქში და მოგვიანებით გავრცელდა ანატოლიის სანაპიროზე, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე[42]. ბიზანტიელი ისტორიკოსი ნიკიფორე გრიგორა წერდა „შავი ჭირის მაგვარი მძიმე დაავადების“ შესახებ, რომლისგანაც „სახლების უმეტესობაში ყველა მცხოვრები ერთდროულად იღუპებოდა“. ვენეციელების მტკიცებით, გაიღუპა ქალაქი მცხოვრებთა 90 % და მიუხედავად იმისა, რომ ამ ციფრს ისტორიკოსები გაზვიადებულად მიიჩნევენ, სიკვდილიანობა ქალაქში მართლაც ძალიან მაღალი იყო[43].

1347 წლის გაზაფხულ-ზაფხული, ახლო აღმოსავლეთი. შავმა ჭირმა გავრცელება დაიწყო მესოპოტამიაში, სპარსეთში, იმავე წლის სექტემბერში ტრაპეზუნტში. დაავადებას თან დაატარებდნენ ეპიდემიით გარემოცული კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული ლტოლვილები, რომელთა მიმართულებითაც მოძრაობდნენ სამხრეთ კავკასიიდან გამოქცეულები. აგრეთვე შავი ჭირი გადაჰქონდა სავაჭრო ქარავნებს. ამავე დროს მისი გადაადგილების სიჩქარე მნიშვნელოვნად შემცირდა და წელიწადში ფარავდა დაახლოებით 100 კმ-ს. შავმა ჭირმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიაღწია დასავლეთით ანატოლიის მთებს, სადაც მისი შემდგომი განვითარება ზღვამ შეაჩერა[44].

1347 წლის შემოდგომა, ალექსანდრია. ეგვიპტელი ისტორიკოსი ალ-მარკიზი დაწვრილებით ყვება ალექსანდრიულ ნავსადგურში კონსტანტინოპოლის ხომალდის ჩასვლის შესახებ, რომელიც ითვლიდა 32 ვაჭარსა და გემის ეკიპაჟის 300-ზე მეტ წევრსა და მონას, რომელთაგანაც მხოლოდ 40 მეზღვაური, 4 ვაჭარი და ერთი მონა გადარჩა ცოცხალი, რომლებიც „მაშინვე გარდაიცვალნენ იქვე, პორტში“. მათთან ერთად ქალაქში შავი ჭირი მოვიდა და შემდგომში გავრცელდა ნილოსის გასწვრივ სამხრეთით, 1349 წლის თებერვალში მიაღწია ასუანს და ამ დროის განმავლობაში ქვეყანა გააუკაცრიელა. შავი ჭირის მატარებელი ვირთხებისა და რწყილებისთვის სამხრეთის მიმართულებით შემდგომ გადაადგილებაში გაუღწეველი ბარიერის როლი ითამაშა უდაბნო საჰარამ[45].

მომაკვდინებელი სენი გავრცელდა საბერძნეთში, მოგვიანებით კი — ბულგარეთსა და დასავლეთ რუმინეთში (იმ დროისთვის უნგრეთის სამეფოს ყოფილ ნაწილში) და მიაღწია პოლონეთამდე, მოიცვა კუნძული კვიპროსი, სადაც ეპიდემიას დაემატა კიდევ ერთი კატასტროფა — ცუნამი. სასოწარკვეთილმა კვიპროსელებმა აჯანყების შიშით დახოცეს კუნძულის ყველა მუსლიმანი მცხოვრები, თუმცა ზოგიერთი თავდამსხმელი მალევე დაეწია თავის მსხვერპლს[46].

ნიკოლა პუსენი. „შავი ჭირი აშდოდში“, 1630 წელი

1347 წლის ოქტომბერი, მესინა. მიუხედავად იმისა, რომ გენუეზური მატიანეები დუმილს ინარჩუნებენ სამხრეთ იტალიაში შავი ჭირის გავრცელების შესახებ, ეს რეგიონიც სხვებზე არანაკლებ დაზიანდა. სიცილიელი ისტორიკოსი მიკელე დე პიაცა თავის „საერო ისტორიაში“ დაწვრილებით აღწერს მესინის პორტში 12 გენუეზური გალერის ჩამოსვლის შესახებ, რომლებმაც თან მოიტანეს „სასიკვდილო ჭირი“. თუმცა, ეს რიცხვი არ არის ზუსტი და ვარირებს, ვიღაც მოიხსენიებს სამ ხომალდს, „რომლებიც დატვირთული იყო სანელებლებით“, ვიღაც — ოთხს, „რომლებზეც დაავადებული მეზღვაურები იყვნენ“ და ყირიმიდან ბრუნდებოდნენ[47]. დე პიაცას მტკიცებით, „გვამებს სახლში ტოვებდნენ და ვერც ერთი მღვდელი, ვერც ერთი ახლობელი — ვერც შვილი, ვერც მამა ან ვინმე სხვა — ვერ ბედავდნენ იქ შესვლას: მესაფლავეებს დიდ ფულს ჰპირდებოდნენ, რათა გვამები გამოეტანათ და დაემარხათ. გარდაცვლილთა სახლები ღია იყო ყველა განძეულობასთან, ფულსა და ძვირფასეულობასთან ერთად; თუკი ვინმეს მოესურვებოდა იქ შესვლა, ხელს არავინ შეუშლიდა“. მალევე გენუელები განდევნეს, მაგრამ ამას უკვე არაფრის შეცვლა არ შეეძლო.

