არაბული დამწერლობა
ვიკიპედიიდან
| არაბული დამწერლობა | ||
|---|---|---|
| ტიპი: | კონსონანტური | |
| ენები: | არაბული,ქურთული,სპარსული(ფარსი),პუშტუ,დარი,ურდუ და სხვა | |
| დროის პერიოდი: | 400-დან დღემდე | |
| წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა არამეული დამწერლობა სირიული დამწერლობა არაბული დამწერლობა |
|
| ISO 15924 კოდი: | Arab | |
დღეისათვის არაბული დამწერლობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. მას ძირითადად იყენებენ არაბულ ქვეყნებში, აგეთვე ირანში,ავღანეთსა და პაკისტანში
[რედაქტირება] ანბანი
არაბული ანბანი (არაბ. الأبجدية العربي [ალ–აბჯადიიჲა ალ-არაბიიჲა] ), არაბული ენის ანბანი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ანბანად ითვლება მსოფლიოში. არაბული ანბანი შედგება 28 ასოსგან და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ასოების დიდ ნაწილს ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. არაბულ ანბანში არ არის ხმოვნები. მათ აღსანიშნავად გამოყენებულია დიაკრიტიკულ ნიშნები.
| სიტყვის თავში | სიტყვის შუაში | სიტყვის ბოლოში | თავისუფალი | სახელწოდება | ქართული მნიშვნელობა |
|---|---|---|---|---|---|
| ﺍ | ﺎ | ﺎ | ﺍ | ʾალიჶ | ა |
| ﺑ | ﺒ | ﺐ | ﺏ | ბა | ბ |
| ﺗ | ﺘ | ﺖ | ﺕ | თა | თ |
| ﺛ | ﺜ | ﺚ | ﺙ | სა | ს |
| ﺟ | ﺠ | ﺞ | ﺝ | ჯიმ | ჯ,გ |
| ﺣ | ﺤ | ﺢ | ﺡ | ჰა | ჰ |
| ﺧ | ﺨ | ﺦ | ﺥ | ხა | ხ |
| ﺩ | ﺪ | ﺪ | ﺩ | დალ | დ |
| ﺫ | ﺬ | ﺬ | ﺩ | ზალ | ზ |
| ﺭ | ﺮ | ﺮ | ﺭ | რა | რ |
| ﺯ | ﺰ | ﺰ | ﺯ | ზაჲ | ზ |
| ﺳ | ﺴ | ﺲ | ﺱ | სინ | ს |
| ﺷ | ﺸ | ﺶ | ﺵ | შინ | შ |
| ﺻ | ﺼ | ﺺ | ﺹ | სად | ს |
| ﺿ | ﻀ | ﺾ | ﺽ | დად | დ |
| ﻃ | ﻂ | ﻄ | ﻁ | ტა | ტ |
| ﻇ | ﻆ | ﻈ | ﻅ | ზა | ზ |
| ﻋ | ﻌ | ﻊ | ﻉ | ʻაჲნ | ʻ(ხმოვანი) |
| ﻏ | ﻐ | ﻎ | ﻍ | ღაჲნ | ღ |
| ﻓ | ﻔ | ﻒ | ﻑ | ჶა | ჶ |
| ﻗ | ﻘ | ﻖ | ﻕ | კაჶ | მაგარი კ (ახლოსაა ყ-თან) |
| ﻛ | ﻜ | ﻚ | ﻙ | ქაჶ | ქ |
| ﻟ | ﻠ | ﻞ | ﻝ | ლამ | ლ |
| ﻣ | ﻤ | ﻢ | ﻡ | მიმ | მ |
| ﻧ | ﻨ | ﻦ | ﻥ | ნუნ | ნ |
| ﻫ | ﻬ | ﻪ | ﻩ | ჰა | ჰ |
| ﻭ | ﻮ | ﻮ | ﻭ | ვავ | ვ |
| ﻳ | ﻴ | ﻲ | ﻱ | ჲეჰ | ჲ |
[რედაქტირება] დიაკრიტიკული ნიშნები
არბულში არის დიაკრიტიკული ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ხმოვნების გამოსახატავად:
-
ﹶ - ფათა
-
ﹺ - კარშა
-
ﹸ - დამმა
-
ﹾ - სუქუნ
-
ﹼ - შადდა
და სხვა.
[რედაქტირება] არაბული ციფრები
არაბებმა ისარგებლეს ინდური ციფრებით, რომლებიც შემდეგ ევროპელებმა გადაიღეს და დღემდე არაბულს უწოდებენ, მაგრამ ევროპაში გამოყენებული ციფრები განსხვავდება არაბულ ქვეყნებში გამოყენებული ციფრებისაგან:
აღმოსავლეთ არაბულ ქვეყნებში, ირანში, პაკისტანში, ინდოეთში იყენებენ აღმოსავლეთ არაბულ ციფრებს:

