ელამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელამის მდებარეობა
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ელამი (შუმერული ნიმ, აქადური ელამთუ, ელამური ჰათანთი) — ძველი სახელმწიფო სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. არსებობდა IV - III ათასწლეულებში. დედაქალაქი სუსა.

ევფრატისა და ტიგროსის სამხრეთ შუამდინარეთის საზოგადოების ისტორიას მჭიდროდ უკავშიდება ელამის ისტორია. შუმერები ამ ქვეყანას ნიმს უწოდებდნენ, აქადელები - ელამთუს, თვით ელამელები კი - ხალთამთის. ელამი შუმერის აღმოსავლეთით, ირანის ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ძველი სპარსელები მას ”(ჰ)უჲა”-ს ეძახდნენ. სწორედ აქედან უნდა წარმოდგებოდეს ამ რაიონის თანამედროვე სახელწოდება - ხუზისტანი.

ისტორია[რედაქტირება]

სუსა - დიდი გზაჯვარედინი[რედაქტირება]

მთიან ადგილებში მოსახლეობა მესაქონლეობას მიზდევდა, მაგრამ აქ ორი დიდი მდინარის - დასავლეთში ხოასპისა (თანამედროვე კერხე) და აღმოსავლეთში ევლეას (თანამედროვე ქარუნი) ნაპირებზე მოსავლიანი ველებიც იყო. სუსა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ფართოდ იყო გაჩაღებული ვაჭრობა შუამდინარეთის ქალაქებთან. ელამიდან გაჰქონდათ ხე-ტყე, ვერცხლი, ლითონი, შემოჰქონდათ ქერი, და ზეთი. აქ, ისევე, როგორც შუმერში, არსებობდა ქალაქ-სახელმწიფოები: შუშანი (სუსა), ანშანი, სიმაში, ადამდუნი, ბარახშე და სხვ. ადრინდელ ხანაში მათგან ყველაზე ძლიერი ავანის სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.

სუსა I და სუსა II[რედაქტირება]

დროთა განმავლობაში ელამში შეიქმნა მეტად თავისებური და თვითმყოფადი კულტურა, რომელიც მჭიდრო კავშირშია შუამდინარეთის ცივილიზაციასთან. ჩვ. წ.-მდე IV ათასწლეულის ელამში (სუსა I) განვითარებული იყო პროტოელამური ”შეღებილი კერამიკის” ენეოლითური კულტურა. სუსა I ფენაში დასახლების ნაკვალევთან ერთად შემორჩენილია სასაფლაოც, რაც ქალაქის ძველ მოსახლეობაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი კულტის არსებობაზე მიგვანიშნებს. საგულდაგულოდ დამზადებულ და გაპრიალებულ ქვის სამუშაო იარაღებთან ერთად ზოგჯერ გვხვდება სპილენძის ნივთებიც. სუსა I დასახლება, როგორც ჩანს, ხანძარს შეეწირა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მეზობელი მთიელი ტომების თავდასხმის დროს განადგურდა.

საკუთრივ ელამური კულტურა გავრცელებული ჩანს ჩვ. წ.-მმე III ათასწლეულიდან. პროტოელამურისგან განსხვავებით, იგი სუსას გარდა გავრცელებული იყო ირანის სამხრეთ-დასავლეთის სხვა ადგილებშიც. მას ბევრი საერთო აქვს ელამისგან დასავლეთით მდებარე ქვეყნების, პირველ ყოვლისა კი შუმერის კულტურასთან.

ლაგაშის მმართველი გუდეა თავის ერთ-ერთ წარწერაში გვამცნობს, რომ მის დროს ქიმაშის მთებში, ელამის მოსაზღვრე ოლქში სპილენძს მოიპოვებდნენ. აქედანვე გამოჰქონდათ ოქროვანი სილა. ამავე ხანაში გაჩნდა ელამში ბრინჯაო. მეტალურგიასთან ერთად განვითარებულია კერამიკური წარმოება. სუსა II-ში ნაპოვნი ჭურჭლეულობა ისე საგულდაგულოდ არ არის დამზადებული, როგორც სუსა I-ისა, მაგრამ უფრო ფერადოვანია და გამოსახულებაშიც მდიდრულია. ეს არის პეიზაჟის კონტურები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები. ამ დროს გაჩნდა თავისებური ელამური იეროგლიფური დამწერლობა.