1347 წლის შემოდგომა, კატანია. მესინის მოსახლეობა პანიკური გაქცევით ცდილობდა თავის გადარჩენას, თანაც, იმავე დე პიაცის ცნობით, ბევრი მათგანი პირდაპირ გზაში იხოცებოდა. გადარჩენილებმა მიაღწიეს კატანიას, სადაც მათ სულაც არ მოელოდათ სტუმართმოყვარე დახვედრა. კატანიის მცხოვრებლებს გაგონილი ჰქონდათ მომაკვდინებელი სენის შესახებ, ამიტომ არ ისურვებს ლტოლვილებთან საქმის დაჭერა, გაურბოდნენ მათ და არც საკვებსა და წყალს აძლევდნენ[48]. თუმცა, ამან მათ არ უშველა და სულ მალე ქალაქი თითქმის მთლიანად ამოწყდა. „რა შეიძლება ითქვას კატანიაზე — ქალაქზე, რომელიც უკვე ამოშლილია მეხსიერებიდან?“ — წერდა დე პიაცა[36]. შავი ჭირი აქედან გავრცელდა მთელს კუნძულზე, ძლიერ დაზიანდა სირაკუზა, შაკა, აგრიჯენტო. ქალაქი ტრაპანი პირდაპირი გაგებით გაუკაცრიელდა, „დაობლდა მოსახლეობის დაღუპვის შემდეგ“. ეპიდემიის ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლი გახდა ჯოვანი რანდაცო, „სიცილიის მშიშარა ჰერცოგი“, რომელიც ამაოდ ცდილობდა სენტ-ანდრეას ციხესიმაგრეში დაავადებისგან დამალვას. სულ სიცილიამ დაკარგა მოსახლეობის მესამედი; მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადში შავმა ჭირმა უკან დაიხია, კუნძული გვამებით იყო სავსე[49].

1347 წლის ოქტომბერი, გენუა. მესინადან განდევნილმა გენუეზურმა ხომალდებმა სამშობლოში დაბრუნება სცადეს, მაგრამ გენუის მცხოვრებლებმა, რომლებმაც უკვე იცოდნენ საფრთხის შესახებ, კატაპულტებისა და ცეცხლმოკიდებული ისრების მეშვეობით ისინი ზღვაში განდევნეს. ამგვარად გენუამ მოახერხა ეპიდემიის დასაწყისის გადავადება ორი თვით[50].

1347 წლის 1 ნოემბერი, მარსელი. ნოემბრის დასაწყისში უკვე დაახლოებით 20 შავჭირმოდებული ხომალდი დაცურავდა ხმელთაშუა და ადრიატიკის ზღვებში, ავრცელებდნენ დაავადებას სხვადასხვა პორტში, სადაც კი დროებით მაინც უშვებდნენ ღუზას[49]. გენუეზური ესკადრის ნაწილმა თავშესაფარს მიაგნო მარსელში და სტუმართმოყვარე ქალაქში შავი ჭირი გაავრცელა, რის გამოც ხომალდები უკვე მესამედ განდევნეს, რათა მკვდარ ეკიპაჟთან ერთად საბოლოოდ გამქრალიყვნენ ზღვაში. მარსელმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა, მაგრამ დაიმსახურება დიდება იმ ადგილთაგან ერთ-ერთისა, რომლებშიც იუდეური აღმსარებლობის მოქალაქეებს არ დევნიდნენ და მათ აქ შეეძლოთ, გაშმაგებული ბრბოსგან თავშესაფრის იმედი ჰქონოდათ[50].

1347 წლის დეკემბერი, გენუა. მატიანეების ცნობების თანახმად, გენუაში ეპიდემია დაიწყო 1347 წლის 31 დეკემბერს. თანამედროვე შეფასებით, ქალაქში დაიხოცა 80-დან 90 ათასამდე ადამიანი, მაგრამ უსტი ციფრი უცნობია[51]. იმავე დროს შავ ჭირს ერთიმეორის მიყოლებით ეწირებოდნენ კუნძულთა მცხოვრებნი: სარდინიელები, კორსიკელები, მალტელები, კუნძულ ელბაზე მცხოვრებნი[52][53].

1348 წლის იანვარი, ვენეცია. დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური ადმინისტრაციული ზომების წყალობით ვენეციელებმა მოახერხეს ქაოსის თავიდან აცილება, მაგრამ შავი ჭირი მაინც ვერ შეაჩერეს. სხვადასხვა ცნობებით, ქალაქში დაიღუპა მოსახლეობის დაახლოებით 60 %[54].

1348 წლის იანვარი, ავინიონი. მატიანეები გვიჩვენებს, რომ შავ ჭირს შეეწირა რომის პაპის რეზიდენციის — ავინიონის მოსახლეობით თითქმის 80 %. თანამედროვე ისტორიკოსების ამ მაჩვენებელს გადაჭარბებულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ შავმა ჭირმა ავინიონელთა მხოლოდ 50 % იმსხვერპლა. ნებისმიერ შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმდენად დიდი იყო, რომ გვამების დასამარხად მიწა არ ჰყოფნიდათ. პაპი კლემენტ VI იძულებული იყო, მდინარე ეკურთხებინა, როცა მასში გარდაცლილთა სხეულები გადააგდეს[55]. სხვებთან ერთად შავი ჭირის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ლაურა — ფრანჩესკო პეტრარკას საყვარელი და მუზა[56].

1347 წლის დეკემბერი — 1348 წლის მარტი, მალიორკა. ვარაუდობენ, რომ მალიორკაზე შავი ჭირი შეიტანა ხომალდმა, რომელიც მარსელიდან ან მონპელიედან წამოვიდა, მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია კუნძულზე პირველი მსხვერპლის სახელი: ვინმე გილემ ბრასი, მეთევზე, ალკუდიაში სოფელ ალის მცხოვრები. შავმა ჭირმა კუნძულა დააცარიელა[57].

1348 წლის იანვარი-მარტი, იტალია. ტოსკანაში შავი ჭირი გენუელებმა შეიტანეს. ამ მომენტიდან სასიკვდილო სენმა დატოვა პორტები, სადაც აქამდე მძვინვარებდა, და გავრცელება დაიწყო კონტინენტის სიღრმეში. პირველი ქალაქი მის გზაზე აღმოჩნდა პიზა, შემდეგი — პისტოია, სადაც ვენეციელების მსგავსად სასწრაფოდ შექმნეს საბჭო, რომელსაც ევალებოდა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბრძანეს გვამების დამარხვა მჭიდროდ აგებულ ხის კუბოებში, საფლავების სიღრმე უნდა ყოფილიყო არანაკლებ ნახევარი მეტრისა. პანიკა რომ არ დაეთესათ, აკრძალეს დამკრძალავი სამსახურები, სამგლოვიარო სამოსი და ზანზალაკების რეკვა. თუმცა აქაც თავი იჩინა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელმა სოციალური ფენების არათანაბარუფლებიანობამ — ყველა ეს ბრძანება „სულაც არ ეხებოდა რაინდებს, სამართლის დოქტორებს, მოსამართლეებსა და მედიცინის დოქტორებს, რომლებსაც უნდა მომსახურებოდნენ ისე, როგორც მათი მემკვიდრეები ინებებდნენ[58]. პერუჯა, სიენა, ორვიეტო ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ ეპიდემიის გავრცელება და იმის იმედი ჰქონდათ, რომ საყოველთაო ბედისწერა მათ გვერდს აუვლიდა — მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფუჭად. თანამედროვეთა აზრით, ორვიეტოში სიკვდილიანობა შეადგენდა 90 %-მდე, მაგრამ თანამედროვე მკვლევრები ამ ციფრს გაზვიადებულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ შავი ჭირისგან დაიღუპა მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი[59].

1348 წლის მარტი, ესპანეთი. ისტორიკოსების მოსაზრებით, შავი ჭირი ესპანეთში შეიჭრა ორი გზით — ბასკური სოფლებიდან პირენეებზე და ჩვეულებრივი გზით — პორტებიდან — ბარსელონასა და ვალენსიიდან. 1348 წლის დასაწყისისთვის ეპიდემია გავრცელდა ნახევარკუნძულზე, მისგან გარდაიცვალა არაგონის დედოფალი ელეონორა. კასტილიის მეფე ალფონსო XI სამართლიანი დაავადებისგან გარდაიცვალა პირდაპირ თავის სალაშქრო ბანაკში გიბრალტარის ალყის დროს, 1350 წლის მარტში[31].

1348 წლის გაზაფხული, სამხრეთი და აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთი. ალექსანდრიის შავი ჭირი გიზაში გაჩნდა, საიდანაც გადავიდა სირიასა და პალესტინაში. დამასკომ დაკარგა მოსახლეობის თითქმის ნახევარი, მთელმა არაბულმა აღმოსავლეთმა კი მოსახლეობის 30—40 %[23]. იბნ ბატუტა, რომელმაც ამ ადგილებში შავი ჭირი აღწერა, მოგვითხრობდა, რომ მორწმუნეები აწყობდნენ პროცესიებს და მკაცრი პოსტი ეჭირათ, რათა ალაჰის რისხვა დაეცხროთ. მომლოცველთა დიდმა ტალღამ დატბორა მექა და ნახევარკუნძულზე შავი ჭირი შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ მედინა, მნიშვნელობით მეორე ქალაქი, რომელიც დაკავშირებული იყო წინასწარმეტყველის სახელთან, გაურკვეველი მიზეზების გამო ეპიდემიამ შეიბრალა, მექა სასტიკად დააზიანა დაავადებამ. ქალაქში დაიღუპა მრავალი მცხოვრები და ადგილობრივი მედრესეს მოსწავლე. ამგვარმა უბედურებამ, რომელიც ისლამის მთავარ რელიგიურ ცენტრს დაატყდა თავს, მორწმუნეები ააფორიაქა. ამოხსნის ძიებისას მათ, ისევე, როგორც ქრისტიანულმა მეზობლებმა, მექელი ებრაელები დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ წმინდა ქალაქში ყოფნით ქალაქს ალაჰის რისხვა დაატეხეს თავს[60].

1348 წლის გაზაფხული, ბორდო. 1348 წლის გაზაფხულზე შავი ჭირი გავრცელდა ბორდოში, სადაც დაავადებისგან გარდაიცვალა მეფე ედუარდ III-ის ქალიშვილი — პრინცესა ჯოანა, რომელიც ამ დროს ესპანეთში მიემართებოდა პრინც პედრო კასტილიელთან ჯვრის დასაწერად[61].

1348 წლის ივნისი, პარიზი. რაიმონდ დი ვინარიოს თანახმად, ივნისში პარიზის ცის დასავლეთ ნაწილში გამოჩნდა არაჩვეულებრივად კაშკაშა ვარსკვლავი, რაც შავი ჭირის მომასწავლებელ ნიშნად ჩათვალეს[62]. მეფე ფილიპ VI-მ ქალაქის დატოვება ამჯობინა, თუმცა „ჭირვეული დედოფალი“ ჟანა ბურგუნდიელი ეპიდემიას ვერ გადაურჩა; შავი ჭირისგან ამ დროსვე გარდაიცვალა ბონა ლუქსემბურგელი, დოფინ ჟანის ცოლი[კ 2]. პარიზის უნივერსიტეტმა დაკარგა ბევრი პროფესორი, ამიტომ მოუწიათ ახალი პრეტენდენტებისთვის მოთხოვნები შეემსუბუქებინათ. ივლისში შავი ჭირი გავრცელდა ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე[63].

