ისმაილ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისმაილ I
شاه اسماعیل
Shah Ismail Hatayi.jpg
ირანის შაჰი
მმართ. დასაწყისი: 1502
მმართ. დასასრული: 1524
წინამორბედი: მუჰამედ შეიბანი
მემკვიდრე: თამაზ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1487 ივლისი, 17
დაბ. ადგილი: არდებილი
გარდ. თარიღი: 23 მაისი 1524
გარდ. ადგილი: თავრიზი
დინასტია: სეფიანელი
მამა: შეიხ ჰეიდარი
დედა: ალემ-შეხ ბეგიმ

ისმაილ I (სპარს. اسماعیل‎ [esmɔːˈiːl]) (დ. 17 ივლისი, 1487, არდებილი - გ. 23 მაისი, 1524, იქვე), სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებელი, სეფევიეს ორდენის შეიზის ერთ-ერთი ვაჟი. 1500-1501 ყიზილბაში ტომების მხარდაჭერით თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა აზერბაიჯანი, დაიკავა ქ. თავრიზი და თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. 1503-1510 წლებში დაიმორჩილა თითქმის მთელი ირანი, სომხეთი, არაბეთის ერაყი, შუა აზიის ნაწილი და ზოგიერთი მეზობელი ოლქი. 1514 წელს დამარცხდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩალდირანთან და დაკარგა დასავლეთი სომხეთი, ქურთისტანი და არაბეთის ერაყი. XVI საუკუნის დასაწყისში ისმაილ I-მა ილაშქრა საქართველოში. 1518 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები და სამცხის მთავარი სეფიანთა სახელმწიფო ვასალები გახდნენ. ისმაილ I-მა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა შიიზმი. ხელს უწყობდა ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას. მფარველობდა პოეტებს, მხატვრებს, სწავლულებს. იგი ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტია (წერდა ხათაის ფსევდონიმით).

ლიტერატურა[რედაქტირება]


ისმაილ I
წინამორბედი:
'
Safavid Flag.png
ირანის შაჰი
1501—1524
შემდეგი:
თამაზ II
წინამორბედი:
მუჰამედ შეიბანი
' შემდეგი:
'