კულტურა[რედაქტირება]

ორენოვანი წარწერა[რედაქტირება]

ელამის კულტურის ყველაზე დიდი მიღწევაა საკუთარი დამწერლობის შექმნა, რომელსაც საფუძვლად პიქტოგრაფიული ნიშნები დაედო. ეს ნიშნები სწორე ხაზზე იწერებოდა. ფუზურინშუშინაქის ცნობილი წარწერებიდან ელამურ ენაზე ელამურივე იეროგლიფებით შესრულებულია მხოლოდ ნაწილი, ნაწილი კი სემატურ ენაზე ლურსმულითაა ნაწერი. ელამის მომდევნო მმართველების წარწერები მხოლოდ სემიტურია. ლურსმულით ელამურ ენაზე წერა მხოლოდ ჩვ. წ.-მდე II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან დაიწყეს

ეპიგრაფიული ძეგლები[რედაქტირება]

ელამის ტერიტორიის შესწავლა XIX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყეს ფრანგმა არქეოლოგებმა. ქვეყნის ისტორიის კვლევის მნიშვნელოვანი წყარო - ეპიგრაფიკული ძეგლები - ორ ჯგუფად იყოფა. შემორჩენილია უცხოური (შუმერული, აქადური, ბაბილონური, ასურული, ხეთური) ტექსტები და ელამურ ენაზე შესრულებული წარწერები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქადუნ ენაზე შედგენილი სამეურნეო და სამართლის დოკუმენტები.

მრგვალი ქანდაკებები[რედაქტირება]

ჩვ. წ.-მდე XXIV-XXIII საუკუნეებში სუსა აქადის სახელმწიფოს საზღვრებში იყო, რის გამოც ელამზე შუამდინარეთის კულტურის გავლენა გაძლიერდა. ამაზე მიუთითებს ელამის მმართველის ფუზურინშუშინაქის ჩვენამდე მოღწეული სტატუეტები, რომლებიც შესრულებულია შუამდინარეთის მრგვალი ქანდაკების ტრადიციების მიხედვით. აღსანიშნავია დედოფალ ნაფირასუს ბრინჯაოს ქანდაკება, მამაკაცების სკულპტურული პორტრეტები და ღვთაება ინშუშინაქის ვერცხლისგან დამზადებული ფიგურები, რომლებსაც ხელში სამსხვერპლო ცხოველები უჭირავთ. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ელამურმა გლიპტიკამ, კლდეზე ნაკვეთმა რელიეფმა.

არქიტექტურა[რედაქტირება]

ინშუშინაქის კომპლექსი[რედაქტირება]

არქეოლოგებმა სუსას მახლობლად აღმოაჩინეს მეფე უნთაშ-ხუფმანის არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ღვთაება ინშუშინაქისადმი მიძღვნილი ელიფსის ფორმის გალავნით შემოზღუდული, 25 მ სიმაღლის, ხუთსართულიანი ზიკურათი, ცხრა ტაძარი და სასახლეთა ჯგუფი. სასახლის მიღმა აღმოჩნდა დიდი აუზი რეზერვუარით, სადაც წყალი იწმინდებოდა და ცხრა არხით უკავშირდებოდა სუფთა წყლის შესანახ პატარა აუზს. აღმოაჩინეს აგრეთვე თავისებური სამარხი. ელამისთვის დამახასიათებელი იყო დაკრძალვის უნიკალური წესი - მიცვალებულის კრემაცია იარაღთან და სამკაულებთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ელამი&oldid=2365937“-დან