1348 წლის ივლისი-აგვისტო, სამხრეთ-დასავლეთი ინგლისი. „ნაცრისფერი ბერის ქრონიკის“ თანახმად, შავი ჭირის კარიბჭის როლი შეასრულა საპორტო ქალაქმა მელკომბმა, სადაც ჭირით დაავადების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა 7 ივლისს, „წმინდა თომა მოწამის დღესასწაულზე“. სხვა წყაროების თანახმად, პირველად შავი ჭირი გავრცელდა საუთჰემპტონსა და ბრისტოლში, თანაც ეპიდემიის დაწყების თარიღები ვარირებენ ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. სავარაუდოა, რომ ხომალდები, რომლებმაც თან მოიტანეს შავი ჭირი, ჩამოვიდნენ კალედან, სადაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. ინგლისელები ძვირფასი ნადავლით ბრუნდებოდნენ უკან (როგორც აღნიშნავდა მემატიანე, „ერთი ქალიც კი არ იყო ისეთი, რომ ფრანგული კაბა არ ცმოდა“) და შესაძლოა, ერთ-ერთ ასეთ კაბას კუნძულზე შავი ჭირის ჩხირი გამოჰყვა.

საფრანგეთის მსგავსად, აქაც შავი ჭირის გავრცელებაში ბრალს სდებდნენ აღვირახსნილ მოდას, კერძოდ, ქალის ზედმეტად გულახდილ კაბებს, რომლებიც იმდენად მჭიდროდ იყო მორგებული, რომ მათ მფლობელებს უწევდათ უკან ქვედატანის ქვემოდან მელიის კუდის დაფენა, რათა ზედმეტად გამომწვევად არ სცმოდათ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სწორედ ასე ნათლად და სკანდალურად გამოწყობილი ხელში ხანჯლების მქონე ქალბატონი მხედრების კავალკადამ დაატეხა ინგლისელებს თავს უფლის რისხვა. დღესასწაულების დროს გარეთ ბობოქრობდა ჭექა-ქუხილი სეტყვანარევ ქართან ერთად, რის შემდეგაც კუნძულებზე გამოჩნდა შავი ჭირი შავი (ან წითელ) ტანისამოსის მქონე ქალწულის ან მოხუცებულის სახით[36].

შავი ჭირის მსხვერპლთა დაკრძალვა ტურნეში. მინიატურის ფრაგმენტი გილ მაიზეტის მატეანედან, XIV საუკუნე

1348 წლის ივლისი. შავი ჭირი შეიჭრა რუანში, სადაც „ადგილი აღარ იყო გარდაცვლილთა დასაკრძალავად“, მოიცვა ნორმანდია და გაჩნდა ტურნეში, ფლანდრიის საზღვართან არსებულ უკანასკნელ ქალაქში. იმ პერიოდშივე დაავადება გავრცელდა შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიასა და დალმაციაში[64].

1348 წლის შემოდგომა, ლონდონი. დასავლეთიდან შავი ჭირი გავრცელდა ბრიტანეთის კუნძულების აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. იგი ზაფხულში დაიწყო, სექტემბრისთვის კი უკვე დედაქალაქსაც მიადგა. მეფე ედუარდ III-მ, რომელიც აქამდე მკაცრად იცავდა ქალაქს მაროდიორობისა და პანიკისაგან, მოხელეებს კი გაქცევისგან (ქვეყანაში მუშაობდა სასამართლოები, იმართებოდა პარლამენტის სხდომები, რეგულარულად იკრიბებოდა გადასახადები), საბოლოოდ ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ქალაქგარე მამულში გაიქცა, თან წმინდა რელიკვიები მოითხოვა. ქალაქიდან გაქცევის წინ მისი უკანასკნელი ბრძანება იყო 1349 წლის ზამთრის საპარლამენტო სესიის გაუქმება. მეფესთანე რთად გაიქცა უმაღლესი სამღვდელოებაც, რომელმაც თავი ბედის ანაბარად მიტოვებულმა იგრძნო; შემდგომში რამდენჯერმე გაქცეული ეპისკოპოსები სასჯელის სახით სცემეს და ეკლესიებში დაამწყვდიეს.

ინგლისში შავი ჭირი სხვა ნიშნების გარდა საქონლის გაურკვეველი სიკვდილითაც აღინიშნა. ამ ფენომენის მიზეზები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, დაავადება ცხოველებზე მოქმედებდა ან, შესაძლოა, უყურადღებოთ დარჩენილი ნახირი შეიწირა თურქულმა ან ციმბირულმა წყლულმა. ქვეყანა სასტიკად დაცარიელდა, თანამედროვე შეფასებით, გაუკაცრიელდა ათასამდე სოფელი[36]. პულში ეპიდემიიდან ასი წლის შემდეგ ჯერ კიდევ იმდენი ცარიელი სახლი იყო დარჩენილი, რომ მეფე ჰენრი VIII იძულებული იყო, ებრძანა მათი ხელახლა ჩასახლება.

