თამაზ I
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თამაზ I, შაჰ-თამაზი (სპარს. طهماسب [tæhˈmɔːsb]) (* 3 მარტი, 1513, სოფ. შაჰაბადი, ისპაანის ახლოს ― † 14 მაისი, 1576, ყაზვინი (?)), ირანის შაჰი სეფიანთა დინასტია (1524-1576), ისმაილ I-ის ვაჟი. ტახტზე ავიდა 10 წლისა. სახელმწიფოს ფაქტობრივად განაგებდნენ ყიზილბაშურ ტომთა ბელადები. შემდეგში თამაზ I შეებრძოლა მათ და განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება. სეფიანთა სახელმწიფოს შეუერთა შირვანი (1538) და შაქი (1551). 1544 მიეხმარა დიდ მოგოლ ჰუმაიუნს ტახტის დაბრუნებაში, რისთვისაც მიიღო ყანდაარი. თამაზ I-ს ხანგრძლივი ომი ჰქონდა ოსმალეთთან (1534-1555). ამავე დროს თითქმის განუწყვეტლად ებრძოდა ხორასანში უზბეკ ხანებს. 1565 წელს მან გააუქმა გადასახადი თამღა. საინტერესოა თამაზ I-ისა და ოსმალეთის ელჩების საუბრის ჩანაწერი (შაჰ-თამაზ I-ის თეზქერე).
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობა საქართველოში
- შაჰ-თამაზის მეორე ლაშქრობა საქართველოში
- შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობა საქართველოში
- შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 578, თბ., 1979
სტატიის 