1348 წლის დეკემბერი, შოტლანდია. შოტლანდიელები, რომლებიც ოდითგანვე ინგლისელთა მტრები იყვნენ, თავდაპირველად მტრების თავს დატეხილ უბედურებას თვალყურს ადევნებდნენ. თუმცა სელკერკის ტყეში ინგლისელებთან ბრძოლის შემდეგ დაავადება შოტლანდიაშიც გავრცელდა. შოტლანდიელები უკიდურესად დანაწილდნენ და უკან დახეულ ჯართან ერთად შავი ჭირი შოტლანდიის მთებსა და ველებში შეიტანეს. ინგლისელი მემატიანე ამასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ „მათი სიხარული ტირილში გადაიზარდა, როდესაც უფლის დამსჯელი ხმალი… მათ თავს დაატყდა მრისხანედ და მოულოდნელად, ინგლისელების მსგავსად დააავადა წყლულებითა და მუწუკებით[65]. მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიანეთს დაავადება ნაკლებად შეეხო, ეპიდემიამ იმსხვერპლა ქვეყნის მოსახლეობის მესამედი. 1349 წლის იანვარში შავი ჭირი გაჩნდა უელსში[66].

1348 წლის დეკემბერი, ნავარა. ერთმანეთის მიმართულებით მოძრავი „ესპანური“ და „ფრანგული“ შავი ჭირი ერთმანეთს შეხვდა ნავარის სამეფოს ტერიტორიაზე. პამპლონისა და სანგუესის (მათ უდიდეს ნაწილს შეადგენდა მცირე სოფლების მოსახლეობა) 202 ადგილობრივი თემიდან მხოლოდ 15 გადაურჩა ეპიდემიას[67].

1349 წლის დასაწყისი, ირლანდია. ირლანდიაში ეპიდემია შეიჭრა ბრისტოლიდან წამოსულ ინფიცირებულ ხომალდთან ერთად და მოკლე დროშივე დაიპყრო კუნძული. არსებობს მოსაზრება, რომ შავმა ჭირმა ადგილობრივ მოსახლეობას სამსახური გაუწია, ვინაიდან ციხესიმაგრეებში გამაგრებულ დამპყრობელ ინგლისელთა უმრავლესობა ამოხოცა, მაშინ როცა ირლანდიელები სოფლებსა და მაღალმთიანეთში თითქმის არ დაზარალდნენ. თუმცა, ეს მოსაზრება მრავალი მკვლევრისთვის სადავოა[68].

1349 წელი, სკანდინავია. პირველად შავი ჭირი გამოჩნდა ნორვეგიულ ბერგენში, სადაც, ლეგენდის თანახმად, იგი შეიტანა ერთ-ერთმა ინგლისურმა ხომალდმა, რომელსაც გასაყიდად ჩამოჰქონდა ბეწვი. გვამებით სავსე ეს ხომალდი სანაპიროსთან ახლოს აღმოჩნდა. იგი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაინახეს, გემბანზე ავიდნენ და ბეწვის ტვირთი ხელში ჩაიგდეს, რის შემდეგაც დაავადება სკანდინავიაში გავრცელდა[69]. ნორვეგიიდან შავი ჭირი შეიჭრა შვედეთში, რის შემდეგაც გავრცელდა ნიდერლანდებში, დანიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და უნგრეთში[70].

1349 წელი. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, მექისა და სპარსეთის განმგირვის შემდეგ შავმა ჭირმა მიაღწია ბაღდადს[71].

1350 წელს ჭირის შავი დროშა[კ 3] აღმართეს პოლონეთის ქალაქებში. მეფე კაზიმირ III-მ მოახერხა ხალხის მხრიდან „უცხოებთან“ მიმართებაში ექსცესების აღმოფხვრა, ამიტომ პოლონეთში გარბოდა მრავალი ებრაელი, რომლებიც ქაოსისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ[72].

1352 წელი, ფსკოვი. ნიკონის ხელნაწერის თანახმად, «бысть мор во Пскове силен зело и по всей земле Псковской, сице же смерть бысть скоро: храхне человек кровию, и в третий день умираше, и быше мертвии всюду»[73]. მოგვიანებით ხელნაწერები იტყობინებიან, რომ მღვდლები ვერ ასწრებდნენ გარდაცვლილთა გვამების დამარხვას. ერთი ღამის განმავლობაში ეკლესიაში ოცი-ოცდაათი ცხედარი მოჰქონდათ, ამიტომ ერთ საფლავში ხუთი-ათი გვამის ჩადება და ყველას ერთად გლოვა უწევდათ. მიმდინარე მოვლენებისგან თავზარდაცემული ფსკოველები დახმარებას ევედრებოდნენ ნოვგოროდის არქიეპისკოპოს ვასილის[74]. ეს უკანასკნელი თხოვნებს გამოესარჩლა და ქალაქში გამოჩნდა, მაგრამ უკან დაბრუნებისას, 3 ივნისს გარდაიცვალა მდინარე უზაზე.

1353 წელი, მოსკოვი. გარდაიცვალა 36 წლის დიდი მთავარი სიმეონ ამაყი.

შავი ჭირი ევროპაში[რედაქტირება]

შავი ჭირის პირველი შემთხვევა ევროპაში 1347 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. 12 იტალიური გემი შავ ზღვაში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა და და სიცილიის პორტ მესინაში შემოვიდა. თორმეტივე გემის ეკიპაჟი და მგზავრები გემბანზევე დაიხოცნენ.

თითოეულ გემზე თითქოს იმდენივე რაოდენობის ვირთხა იყო, რამდენიც მგზავრი. შავი ვირთხა დაავადებების ყველაზე სწრაფი გადამტანია. შავი ჭირის მიკრობი ვირთხას რწყილის საშუალებით გადაეცემოდა. თითქმის ყოველი გაჩერებისას, გემებს ემატებოდნენ ახალი ვირთხები ახალი მიკრობებით. ჭირი ინფიცირებულ ვირთხას კლავდა. დახოცილი ვირთხის რწყილები ახლა უკვე ადამიანებზე გადადიოდნენ და აგრძელებდნენ მათ დაინფიცირებას.

როდესაც გემები მესინას პორტს მოადგნენ, ის ვირთხები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ნაპირზე გადავიდნენ და თან გაიყოლეს ინფექციის გადამტანი რწყილები. ევროპული პორტების ტალახი და სიბინძურე ხელს უწყობდა ვირთხებისა და რწყილების გამრავლებას. სიბინძურე ამრავლებდა ვირთხებს, ხოლო ვირთხები — რწყილებს. როდესაც ინფიცირებული ვირთხები დაიხოცნენ, რწყილები ახლა უკვე მესინას მოსახლეობას შეესივნენ.

ამგვარად „შავი სიკვდილის“ გავრცელების და მილიონობით ადამიანის განადგურების მიზეზი გახდა ჩვეულებრივი ვირთხა, რომელიც ინფიცირებული რწყილის მატარებელი აღმოჩნდა.

შავი ჭირის გავრცელების არეალი[რედაქტირება]

შავი ჭირის გავრცელების არეალი ევროპაში
შავი ჭირის გავრცელების არეალი ევროპაში

როგორც ცნობილია, ცენტრალურ აზიაში ჭირი 1330 წელს გაჩნდა. აქედან გავრცელდა აღმოსავლეთით — ჩინეთსა და ინდოეთში და დასავლეთით — აფრიკაში, რის შემდეგაც ევროპას მიუახლოვდა.

ზოგიერთი რეგიონი, მათ შორის სკანდინავია მთლიანად განადგურდა. მოისპო ნორვეგიელთა დასახლებები გრენლანდიაში. ავადმყოფობას ეწირებოდა ყველა — ღარიბიც და მდიდარიც, ახალგაზრდაც და მოხუციც. ხშირი სიკვდილიანობა შეიმჩნეოდა მღვდელთმსახურებს შორის, რადგან ისინი დიდ დროს ატარებდნენ ავადმყოფებთან. იყო ისეთი რეგიონებიც, რომლებმაც ადვილად დააღწიეს თავი ეპიდემიას, მაგალითად მილანის შემოგარენი იტალიაში.

სანამ ეპიდემიის რეალური გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო, კაცობრიობა უძლური აღმოჩნდა მის წინაშე. ექიმებმა უამრავი წამლის სახეობა გამოცადეს. ერთ-ერთი შედგებოდა 10-წლიანი ბადაგის, წვრილად დაჭრილი გველების, ღვინისა და დამატებითი 60 ინგრედიენტისაგან. მაგრამ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იყო.

მოსახლეობის უმრავლესობა ხსნას რელიგიაში ეძებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეპიდემიით ღმერთი ცოდვილ სამყაროს სჯიდა. სხვა მორწმუნეები, ე.წ. ფლაგელანტები ატარებდნენ პროცესიებს, რომლის დროსაც სახალხოდ იტანჯავდნენ თავს წკეპლებითა და მათრახებით. ზოგი გაქცევით შველოდა თავს, ზოგი — თვითმკვლელობით, ზოგიც მოახლოებული სიკვდილის მოლოდინში გართობას არ იკლებდა.

ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ასპექტი ამ დაავადებისა იყო მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი. თუ ერთ ქალაქში ჭირი მოსახლეობის მოლოდ ერთ მეათედს იწირავდა, მეორე ქალაქი ნახევრად ნადგურდებოდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ იმ პერიოდისათვის ერთდროულად შავი ჭირის სამი სხვადასხვა ტიპი მძვინვარებდა. ყველაზე გავრცელებული იყო ე.წ. „ბუბონური“ ჭირი, მეტად სასიკვდილო კი — მისი ორი თანასახეობა.

ჭირით ინფიცირებულ პაციენტთან ვიზიტამდე ექიმი იცმევდა სპეციალურ დამცავ ტანისამოსს, რომელიც ითვალისწინებდა გრძელ მოსასხამს, ქუდს, ხელთათმანს, ნიღაბს და დამცავ სათვალეს.

იმ შემთხვევაში, თუ ჭირის ბაქტერია ადამიანის ფილტვებს აღწევდა, ვითარდებოდა ე.წ. პნევმონიური ჭირი. ავადმყოფები ხველებისა და დაცემინების გზით მიკრობებს ავრცელებდნენ ჰაერში, რაც საფრთხეში აგდებდა გარშემომყოფთ. ამგვარად პნევმონიური ჭირი ადვილად ვრცელდებოდა და უსწრაფეს სიკვდილს იწვევდა.

ჭირის მესამე ტიპს მიეკუთვნებოდნენ ის ავადმყოფები, რომელთა შემთხვევაში რწყილის ნაკბენის შემდეგ ჭირის მიკრობი პირდაპირ სისხლში გადადიოდა. ასეთი გზით ინფიცირებული ავადმყოფი რამდენიმე საათში კვდებოდა. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი იძინებდა თითქოსდა ჯანმრთელი, დილით კი აღარ იღვიძებდა. ჭირის ამ ტიპს სეფსისური ეწოდებოდა.

მომდევნო ეპიდემიები[რედაქტირება]

1351 წლისათვის „შავი სიკვდილის“ ეპიდემია დასრულდა. შუა საუკუნეების ისტორიული წყაროების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ამოწყდა. ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ რიცხვს ეთანხმება. რაც შეეხება ევროპას, მისი მოსახლეობის მეოთხედი მაინც დაიხოცა.

„შავი სიკვდილის“ პერიოდი დასრულდა, მაგრამ დაავადება მაინც არსებობდა. იგი რეგულარულად იჩენდა თავს XV საუკუნის ბოლომდე. ყველაზე საგულისხმოა 1361 წლისა და 1369 წლის ეპიდემიები. ამის შემდეგ ეპიდემიათა შორის პერიოდები მეტად ხანგძლივი იყო.

შავი ჭირი დღესაც არსებობს. XIX საუკუნის ბოლოს იგი განმეორდა აზიაში, სადაც მხოლოდ ინდოეთში ექვსი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. 1995 წელს ინდოეთში ისევ დაფიქსირდა შავი ჭირის შემთხვევები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Алексей Маар — Сорок дней и Черная Смерть 2014. Происхождение и этимология понятия. Карантин и его значение (Соавторство: Громашевский Л. В., Компанцев Н. Ф., Павлов А. В., Ёлкин И. И.)
  • Дербек Ф. А. История чумных эпидемий в России. Диссертация Доктора медицины. — СПб., 1905. — С. 2-40.
  • Васильев К. Г., Сегал А. Е. История эпидемий в России: Материалы и очерки / Под ред. проф. А. И. Метелкина. — М.: Медгиз, 1960. — 400 с.
  • Сорокина Т. С. Эпидемии в Средние Века // Фельдшер и акушерка. — 1988. — № 2.
  • Борисов Л. Б. и др. Медицинская микробиология, вирусология, иммунология: Учебник. — [Изд. 1-е]. — М.: Медицина, 1994. — გვ. 286-289.
  • Возианова Ж. И. Чума // Инфекционные и паразитарные болезни. В 3-х т. — К.: Здоров`я, 2002. — ტომი: 3. — გვ. 138—166. — 904 с. — 3000 ეგზ. — ISBN 5-311-01296-x
  • Даниэл М. Тайные тропы носителей смерти: Пер. с чеш. = Daniel M. Tajne stezky smrtonosu / Милан Даниэл / Под ред. Б. Л. Черкасского. — М.: Прогресс, 1990. — 416 с. — ISBN 5-01-002041-6
  • Супотницкий М. В. «Черная смерть». К загадкам пандемии чумы 1346—1351 гг. // Универсум. 2004, № 3.
  • Супотницкий М. В., Супотницкая Н. С. Очерк V. «Чёрная смерть» — второе пришествие чумы в Европу (1346—1351) // Очерки истории чумы: В 2-х кн. — Кн. I: Чума добактериологического периода. — М.: Вузовская книга, 2006. — გვ. 78-131. — 468 с. — ISBN 5-9502-0093-4
  • Benedictow O. J. The Black Death, 1346-1353: the complete history. — Woodbridge: Boydell & Brewer, 2004. — 506 p. — ISBN 0851159435
  • Herlihy D. The Black Death and the Transformation of the West. — New York: Harward University Press. — 117 p. — ISBN 0-674-07612-5
  • Kelly J. The Great Mortality: An Intimate History of the Black Death, the Most Devastating Plague of All Time. — New York: HarperCollins, 2005. — 304 p. — ISBN 0-06-000692-7
  • Martin S. Black Death. — Sparkfold: J. H. Haynes and Co, 2001. — 160 p. — ISBN 1-904048-86-2
  • Naphy W., Spicer A. La peste noire, 1345-1730 : grandes peurs et épidémies. — Paris: Éditions Autrement, 2003. — 187 p. — (Collection Mémoires). — ISBN 9782746703988
  • Nohl J. La mort noire: chronique de la peste d’après les sources contemporaines. — Paris: Payote, 1986. — 318 p. — ISBN 2-228-55070-1
  • Nohl J. The Black Death: A Chronicle of the Plague. — Pennsylvania: Westholme Publishing, 2006. — 284 p. — ISBN 1594160295, 9781594160295
  • Nohl J. Der schwarze Tod - Eine Chronik der Pest 1348 bis 1720. — Hamburg: Severus Verlag, 2011. — 228 p. — ISBN 3863470699, 978-3863470692
  • Ziegler Ph. The Black Death. — London: Collins, 1969. — 319 p.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. სენეკა. ეპიდ. — გვ. 164.
  2. 2.0 2.1 Kelly, 2005, გვ. 23
  3. Herlihy, 1997, გვ. 41
  4. Возианова, 2002, გვ. 152
  5. The Little Ice Age, ca. 1300—1870. Environmental History Resources (2010-10-01). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-11-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-02-26.
  6. Hecker J. F. C. The Black Death and The Dancing Mania. — New York, 1888.
  7. Супотницкие, 2006, გვ. 84
  8. 8.0 8.1 Kelly, 2005, გვ. 62
  9. Супотницкие, 2006, გვ. 85
  10. Kelly, 2005, გვ. 74
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Kelly, 2005, გვ. 7
  12. Aushenberg, 2005, გვ. 61-72
  13. Kelly, 2005, გვ. 17
  14. Favier J. Guerre de Cents Ans. — Paris: Fayard, 1991. — P. 158. — 678 p. — ISBN 2213008981
  15. Милан Даниэл, 1990
  16. Benedictow, 2004, გვ. 45
  17. Kelly, 2005, გვ. 6
  18. Atwood Ch. P. Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire. — P. 41, 610.
  19. The Cambridge History of China. — 1994 Vol. 6. — P. 557.
  20. Martin, 2001, გვ. 22
  21. The Cambridge History of China. — Cambridge University Press, 1994. — Vol. 6. — P. 541, 557.
  22. Atwood Ch. P. Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire. — P. 632.
  23. 23.0 23.1 Naphy, 2003, გვ. 23
  24. Aberth J. The Black Death. The Great Mortality of 1348-1350. A Brief History with Documents. — NY: Palgrave McMillan, 2005. — P. 17. — 208 p. — ISBN 1-4039-6802-0
  25. The Cambridge History of India. — Cambridge University Press, 1928. — Vol. 3. — P. 149.
  26. Scott S., Duncan Ch. J. Biology of Plagues, Evidence from Historical Populations. — Cambridge: Cambridge University Press, 2001. — P. 48. — 420 p. — ISBN 0 521 80150 8
  27. Benedictow O. J. What Disease was Plague?. — Brill, 2010. — P. 500. — 748 p. — ISBN 978 90 04 18002 4
  28. Sussman G. D. Was the black death in India and Сhina? // Bulletin of the History of Medicine. — 85. — 2011. — В. Bulletin of the History of Medicine. — 85.
  29. Берзин Э. О. Юго-Восточная Азия в XIII—XVI веках. — М.: Наука, 1982. — 47-52 с.
  30. Cambridge World History of Human Disease. — 1993. — P. 293.
  31. 31.0 31.1 31.2 Naphy, 2003, გვ. 25
  32. Kelly, 2005, გვ. 56
  33. Милан Даниэл, 1990, გვ. 109
  34. Милан Даниэл, 1990
  35. Kelly, 2005, გვ. 8
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 Руссев Н. Д. «Безносая привратница эпох»: Чёрная смерть на Западе и Востоке Европы // Стратум: структуры и катастрофы: Сборник символической индоевропейской истории: Археология. Источниковедение. Лингвистика. Философия истории. — СПб.: Нестор, 1997. — 267 с. — ISBN 5-901007-03-4. — С. 220—239.
  37. Летописный свод 1497 г. // Полное собрание русских летописей. — Т. 28. — М.-Л., 1963. — С. 71.
  38. Benedictow, 2004, გვ. 60
  39. Шамильоглу Ю. Черная смерть и ее последствия. — История татар с древнейших времен в 7 т. — Казань: Институт истории АН РТ, 2009. — ტომი: 3. — გვ. 686—690. — 1056 с. — ISBN 978-5-94981-142-9
  40. Kelly, 2005, გვ. 9
  41. Wheelis M. Biological Warfare at the 1346 Siege of Caffa // Emergin Infectios Diseases. — 9. — 2002. — В. Emergin Infectios Diseases. — 9. — Vol. 8. — P. 971—975.
  42. Макэведи К. Бубонная чума // В мире науки. — 1988. — В. В мире науки. — № 4.
  43. Kelly, 2005, გვ. 81
  44. Benedictow, 2004, გვ. 61
  45. Benedictow, 2004
  46. Kelly, 2005, გვ. 82
  47. Kelly, 2005, გვ. 80, 83
  48. Kelly, 2005, გვ. 86
  49. 49.0 49.1 Kelly, 2005, გვ. 88
  50. 50.0 50.1 Kelly, 2005, გვ. 90
  51. Kelly, 2005, გვ. 92
  52. Benedictow, 2004, გვ. 72
  53. Cassar P. Medical history of Malta. — Wellcome Historical Medical Library, 1965. — Vol. 6. — 586 p.
  54. Kelly, 2005, გვ. 95
  55. Супотницкие, 2006, გვ. 87
  56. Kelly, 2005, გვ. 152
  57. Benedictow, 2004, გვ. 79
  58. Kelly, 2005, გვ. 96
  59. Kelly, 2005, გვ. 98
  60. Benedictow, 2004, გვ. 65
  61. Супотницкие, 2006, გვ. 88
  62. Kelly, 2005, გვ. 177
  63. Kelly, 2005, გვ. 127
  64. Benedictow, 2004, გვ. 102
  65. Супотницкие, 2006, გვ. 89-90
  66. Kelly, 2005, გვ. 227
  67. Benedictow, 2004, გვ. 88
  68. Супотницкие, 2006, გვ. 90
  69. Kelly, 2005, გვ. 27
  70. Kelly, 2005, გვ. 270
  71. The Cambridge World History of Human Disease. — Cambridge University Press, 1993. — P. 612.
  72. Ойербах М. Часть 3. От крестовых походов до изгнания из Испании. Глава 8. Чёрная смерть // История еврейского народа. / Пер. Швут Ами. — 1992.
  73. Полное собрание русских летописей. — Т. 10. VIII. Летописный сборник, именуемый Патриаршею или Никоновскою летописью. / Под ред. А. Ф. Бычкова. — СПб., 1885. — 244 с. — C. 223.
  74. Benedictow, 2004, გვ. 214

კომენტარები[რედაქტირება]

  1. სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის კერა, რომელმაც ეპიდემია გამოიწვია. მაგალითად, კრისტოფერ ეტვუდი მოიხსენიებს მაკნილის ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, ეპიდემიას ბიძგი მონღოლებმა მისცეს, როდესაც იუნანი დაიპყრეს (სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი), ვინაიდან ინფექციის გადამტანი მღრღნელები ჰიმალაიდან მოდიოდნენ. იხ. Atwood Ch. P. Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire. — Facts on File, 2004. — P. 41, 610. — 678 p.
  2. В то же время возник и упорно держался слух, что Иоанн запер жену в её комнатах и уморил голодом в наказание за измену с коннетаблем. Неизвестно, насколько эта версия событий соответствовала действительности и насколько к ней приложили руку англичане, желавшие подобным образом поставить под вопрос законнорождённость короля Карла V. В любом случае, после убедительных побед последнего, слух сошел на нет и последствий не имел.
  3. Чёрный флаг, поднятый над самой высокой церковью города, был призван известить всех, желавших навестить город, о потенциальной угрозе. Традиция поднятия чёрного флага возникла именно во времена Чёрной смерти. См. Gottfried R. S. The black death: natural and human disaster in medieval Europe. — New York: Simon and Schuster, 1985. — 203 p. — ISBN 0029123704